вторник, 20 апреля 2010 г.

ტრენინგი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

       საგანმანათლებლო ორგანიზაცია შ.პ.ს.,,დიდაქტიკა”პედაგოგებს ამზადებს სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის....მასწავლებლები დიდი მონდომებით ეცნობიან სიახლეებს,რათა დანერგონ გაკვეთილებზე და მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება....
   ტრენინგში მონაწილე  პედაგოგები იყვნენ თბილისიდან და კასპის რაიონიდან....2 კვირის  დატვირთული მუშაობის შემდეგ  დარჩა შთაბეჭდილება იმისა,რომ პედაგოგები ყველაფერს გააკეთებენ მომავალი თაობის ჯანსაღი სულისკვეთებით აღზრდისათვის.
სწორედ ამ და სხვა კეთილშობილური მიზნების განხორციელებას ემსახურება    საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე რეფორმა......
            მეტად      საინტერესო და შინაარსიანი იყო თითოეული ლექცია....დაწვრილებით განვიხილეთ ზეპირმეტყველების,კითხვის , წერის სტრატეგიები და ხერხები...დავგეგმეთ გაკვეთილები.... გავაანალიზეთ მართლწერისა და მართლმეტყველების   საკითხები....
ჩემი აზრით,სასურველია ასე გადამზადდეს ყველა პედაგოგი სასწავლო წლის დასაწყისში და არა მხოლოდ გაოცდების წინ.
                                                                                         
ლია ჩხაიძე ლექციის დროს ქალბატონ ბელა სარიასთან ერთად....                                

понедельник, 19 апреля 2010 г.

ნეტავ,საიდან მოდის სილამაზე?

პედაგოგები სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის ემზადებიან....

საგანმანათლებლო ცენტრი ,,დიდაქტიკა“ამზადებს პედაგოგებს სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის.


ამჯერად ლექციებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში  ატარებს ქალბატონი ბელა სარია. 








მსვლელობა მეტეხის ხიდისაკენ!




 მსვლელობის დაწყებამდე მოსწავლეები სანზონაში შეიკრიბნენ.





18 აპრილს დიდი მსვლელობა გაიმართა ხატებითა და ყვავილებით ხელში ქალაქის ქუჩებში...  
  100000 წმინდა მოწამის ხსოვნის უკვდავსაყოფად მიაბრძანეს ხატი მეტეხის ხიდთან...
შეიკრიბა მთელი ქალაქის მოსწავლე-ახალგაზრდობა.
ამ მსვლელობაში №32 საჯარო სკოლის მოსწავლეები,პედაგოგები 
და მშობლებიც მონაწილეობდნენ....
მსვლელობის ინიციატორი გახლდათ დეკანოზი მამა გიორგი ყიფშიძე. 

четверг, 15 апреля 2010 г.

დაბადების დღეს გილოცავ,სიდონია!



   ქალბატონო სიდონია!
ლამაზი სურვილებითა და კეთილი გულით გილოცავთ დაბადების დღეს!

გისურვებთ ლამაზ სურვილთა კონას,
ლექსებად დაღვრილ ფერებს ცისკრისას...
გისურვებთ მრავალ სიკეთეს ქვეყნად,
იმედს ულევს და ნათელს -ბინდისას!
გეხაროს მარად ოჯახთან ერთად,
შვილებთან ერთად და ჩვენთან ერთად...
ვერ დაგეთვალოს კვლავ სიხარული
და ისაუბრე მარადჟამს ღმერთთან....
წლებს ვერ დაეკლოს შენთვის ვერასდროს
ხალისი,ლაღი ღიმილი ,წრფელი....
იუბილარო!აბა შენ იცი,
პურ-მარილს ყველა იმედით ველით....

                          სამეგობრო
 

среда, 14 апреля 2010 г.

ნიკო გომელაური


,,მე რომ წავალ,ალბათ იტყვის დედა,
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი,
და ინატრებს,ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი...
როცა წავალ,გაიხსენებს მამა,
პირველად რომ მნახა უკვე დიდი,
კარგია,რომ არ გამათამამა,
კარგია,რომ ასე კარგად მსჯიდი.
წავალ,მჯერა,მერე იტყვის ქალი,
შესაძლოა,დაიღვაროს ცრემლად,
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი, 
მთავარია,ვიქნებოდით ერთად.
მე არ ვიცი,რას იფიქრებს შვილი,
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტას კარგსაც,
თვითონ ვიცი,მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც.
რას იტყვიან ძმები,წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას.
ჩემ გარეშე დაიცლება ბოცა,
ცემ გარეშე აჰყვებიან გრძნობას.
იქ კი ვიცი,ვინც დამხვდება,იტყვის,
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას,
კარგი არ უკეთებია თითქმის,
თუ არ ცავთვლით რაღაც ლექსის წერას.
მე მინდა,რომ ვუპასუხო ყველას-
ქალებს,შვილებს,ჩემიანებს.მასას,
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას,
არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას...“

14 აპრილი-დედაენის დაცვის დღე



           ქართულის მასწავლებლისათვის მართლაც რომ მნიშვნელოვანი თარიღია 14 აპრილი-დედაენის დაცვის დღე.ვარ მასწავლებელი და ამ დღეს  ყოველთვის ვუძღვნი ერთ გაკვეთილს....ხან ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას ვატარებ,ხან-კალიგრაფისტთა კონკურსს.ხან-პოეზიის 5 წუთს,ხან კიდევ -დისკუსიას....
            დღეს მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავი თხზულებები წარმოადგინეს....დაინტერესდნენ და საინფორმაციო მასალებიც მოიძიეს....მშვენივრად გააშუქეს,თუ რა მოხდა 1978 წლის 14 აპრილს....გულისტკივილით  აღნიშნეს,რომ საუკუნეების მანძილზე ხელიხელსაგოგმანებელი ქართული ენა დღეს იბილწება მავანთა და  მავანთა გამო....ამაში ბრალი მომავალ თაობასაც მიუძღვის  საუბრის დროს გამოყენებული ჟარგონების გამო....გაკვეთილზე  ცნობილ პოეტთა ლექსებიც წაიკითხეს მოსწავლეებმა....... 
           მე-6-1 კლასში გაკვეთილი ლამაზად მიმდინარეობდა....პოეზიის 5 წუთი სასიამოვნო განწყობის შექმნაში დაეხმარა ბავშვებს...............შემდეგ გაიმართა დისკუსია:,,რატომ მიყვარს ჩემი ქართული?”საუბარი იმ მიზეზებსაც შეეხო,რომელმაც გამოიწვია 14 აპრილის დედაენის დაცვის დღედ გამოცხადება....
 სირცხვილი არაა,დედაენას დაცვა ჯირდებოდეს?! 

понедельник, 12 апреля 2010 г.

ჩვენ...................




 ,,მოციმციმე სანთლის ” მუშა ფუტკრებს!


მთელი დღე ხომ ,დილიდანვე აქა ვართ....
სახლში ვართ და ფიქრით მაინც  აქა ვართ....
არ გვშორდება საზრუნავი მარადი,
ნეტავ გვქონდეს მუდმივობის ბარათი....
მუდამ ვენთოთ დარჩენილი შუქივით,
გავიცვითოთ დაგლეჯილი ქურქივით,
როცა თვალში დაგვაკლდება ნათელი,
თუ გვიშველის ,,მოციმციმე სანთელი”?

суббота, 10 апреля 2010 г.

სკოლის კურთხევა სამების ტაძარში

















































































2010 წლის 11 აპრილს,კვირაცხოვლობას,N 32 საჯარო სკოლა დალოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.კურთხევა შედგა სამების საკათედრო ტაძარში.