четверг, 2 октября 2014 г.

პროექტზე მუშაობის დროს ჩემი მერვეკლასელები


























ტესტური კითხვები:

კლასი-მე-12                        საგანი-ქართული                                           პედაგოგი-ლია ჩხაიძე
დავით კლდიაშვილი-,,სამანიშვილის დედინაცვალი“-40 ქულიანი
ტესტური კითხვები:
1.   რატომ გააგზავნეს 9 წლის დავით კლდიაშვილი რუსეთში და რა შედეგი გამოიღო ამ ამ წ წლებმა?(2)
2.   რა იცით დავით კლდიაშვილის დედულისა და მამულის შესახებ?(2)
3.   რატომ ამბობს მწერალი-,,ბეკინა სამანიშვილი ,რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო“,რას ნიშნავს აქ სიტყვა ,,რასაკვირველია“?(1)
4.   რა მხატვრული ფუნქცია აქვს იმერულ კილოზე მოქცეულ ფრაზას-,,ერთობ გადაპრანჭული“?(1)
5.   პლატონს 4 შვილის ყოლა ბედნიერებად მიაჩნია თუ უბედურებად?(დაიმოწმე ტექსტი)-(2)
6.   რისთვის უხდის პლატონი მადლობას ღმერთს?(1)
7.   რომელი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებად მიაჩნიათ ადამიანებს ომი?იმსჯელეთ ამ ადამიანების ფსიქოლოგიაზე(2)
8.   რატომ ცდილობს პლატონი მამის გადარწმუნებას?(ახსენით მიზეზები)(2)
9.   როგორ სადედინაცვლოს ეძებს პლატონი და რატომ?(2)
10.     რატომ ამბობს პლატონი უარს სადედინაცვლოს აღებაზე?(1)
11.     ვითარდება თუ არა ლოგიკურად მოვლენები ნაწარმოებში,პლატონი იმსახურებდა იმას,რაც მოუვიდა?(2)
12.     პლატონი ეყრება მამას.ფაქტობრივად,რას ნიშნავს მის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი?(2)
13.     ვინ არის პლატონი:მხეცი,რომელიც ნიღაბს აფარებდა თავს ,თუ კაცი,რომელიც გაამხეცა გარემოებამ?(დაასაბუთეთ)(2)
14.     რა სიზმარი ნახა პლატონმა და როგორ ახსნა ეს სიზმარი მელანომ?ისაუბრეთ სიზმრის სიმბოლურ-ალეგორიულ დატვირთვაზე(3)
15.     დაახასიათეთ კირილე,ახსენით მისი ცხოვრების არსი და მიზანი(2)
16.     როგორ ახასიათებს კოტე ქვაშავაძეების სახლ-კარს?როგორი ღობე და ჭიშკარი ჰქონდა ბრეგაძეების სახლ-კარს?(გაავლეთ პარალელი სხვა ნაწარმოებთან)(3)
17.     რატომ იფარებენ აზნაურები ნიღაბს,რაში ეხმარება ეს მათ?(1)
18.     ახსენით ფრაზა:,,კუდაბზიკა აზნაურები“ და დაადასტურეთ ტექსტიდან(2)
19.     რა ვერ გაეგო სასამართლოს კარზე მოსიარულე პაწიას,რას ამბობს მისი თვალები?(2)
20.     რა პრობლემა დგას ნაწარმოებში?(1)
21.     რატომ არის ნაწარმოები ტრაგი-კომიკური?(1)

22.     კლდიაშვილი წერს:,,გარემოება აღვიძებს როგორც კარგ მხარეს,ისე ცუდს კაცის ბუნებისას“...-როგორ ფიქრობთ,გარემოებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის ბუნების,ხასიათის,ქცევის,ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისას,თუ მისი ნებელობაა ამ ყოველივეს განმაპირობებელი?(დაასაბუთეთ)-(3)

ილიას ნაკვალევზე

გაკვეთილის  თემა:
ილიას ნაკვალევზე
(გასვლითი გაკვეთილი საგურამოში-ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში)
სწავლების საფეხური   და  კლასი: 
მე-8 კლასი,საბაზო საფეხური
ინტეგრირებული საგნები, 
საგნის  პედაგოგის სახელი და გვარი
ქართული:ლია ჩხაიძე
ისტორია:თამარ გობეჯიშვილი
მოსწავლეთა  რაოდენობა და განსაკ.მიდგომებისა და საჭიროების მოსწავლეთა პროფილი     
28 მოსწავლე,ამათგან 1 სსსმ.

აკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნების მიხედვით):
ილიასა და ოლღას საცხოვრებელი ბინისა და ეზო-კარის დათვალიერება,მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ საუბარი,მსჯელობა და ანალიზი,მე-19 საუკუნის საქართველოს პოლიტიკურ-სოციალური სურათის წარმოჩენა,ნანახისა და განცდილის შთაბეჭდილებების დღიურში ჩანიშვნა და პრეზენტაციის დროს გამოყენება
შედეგი:
მოსწავლეებს :
  • განუვითარდებათ კვლევა-ძიებისა და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • დაეხვეწებათ მეტყველების კულტურა;
  • გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის უნარი;
  • ჩამოუყალიბდებათ გუნდური მუშაობის ჩვევა;
§  მოახდენენ მიღებული ცოდნის რეალიზებას
ცხოვრებაში;
§  ბლოგს შეავსებენ ახალი მასალებით.
§  გააკეთებენ პრეზენტაციას(ექსკურსიის შემდეგ) ლიტერატურული წრის წევრებთან.
  • გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს სოციალური ქსელების მეშვეობით.
  •  
საკლასო მენეჯმენტი/

თანმიმდევრობა ,აქტივობა 
·         ჯგუფის შექმნა
·         მოტივაციის განსაზღვრა
·         სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება
·         ინტერნეტსაიტებზე მასალის მოძებნა,გაცნობა.
·         მოძიებული მასალის დახარისხება,დალაგება,ნაშრომისათვის საბოლოო სახის მიცემა.
·         ექსკურსიაზე გადაღებული სურათების მიხედვით სლაიდშოუს გაკეთება და პრეზენტაცია.
·         ბლოგის შევსება ახალი მასალებით




შეფასება:
შეფასება მოხდება შექმნილ პროდუქტზე დაკვირვებით:
  • ფოტო და ვიდეო კოლაჟი.
  • შთაბეჭდილებების დღიური;
  • გაკეთებული სლაიდშოუ.
  • ბლოგზე განთავსებული მასალა.

საგანმანათლებლო რესურსები:
კომპიუტერი.
ფოტოაპარატი.
ვიდეოგადამღები.
მონიტორი.
პროექტორი.
მშობლების შემოწირულობა (ექსკურსიისათვის)