пятница, 28 марта 2014 г.

ინტეგრირებული გაკვეთილი:,,ლოცვა შვიდთა მნათობთა"-28.03.2014

ჯგუფი N 1–ლიტერატორები
1.ჩამოაყალიბეთ ავთანდილის თხოვნა თითოეული მნათობის მიმართ(დაიმოწმეთ სტროფი)
2. გააანალიზეთ რუსთველისეული წარმოდგენები კოსმოსზე  _ გეოცენტრულ სისტემას უფრო ჰგავს თუ ჰელიოცენტრულს ? ახსენით,რას ნიშნავს ეს?




ჯგუფი N 2 –ფიზიკოსები
1.დაახასიათეთ ავთანდილის მიერ დასახელებული ,,7 მნათობი“ ფიზიკურად
2. რომელმა მეცნიერმა დაამტკიცა ჰელიოცენტრული სისტემის არსებობა და როდის?


შოთა რუსთაველი – ,,ვეფხისტყაოსანი“
ეპიზოდი: ,,ავთანდილის ლოცვა შვიდთა მნათობთა“

N
არაბული სახელწოდება
ბერძნული
რომაული
რას მფარველობს
1
მზე
სიყვარულის მფარველი

2


ზუალი   


კრონოსი


სატურნი


სევდიანთა მფარველი
3
მუშთარი  
ზევსი
იუპიტერი
მოსამართლეთა მფარველი
4

მარიხი

არესი

მარსი

ომის მფარველი
სიყვარულის
5
ასპიროზი
აფროდიტე
ვენერა
მფარველი
მწიგნობართა
6
ოტარიდი
ჰერმესი
მერკური
მფარველი
მიჯნურთა
7
მთვარე
მფარველი



პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა
კომპონენტები
1–2
3–4
5–6
7–8
9–10
საინტერესო შესავალი
საერთოდ არ არის შესავალი
შესავალი უინტერესოა
შესავალი ბუნდოვანია
შესავალი კარგია,მოკლე და ლაკონიური
შესავალი საინტერესო და
მიმზიდველია
ნაშრომის წარმოჩენის უნარი
ვერ წარმოაჩენს ჯგუფის ნააზრევს
ვერ წარმოაჩენს ჯგუფის ნამუშევარს
ნაშრომს წარმოადგენს შეძლებისდაგვარად,არგუმენტების გარეშე
ჯგუფის ნააზრევს ავსებს საკუთარი შეხედულებებით,აკლია არგუმენტების სიმრავლე
საინტერესოდ წარმოაჩენს
ჯგუფის ნამუშევარს,
სრულყოფილია
ინფორმაცია,იშველიებს
არგუმენტებს მსჯელობის დროს
თემის გასაგებად წარმოდგენა
თემის შინაარს ვერ აყალიბებს ზუსტად
ბუნდოვანია თემა
თემა გასაგებია,თუმცა მსჯელობა არ არის სრულყოფილი
თემას გასაგებად აყალიბებს,ტუმცა არის ხარვეზები შეკითხვებზე პასუხის გაცემის დროს
თემა ზუსტად შეესაბამება მითითებას,
მსჯელობა ფაქტებზეა დაყრდნობილი,
პასუხობს კლასელების შეკითხვებს
საუბრის გამართულობა
ენობრივად გაუმართავია,ხშირია შეცდომები
საუბრობს ენობრივი დარღვევებით
მეტყველების დროს იმეორებს სიტყვებს,საუბრობს პაუზებით
საუბრობს გამართულად,მცირე ენობრივი ხარვეზით
ენობრივად გამართულია,იცავს
მართლმეტყველების წესებს
თვალსაჩინოების გამოყენება
არ იყენებს თვალსაჩინოებას
თვალსაჩინოებები შეუსაბამოა
თვალსაჩინოება სუსტად უკავშირდება შინაარსს
თვალსაჩინოება ერთფეროვანია,თუმცა უკავშირდება შინაარსს
თვალსაჩინოება ზუსტად პასუხობს
საპრეზენტაციო მასალას
აუდიტორიასთან კონტაქტი
ვერ იზიდავს აუდიტორიის ყურადღებას
აუდიტორიასთან თითქმის ვერ ამყარებს კონტაქტს
საერთოდ არ უყურებს აუდიტორიას

აუდიტორიას ხიბლავს მხოლოდ ხმის ტემბრით
აუდიტორიასთან ამყარებს
კონტაქტს მზერით,
იყენებს ჟესტიკულაციას.
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევა დროში
ვერ იცავს დროის ლიმიტს


იცავს დროის ლიმიტს

h

суббота, 21 декабря 2013 г.

დავამთავრეთ პირველი სემესტრი-2013








დღეს,20 დეკემბერს,შევიკრიბეთ მეათე კლასის მოსწავლეები და პედაგოგები: ლია ჩხაიძე,დალი ბუჩუკური,ნინო ბურჭულაძე,ასმათ ჭარელიძე,სკოლის დირექტორი ქალბატონი ნანა ქაჯაია,ფსიქოლოგი მანანა ბურდული,საინფორმაციო მენეჯერი სიდონია ჟიჟილაშვილი....
გაიმართა მოსწავლეების მიერ გაკეთებული პროექტების-,,მუსიკის გავლენა ადამიანზე" და ,,უძველესი ქართული წარწერა" პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა-მე-8 და მე-10 კლასის იმ მოსწავლეებმა,რომელსაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ქალბატონი ლია ჩხაიძე გვასწავლის,ერთად განვახორციელეთ ეს პროექტი,გავაკეთეთ ბლოგი,მოვამზადეთ ვიდეო-მასალა,გავაკეთეთ სლაიდშოუ,ჩავატარეთ მინი-კვლევა....ყველაფერი ეს გავაცანით დამსწრე საზოგადოებას,მასალები განვათავსეთ ბლოგზე.
დასასრულს,სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ქაჯაიან გადმოგვცა სიგელები.საინფორმაციო მენეჯერმა გაგვიზიარა რჩევები ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით.ლია მასწავლებელმა სპესიალური რუბრიკებით სეგვიფასა პროექტი.
იმედია,მომავალში უფრო უკეთესი გამოვა ჩვენი ნამუშევარი.
ჩვენი თანაკლასელის ავთო ირემაშვილის სესრულებულმა მუსიკალურმა ნაწარმოებებმა გაგვამხიარულა და წინასაახალწლო განწყობა შეგვიქმნა.

среда, 11 декабря 2013 г.

ეს უნიკალური რეცეპტი სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის

ავტორი: Devi თარიღი 17-11-2013, 03:16 | კატეგორია: რჩევები, სამკურნალო რეცეპტები

გთავაზობთ ონკოლოგების მიერ შემუშავებულ უნიკალურ რეცეპტს კიბოს და სხვა მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ინგრედიენტები:

1. 15 ც. მწიფე ლიმონი
2. 12 თავი ნიორი
3. 1კგ. ნატურალური თაფლი
4. 400გრ. ხორბლის მარცვალი
5. 400 გე. ნიგოზი

მომზადების წესი:


დავფქვათ ხორბლის მარცვლები; შემდეგ დავფქვათ ნიორი და ნიგოზი ერთად; დავაქუცმაცოთ (ბლენდერის მეშვეობით) 5ც. ლიმონი კანიანად; შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და დავამატოთ დარჩენილი 10 ც. ლიმონის , მხოლოდ წვენი; ბოლოს ვამატებთ თაფლს და ხელახლა კარგად ვურევთ. მიღებული მასა გადავიტანოთ მინის ქილაში ,კარგად მოვარგოთ ხუფი და შევდგათ მაცივარში,3დღის შემდეგ მზადაა გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი:


I ვარიანტი - 1-2 ს/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე,დღეში 4 ჯერ;
II ვარიანტი (ონკოლოგიური დაავადებების დროს) - 1-2 ს/კ ყოველ 2 საათში.

ეს უნიკალური რეცეპტი სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის:

- გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს;

- იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;

- ღვიძლის ,თირკმლისა და სასუნთქი გზების გასაწმენდად;

- გონებრივი შესაძლებლობების და მეხსიერების გასაუმჯობესებლად;

- ამცირებს გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს, არსებობის შემთხვევაში გამოიყენება მათ სამკურნალოდ;

- აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსებს პოსტოპერაციულ პერიოდში;

- უნარჩუნებს სხეულს სიჯანსაღეს, ენერგიას,ახალგზრდულ იერს, ვინაიდან შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინს,მინერაურ მარილებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, კარბოჰიდრატებს და ცხიმს.

вторник, 19 ноября 2013 г.

24 წლის შემდეგ.....(ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას)



             ავტორი:ნინო ებრალიძე

    cioda...bindi da burusi idga,roca 7 dRis mogzaurobis Semdeg TviTmfrinavi zecidan miwaze daeSva...martoxela moxuci fexze wamodga, or gaxunebul Cemodans da qolgas didi gaWirvebiT daswvda Tavisi damWknari xelis mtevnebiT da moigdo zurgze...
guli gamalebiT ucemda, tani ucaxcaxebda...
mouTmenlad eloda niSans imisa,rom adgilidan mswrafl mowyvetiliyo...
moxuci mandilosnis daxmarebiT Camovida trapidan da fexi samSoblos monatrebul miwaze dadga...
pirvelad 24 wlis Semdeg...
oo,rogori gulis amaCuyebeli iyo es yovelive... TeTrwvera moxuci ixrida qeds Tavisi samSoblos winaSe...
qari mis cremlebs aqeT-iqiT fantavda...
wamodga...Rrmad CaisunTqa didi siyvaruliT da monatrebiT haeri da gzas gaudga...
qvis galavans Cauara,didi qvafenili barbaciT aiara da Zvelebur WiSkars miadga...
gaCerda...Cafiqrda da Tvalze cremli moeria...ezoSi Sevida,nel-nela auyva moajirze dayrdnobiT kibes...
samSobloze monatrebuls uamravi suraTi,gadaSloda fiqrebSi,misi suli aRuwerel sixaruls ganicdida,nerviulobisgan sxeuli ucaxcaxebda,muxlebi ekvTeboda,gulamogdebuli ramdenime xani Seisvenebda Semdeg kvlav ganagrZobda gzas...kibe Tavis ganvlil cxovrebas agonebda,safexurebi ki cxovrebis etapebs...
axla moxuci swored im etapze gaxldaT Tavis budeSi dabrunebis dro,rom dasdgomoda frinvelis msgavsad...
man rogorc iqna miaSura kars, Tavisi bargi iqve miawyo...gulis jibidan daJangebuli gasaRebi amoiRo,romelsac mudam atarebda...cdilobda karisTvis moergo, magram didxans iwvala...
kari gaiRo...moxucma iqve mdebare lampa aiRo,aanTo da maRla aswia...yvelaferi ganaTda...TeTri kedlebis fonze muq yavisfrad galaquli 4 skami idga magidis TanxlebiT,iqve Zveleburi,ukve dafutruli tansacmlis karada...
oTaxis kuTxeSi ki rkinis veeba sawoli...yvelaferi mtvriTa da nestis suniT iyo gaJRenTili...moxucma sarkmeli gamoaRo gaxeda Tbilisis xeivans da iqve savarZelSi kmayofili mokalaTda...
saqarTvelos eris burji daubrunda Tavis budes...
marTalia 24 wlis Semdeg, magram mainc...

суббота, 16 ноября 2013 г.

ნინი ებრალიძე:წიგნი თუ კომპიუტერი?


დიდი ხანია გაჩნდა კითხვა:წიგნი თუ კომპიუტერი?
ამ კითხვამ ჩვენც ჩაგვაფიქრა,მოზარდები.ხან ვფიქრობთ,რომ კომპიუტერი ჯობია,ხან კი წიგნის აუცილებლობაზე ვაჩერებთ  ყურადღებას.სადაა სიმართლე?რას ფიქრობენ ადამიანები? ჩვენი საკვლევი თემის ჩამოსაყალიბებლად,უმჯობესად ჩავთვალეთ,ისეთ ადამიანებთან აგვეღო ინტერვიუ, კომპიუტერთანაც რომ ექნებოდათ უშუალო კავშირი და წიგნთანაც.ამისათვის შევარჩიეთ ჩვენი სკოლის მენეჯერი-სიდონია ჟიჟილაშვილი და ბიბლიოთეკარი-ნელი ბუთურიშვილი.
ინტერვიუ ბიბლიოთეკართან,ქალბატონ ნელი  ბუთურიშვილთან:
-ქალბატონო ნელი! თქვენ უდიდესი მისია გაკისრიათ სკოლაში-მომავალი თაობა დააახლოვოთ წიგნთან,ასწავლოთ წიგნის სიყვარული,მისი მოვლა.როგორ ახერხებთ ამას?რას გვეტყოდით თქვენს მკითხველებზე ?
-მთელი ჩემი ენერგია მოვახმარე ,როგორ ვასწავლო წიგნის ყადრი მოსწავლეებს.წიგნი რომ ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,ეს ანბანური ჭეშმარიტება მას შემდეგ არსებობს,რაც პირველი წიგნი გაჩნდა ქვეყნად,ხელნაწერი იქნებოდა ის თუ გუტენბერგის მიერ- გზა-გაკვალული.
წიგნის სასიკეთო პროპაგანდას ზიანი არასოდეს მოაქვს.მოსწავლეებს ვეხმარებისაჭირო წიგნის შერჩევაში.ვცდილობ ყველა ბავშვს შევაყვარო წიგნი.შეკითხვით ვამოწმებ,თუ წაიკითხა და როგორ გაიგო წაკითხული.მოსწავლეების დასახმარებლად ვადგენ საძიებლებს ჟურნალ-გაზეთებიდან და გაკეთებული მაქვსსარეკომენდაციო სია კლასების მიხედვით.მოსწავლეებს ვაფრთხილებ,დააბრუნონ წიგნი დროზე,მას სხვა მკითხველი ელოდება.
მშობლებს ვესაუბრები საოჯახო ბიბლიოთეკის მოწყობის შესახებ,ხოლო მოსწავლეებთან ვსაუბრობ კლასგარეშე კითხვის მნიშვნელობის შესახებ.კითხვადობა გაიზარდა და კითხვით დაინტერესება ეს 2 წელია.ბავშვებს ვუხსნი,რომ წიგნი სათამაშო ნივთი არ არის,მას ფაქიზად უნდა მოექცნენ.მოსწავლეებს საოჯახო ბიბლიოთეკიდანაც მოაქვთ წიგნები და ურჩევენ ერთმანეთს მათ წაკითხვას.ბავშვები წაკითხვასთან ერთად ცვევიან წიგნის მოვლას.კარგ მკითხველებად ითვლებიან მე-6,მე-7,მე-8 კლასის მოსწავლეები,მაგრამ გვყავს აქტიური მკითხველი მასწავლებლებიც:ბუაჩიძე ნინო,ჯმუხაძე ამირან,ჩხაიძე ლია,ხურციძე იზა,ჩაჩუა ნათელა და სხვები.ისინი ძირითადად სამეცნიერო ლიტერატურით ინტერესდებიან.
-ეთანხმებით თუ არა მოსაზრებას,რომ კომპიუტერმა შეცვალა წიგნი?
-ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას,რადგან მიმაჩნია,რომ წიგნი ისევე სეუცვლელია,როგორც ისტორია ჩვენი ქვეყნისა.წიგნმა შემოგვინახა ჩვენი სიმდიდრე,ამდენად ის ჩვენი შეუცვლელი განძია.
-რა პრობლემა გაწუხებთ ყველაზე მეტად?
-ბიბლიოთეკა არ მარაგდება წიგნებით,განვიცდით წიგნების ნაკლებობას.არადა მოსწავლეებს ძალიან ჭირდებათ თანამედროვედ გაფორმებული,ილუსტრირებული,მაღალი ხარისხის ლიტერატურა.უნდა შევუწყოთ ხელი მოზარდებს,რომ არ დავუკარგოთ წიგნისადმი სიყვარული.
ინტერვიუ ისტ მენეჯერთან,ქალბატონ სიდონია ჟიჟილაშვილთან:
-თქვენ ბედნიერი გამონაკლისი ბრძანდებით იმ მხრივ ,რომ მოსწავლეებს ძალიან უყვართ კომპიუტერი.გვაინტერესებს,რა მხრივ ვლინდება ეს ინტერესი,რა მიზნით შემოდიან კომპიუტერულ ლაბორატორიაში და ვისთან ერთად?
-მოსწავლეები,რომლებსაც შეხება არა აქვთ კომპიუტერთან,როგორც სათამაშო მანქანასთან, უფრო ინტერესდებიან ამ მისი შესწავლით,ვიდრე უფროსკლასელები.ვიდრე უშუალოდ საგნის თემატიკას შევეხებოდეთ,მოსწავლეები ინტერესდებიან თამაშებით,სოციალურ ქსელებში მოწერ-მოწერით,საუბარია მე5,მე-6 კლასელებზე.უფროსკლასელები ტექნოლოგიებს იყენებენ ინფორმაციის მოსაძიებლად,სოციალურ ქსელებში კომუნიკაციისათვის,სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გასაცნობად და ,,გასარობად”.
-ამბობენ,რომ კომპიუტერმა შეცვალა წიგნი.როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ თვალსაზრისის მიმართ?
-ჩემი აზრით,კომპიუტერი წიგნს ვერასდროს სეცვლის.თუმცა გავრცელდა ასეთი აზრიც,რადგან მოსწავლეები უფრო მეტ დროს ატარებენ კომპიუტერთან,ვიდრე წიგნთან.თუმცა მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას,რომ კომპიუტერმა შეცვალა წიგნი,რადგან ეს ორი არასოდეს გამორიცხავს ერთმანეთს.მოსწავლეთა ერთი ნაწილი კარგად ჩასწვდა ამ აზრს და ცდილობს წიგნით მიღებული ცოდნაგაავრცელოს კომპიუტერის მეშვეობით.
-პრობლემა,რომელიც გვხვდებათ პრაქტიკაში?
-პრობლემაა,რომ ჩვენი საგანი ისწავლება მხოლოდ მე-5,მე-6 კლასში,ხოლო ბლოგების კონკურსი ცხადდება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის,ამ დროს ისინი ინფორმატიკას,როგორც საგანს,არ სწავლობენ და,მაშასადამე,საფუძვლიანად ვერ ფლობენ ტექნოლოგიებს.კარგი იქნება ,თუ ეს საკითხი მოგვარდება ზემდგომი ორგანოების მიერ.
-რას უსურვებთ პროექტის მონაწილე ბავშვებს?
-აღებული ტემპის შენარჩუნებას,ზურგის ქარს,ტრადიციების გაგრძელებასა და გამარჯვებით დაგვირგვინებას.
P.S. მგონი ყველაფერი ნათქვამია.ბავშვებს გვიყვარს კომპიუტერი,რადგან ცოდნასთან ერთად იგი გართობის საშუალებაცაა. აბა, სხვანაირად როგორ გავერთოთ?! იშვიათად,რომ კარგი სპექტაკლი ნახო ან კინოფილმი იხილო.იშვიათად,რომ იმოგზაურო....მაგრამ კომპიუტერი მთელ მსოფლიოს მოივლი,იმოგზაურებ კიდეც და კინო-ფილმებსაც ნახავ.მაგრამ წიგნიც ხომ საოცრებათა სამყაროში სამოგზაუროდ გვიწვევს. სად იყო კომპიუტერი,ადამიანი პირველ ასოებს რომ წერდა?! სად იყო ეს ჯადოსნური ყუთი, როცა ქართველი მელექსე ,, ვეფხისა  და მოყმის ამბავს“ თხზავდა?!
პირადად მე,წიგნის კითხვაც დიდი სიამოვნებას მგვრის,დიდტანიანი ნაწარმოებების კითხვა კომპიუტერიტ ნამდვილად არ შემიძლია,
ასე რომ, მშობლებო,შეგვიძინეთ შვილებს ლამაზი და შინაარსიანი წიგნები!
                                 ინტერვიუ ჩაიწერა მე-11 კლასის მოსწავლემ ნინი ებრალიძემ.


среда, 13 ноября 2013 г.

გასაუბრება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში

დღეს,13 ნოემბერს,განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა დირექტორობის კანდიდატების გასაუბრება.ეს სურათებიც იქაა გადაღებული.გარემო იყო სასიამოვნო,თბილი და მშვიდი.


суббота, 2 ноября 2013 г.

понедельник, 5 августа 2013 г.

ვინ არის ლიდერი?



ჩვენო, ძვირფასო მკითხველო,

როგორც დაგპირდით, გვინდა გაგაცნოთ ზოგადად ლიდერობის შესახებ ინფორმაცია. ამისათვის მოვიშველიებთ ჯონ მაქსველის (ლიდერობის და გავლენის უზადო პროფესიონალი) განმარტებას, რომლის ლექციებს და მითითებებს ძალიან ვაფასებთ ჩვენი გუნდის თითოეული წევრი.

აქტიური ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს გახდეს ლიდერი, შესაძლებელია ინტერაქტიული ჯგუფის გარემო, სადაც ყველა ადამიანი ჩართული განხილვაში და საუბრობენ სხვადასხვა თემაზე არ იყოს ხელსაყრელი, მაგრამ ასეთი გარემო ათასჯერ და ათიათასჯერ ჯობია, ისეთ გარემოს სადაც ცდილობ საუბარს და არავინ გისმენს.

ხშირად ასეთი ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე თუ რატომ ვერ მართავს გუნდს, როგორ შეიძლება გავლენა მოვახდინო და ვიყო ნომერი ერთი საუბრის მართვაში.


ლიდერი არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია მოახდინოს გავლენა საზოგადოებაზე და გარემოებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის პასუხი კითხვებზე: როგორ გავხდე გავლენიანი პიროვნება გუნდში? როგორ გავზარდო ჩემი გავლენა საზოგადოებაზე და გარემოზე?

ჯონ მაქსველის თეორიის მიხედვით, ჩვენ განვასხვავებთ 5 ფაზას რომელიც უნდა გაიაროს ლიდერმა, რათა მიაღწიო ყველაზე სასურველ და ოპტიმალურ გავლენის დონეს.

1. პოზიცია – ამ დონეზე ხალხი ვალდებულია რომ მოგყვეთ თქვენი სტატუსის გამო და მეტი არაფერი. იმისათვის რომ გახდეთ ნამდვილი ლიდერი თქვენ უნდა აიწიოთ მეორე საფეხურით მაღლა.

2. ურთიერთობა – მეორე საფეხურის ძირითადი მამოძრავებელი სიტყვა არის ურთიერთობა. ეს კარგი დონეა, რადგანაც ხალხი მოგყვებათ თქვენ, რადგანაც მათ სურთ რომ მოგყვეთ. თქვენ მოგწონთ ხალხი და ისინიც იწყებენ თქვენდამი სიმპატიით განწობას. ამ ფაზაზე უნდა ეცადოთ რომ დაამყაროთ კავშირი ხალხთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლიდერები უნდა ეცადნონ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიწიონ, ანუ გადავიდნენ მესამე დონეზე იმისათვის რომ მიაღწიონ სასურველ შედეგებს.

3. შედეგები – ამ საფეხურზე ხალხი მოგყვებათ იმის მიხედვით თუ თქვენ რა შედეგები დადეთ ორგანიზაციაში. ისინი საუბარს იწყებენ ორგანიზაციის წინსვლაში თქვენი დამსახურებების შესახებ. მე–3 საფეხურზე თქვენ უკვე გრძნობთ წარმატების და გამარჯვების გარემოს შეგრძნებას. აი, აქ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმრავლესობა ფიქრობს რომ მე–3 საფეხური საკმარისია იმისათვის რომ ლიდერმა მიიღოს მოსალოდნელი კარგი შედეგები. თუმცა ამ საფეხურზე თქვენი შედები რომ არ

დაკარგოთ და გახდეთ სრულფასოვანი ლიდერი უნდა გადახვიდეთ მე–4 საფეხურზე.

4. ადამიანების განვითარება – თუ თქვენ ხართ მე–4 დონის ლიდერი, ხალხი მოგყვებათ იმ მოსაზრებით თუ რა გაგიკეთებიათ თქვენ მათთვის. მათ უყვართ რომ მოგყვეთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენთან ისინი ვითარდებიან როგორც პროფესიონალები, როგორც ადამიანები და ბედნიერად გრძნობენ თავს იმით რომ ისინი ყალიბდებიან უკეთეს პიროვნებებად და პროფესიონალებათ როცა თქვენს დაქვემდებარებაში იმყოფებიან. ისინი თქვენი ერთგულნი ხდებიან და ეს კიდევ ერთ კრედიტს გაძლევთ თქვენ რათა გადახვიდეთ მე–5 დონის ლიდერის საფეხურზე.


5. ინდივიდუალური პიროვნება – თუ თქვენ გაქვთ პოზიცია, თანამდებობა, კარგი კომუნიკაციის უნარ–ჩვევები, კავშირები, შედეგები და თქვენ ხელს უწყობთ ხალხს განვითარდნენ როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად, მე–5 დონის ლიდერის სტატუსი გენიჭებათ ავტომატურად. თქვენ ეს დაიმსახურეთ, ამდენი საფეხურის გავლის შემდეგ. ამ საფეხურზე უკვე ხალხი მოგყვებათ თქვენი ინდივიდუალიზმის გამო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ დღეს, სასკოლო საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები ფულადი პრემიებითა და სიგელებით დააჯილდოვა. წელს პირველად, მადლობის სიგელები გამარჯვებული მოსწავლეების 80-მდე პედაგოგსაც გადაეცა.

2013 წლის სასწავლო ოლიმპიადაზე, თითოეულ საგანში ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 91 პრიზიორი მოსწავლე გამოვლინდა, რომელთაც I (32 მოსწავლე), II (29) და III (30) ადგილები გაინაწილეს. გამარჯვებულებს შესაბამისად, 1000, 700 და 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები და დიპლომები გადაეცათ.

მოსწავლეთა მიერ მიღწეული წარმატებების გათვალისწინებით, რეიტინგული სკოლები გამოვლინდნენ. I, II, და III ადგილზე გასულმა სკოლებმა შესაბამისად, 5000, 4000 და 3000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები მიიღეს.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადები 2009 წლიდან ხორციელდება და მასში ყოველწლიურად საშუალოდ, 270 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას. ოლიმპიადა რვა საგანში ტარდება: ქართული ენა და ლიტერატურა (ქართულენოვანი და არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის), მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, უცხოური ენები (ინგლისური, გერმანული, რუსული) და მოიცავს 3 ეტაპს: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები. დასკვნით ტურში გამარჯვებული 10 მოსწავლე ეროვნული ნაკრების წევრი ხდება და მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადაში იღებს მონაწილეობას. გამარჯვებული მოსწავლეებით დაკომპლექტებული საქართველოს ნაკრები ტრადიციულად, საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც გამარჯვებული ბრუნდება.

ოლიმპიადებში მონაწილე მოსწავლეთა რიცხვი და მათი მომზადების დონე ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ნიჭიერი მოსწავლეების სხვადასხვა ფორმით წახალისებას.

среда, 3 июля 2013 г.

კონფერენცია!


კონფერენცია  თემაზე:,,როგორ  დავეხმაროთ  მცირე საოჯახო  ტიპის                                        
 ბავშვთა  სახლების  აღსაზრდელებს  საზოგადოებასთან  ინტეგრირებაში.“
ჩატარების ადგილი: ქ.თბილისის N 32 საჯარო სკოლა.
ჩატარების თარიღი:  05.07.2013
ხანგრძლივობა:  2 საათი
                               დღის წესრიგი:
16.00 - კონფერენციის გახსნა.
  მომხსენებელი:   ნანა ქაჯაია
                                /N32 საჯარო სკოლის დირექტორი/
16.15 - პროექტის ,,ერთად უკეთესია“ პრეზენტაცია.
მომხსენებელი:მანანა ბურდული  /პროექტის კოორდინატორი/
16.30 - პროექტის პირველი ეტაპის შეჯამება.
             მომხსენებლები: ელენე ბაშალეიშვილი,გიორგი ჯოხაძე,ბაია              
                                            გათაშვილი და სხვები
17.00 - პოლონეთის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების ფონდის წარმომადგენელთა შეფასება
17.15 - ,,საქართველოს კარიტასი“-არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის  შეფასება
17.30. - ,,ბავშვი და გარემო“-არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასება
17.40 - მიმდინარე პროექტების მიმოხილვა.
            მოსწავლეთა დაჯილდოება
18.00 - კონფერენციის დახურვა