გაკვეთილის თემა:
|
,,აღვერიენით
ერსა უცხოსა”-
იოანე
საბანისძის ,,აბოს წამების” მიხედვით
|
სწავლების საფეხური და კლასი:
|
საშუალო
საფეხური-მე-10 კლასი
|
ინტეგრირებული საგნები,
საგნის პედაგოგის სახელი და გვარი
|
ქართული-ლია ჩხაიძე
ისტორია-ნელი
ჭელიძე
|
მოსწავლეთა რაოდენობა და განსაკ.მიდგომებისა და საჭიროების მოსწავლეთა პროფილი
|
22
მოსწ.
განსაკ.-არ
არის
|
გაკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნების მიხედვით):
|
ისტორია:
მოსწავლეები
იმსჯელებენ არაბების შემოსევაზე საქართველოში,ჩვენი ქვეყნის დაპყრობასა
და ქრისტიანობის მოსპობის საშიშროებაზე;დიდი სახელმწიფოების როლსა
და გავლენაზე საქართველოს ისტორიული
განვითარების პროცესზე;შეაფასებენ პიროვნების
როლს საზოგადოებაში.
ქართული:
მოსწავლეები
გაეცნობიან „აბოს წამებას“,ისაუბრებენ ნაწარმოების
ჟანრზე,შეაფასებენ აბოს როლს
საქართველოს ისტორიაში; ამოკრებენ
ტექსტიდან ფაქტობრივ მასალას და ამოიცნობენ ქვეტექსტურ ინფორმაციას. შეძლებენ
ისაუბრონ, თუ რამ დააფიქრათ ნაწარმოების კითხვისას, იმსჯელებენ თხზულებაში
წამოჭრილ პრობლემაზე, განსაზღვრავენ მის მთავარ იდეას, დააკავშირებენ ტექსტში
მოცემულ ინფორმაციას ისტორიულ კონტექსტთან.
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები:
|
ქართული:
X. 7.
მოსწავლე განასხვავებს ტექსტში ფაქტობრივ, კონცეპტუალურ და ქვეტექსტურ ინფორმაციას.
ამოკრებს ქვეტექსტურ ინფორმაციას ( ანუ
ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის
ვითარების, მოვლენათა თანმიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ).
X. 8.
მოსწავლე კითხულობს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს და გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას.
საუბრობს
იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა ნაწარმოებმა;
მსჯელობს
პრობლემაზე, რომელიც დაინახა ნაწარმოებში.
X. 9.
მოსწავლე კითხულობს, აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის მხატვრულ ნაწარმოებს.
განსაზღვრავს
ნაწარმოების ცენრტალურ იდეას / პრობლემატიკას;
ისტორია:
ისტ.X.6. მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს პირველადი და მეორადი წყაროები.
ა) აყალიბებს მისთვის
საინტერესო ეპოქაში არსებულ ფასეულობებს, შეხედულებებსა და
შესაძლებლობებს; აღწერს, თუ როგორ აღიქვამდნენ იმ პერიოდის ადამიანები თავიანთ
ეპოქას;
ბ) ცდილობს
თავიდან აიცილოს წარსული ეპოქის მხოლოდ
დღევანდელი გადასახედიდან შეფასება.
ისტ.X.4. მოსწავლეს
შეუძლია გაანალიზოს და შეაფასოს ისტორიული მოვლენის
განსხვავებული
ინტერპრეტაციები.
|
საკლასო
მენეჯმენტი/
თანმიმდევრობა
,აქტივობა
|
1)
განწყობის შექმნა–მისალმება(2 წ)
2) გონებრივი იერიში:
·
რა ვიცით მე–8 საუკუნის საქართველოს შესახებ?
·
რატომ ექცეოდნენ ქართველები არაბების გავლენის ქვეშ და „შიშითა განილეოდნენ და ირყეოდნენ,ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“?
·
იმსჯელეთ მე–8 საუკუნეში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური,რელიგიური და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
·
როგორ ფიქრობთ ნამდვილად იდგა თუ არა საქართველოს გამუსულმანობის საშიშროება?
·
რა როლი შეასრულა ამ საქმეში აბომ?
3) მოსწავლეებს მომზადებული აქვთ სლაიდშოუ „მამული,ენა,სარწმუნოება“,რომელიც
ეკრანზე გადის გონებრივი იერიშის პარალელურად.
ქართული:
ფრონტალური კითხვები (3 წ)
·
როგორი ჟანრის ნაწარმოებია „აბო თბილელის წამება“?
·
რა იცით ამ ჟანრის შესახებ?
·
რომელი პირითაა ნაწარმოებში თხრობა?
·
ვინ არის მისი ავტორი?რომელ საუკუნეშია დაწერილი?
·
რა საშიშროების წინაშე იდგა ამ დროს ჩვენი
ქვეყანა?
ისტორია–ქართული:ჯგუფში მუშაობა (10 წ.)
მოსწავლეებს ვყოფთ სამ ჯგუფად,თითოეულ მათგანს ეძლევა განსხვავებული დავალება:
1–ლი ჯგუფი:
ისტორიული და ლიტერატურული წყაროების მიხედვით იმსჯელონ აბო ტფილელის შესახებ,შეაფასონ მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე.
მე–2 ჯგუფი:იმსჯელონ საქართველოში ქრისტიანობის მოსპობის მნიშვნელობაზე არაბეთისათვის.
მე–3 ჯგუფი:www.bing.com/maps–ის ან Google
Earth–ის საშუალებით მოაწყონ ვირტუალური მოგზაურობა „მამული და სარწმუნოება“
|
შეფასება:
|
გაკვეთილის ბოლოს მასწავლებლები აფასებენ მოსწავლეებს.(5 წ.)
მაქსიმალური ქულა 10
კრიტერიუმები:
·
მომზადებულია;
საუბრობს ფაქტებზე და
არგუმენტებზე დაყრდნობით;
პერიოდულად იყენებს წინასწარ
მომზადებულ მასალას.
0–1–2
·
აუდიტორიას თავდაჯერებულად მიმართავს;ამყარებს თვალებით კონტაქტს;ხმა და ინტონაცია დამაჯერებელია;წარმოთქმა კარგი.
0–1–=2
·
იყენებს ვიზუალურ მასალას:ფოტოებს,სურათებს და ა.შ.იყენებს ეკრანს,დაფას.
0–1–2
·
პრეზენტაციის დასაწყისი და დაბოლოება ეფექტურია.
0–1–2
·
იცავს დროის ლიმიტს.
0–1–2
|
საგანმანათლებლო რესურსები:
|
1.კ.ხურცილავა „ქართული საზოგადოების აზროვნების ისტორია“
2.საქართველოს ნარკვევების ისტორია ტ.მე–2
3.საქართველოს რუკა/კავკასიის რუკა.
4.სახელმძღვანელო X კლასი (ავტორები: ვ. როდონაია, მ.
გიგინეიშვილი, ლგრიგოლაშვილი; კ. კეკელიძე ქართული
ლიტერატურის ისტორია,
ტ.1; რ.
სირაძე აგიოგრაფია;
ელექტრონული პროგრამული რესურსები:
Openoffice.org.presentation
Open Office.org
windows movie marker
ka.wikipedia.org.
google.com
|
რასაც აქ ვწერ,ეს მატიანეა... მინდა ყველაზე ძვირფასი სახელები გამოვამზეურო, ლამაზი წამები ძვირფას მოგონებად შემოვინახო, უგულობა - სიყვარულად, ტყუილი -სიმართლედ, შური -სიკეთედ, უმადურობა -მადლიერებად ვაქციო, მოვესათუთო და მოვეხმატკბილო სამყაროს უძვირფასეს ქმნილებებს - ადამიანებს!
გაკვეთილის გეგმები
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий