ტესტები

კლასი-მე-12                        საგანი-ქართული                                                             პედაგოგი-ლია ჩხაიძე
დავით კლდიაშვილი-,,სამანიშვილის დედინაცვალი“-40 ქულიანი
ტესტური კითხვები:
1.   რატომ გააგზავნეს 9 წლის დავით კლდიაშვილი რუსეთში და რა შედეგი გამოიღო ამ ამ წ წლებმა?(2)
2.   რა იცით დავით კლდიაშვილის დედულისა და მამულის შესახებ?(2)
3.   რატომ ამბობს მწერალი-,,ბეკინა სამანიშვილი ,რასაკვირველია, ღარიბი აზნაური იყო“,რას ნიშნავს აქ სიტყვა ,,რასაკვირველია“?(1)
4.   რა მხატვრული ფუნქცია აქვს იმერულ კილოზე მოქცეულ ფრაზას-,,ერთობ გადაპრანჭული“?(1)
5.   პლატონს 4 შვილის ყოლა ბედნიერებად მიაჩნია თუ უბედურებად?(დაიმოწმე ტექსტი)-(2)
6.   რისთვის უხდის პლატონი მადლობას ღმერთს?(1)
7.   რომელი პრობლემის გადაწყვეტის საშუალებად მიაჩნიათ ადამიანებს ომი?იმსჯელეთ ამ ადამიანების ფსიქოლოგიაზე(2)
8.   რატომ ცდილობს პლატონი მამის გადარწმუნებას?(ახსენით მიზეზები)(2)
9.   როგორ სადედინაცვლოს ეძებს პლატონი და რატომ?(2)
10.     რატომ ამბობს პლატონი უარს სადედინაცვლოს აღებაზე?(1)
11.     ვითარდება თუ არა ლოგიკურად მოვლენები ნაწარმოებში,პლატონი იმსახურებდა იმას,რაც მოუვიდა?(2)
12.     პლატონი ეყრება მამას.ფაქტობრივად,რას ნიშნავს მის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი?(2)
13.     ვინ არის პლატონი:მხეცი,რომელიც ნიღაბს აფარებდა თავს ,თუ კაცი,რომელიც გაამხეცა გარემოებამ?(დაასაბუთეთ)(2)
14.     რა სიზმარი ნახა პლატონმა და როგორ ახსნა ეს სიზმარი მელანომ?ისაუბრეთ სიზმრის სიმბოლურ-ალეგორიულ დატვირთვაზე(3)
15.     დაახასიათეთ კირილე,ახსენით მისი ცხოვრების არსი და მიზანი(2)
16.     როგორ ახასიათებს კოტე ქვაშავაძეების სახლ-კარს?როგორი ღობე და ჭიშკარი ჰქონდა ბრეგაძეების სახლ-კარს?(გაავლეთ პარალელი სხვა ნაწარმოებთან)(3)
17.     რატომ იფარებენ აზნაურები ნიღაბს,რაში ეხმარება ეს მათ?(1)
18.     ახსენით ფრაზა:,,კუდაბზიკა აზნაურები“ და დაადასტურეთ ტექსტიდან(2)
19.     რა ვერ გაეგო სასამართლოს კარზე მოსიარულე პაწიას,რას ამბობს მისი თვალები?(2)
20.     რა პრობლემა დგას ნაწარმოებში?(1)
21.     რატომ არის ნაწარმოები ტრაგი-კომიკური?(1)

22.     კლდიაშვილი წერს:,,გარემოება აღვიძებს როგორც კარგ მხარეს,ისე ცუდს კაცის ბუნებისას“...-როგორ ფიქრობთ,გარემოებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ადამიანის ბუნების,ხასიათის,ქცევის,ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისას,თუ მისი ნებელობაა ამ ყოველივეს განმაპირობებელი?(დაასაბუთეთ)-(3)

Комментариев нет:

Отправить комментарий