საგამოცდო ტესტი
ქართულ
ენასა და ლიტერატურაში-მე-10 კლასი
1.გაიხსენეთ იაკობ
ხუცესის ,,შუშანიკის წამება”.როდის უთხრა შუშანიკმა ვარსქენს:,,უბადოო,შენღა თავი თვისი არა
შეიწყალე და განსდე ღმრთისაგან,
შენ მემცა შემიწყალეა”?
ა.სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ;
ბ.ციხიდან შემოუთვალა;
გ.კვერთხის სამასჯერ დარტყმის შემდეგ;
დ.პურობისას.
2..გაიხსენეთ იაკობ ხუცესის ,,შუშანიკის
წამება”.ეკლესიაში წასული შუშანიკის
სასახლეში დასაბრუნებლად ვინ გაგზავნა ვარსქენმა ჯოჯიკსა და მის ცოლთან ერთად?
ა.იაკობი;
ბ.ეპისკოპოსი;
გ.ვინმე
სპარსი;
დ.არავინ.
3.გაიხსენეთ
იოვანე საბანისძის ,,აბოს წამება”.რატომ არ ესმის აბოს ამირას სიტყვები?
ა.მისი გონება ზეცასი,ქრისტესთან არის;
ბ.ციხეში
ყოფნის გამო ფიზიკურად დაუძლურებულია;
გ.ამირა
აბოს მოტყუებას ცდილობს;
დ.შორსა
დგას ამირასაგან.
4 .გაიხსენეთ იოვანე საბანისძის ,,აბოს
წამება”.ქართლში შექმნილ რა კონკრეტულ ვითარებაზე მეტყველებს ფრაზა:
,,...აღვერიენით ერსა უცხოსა”?
ა.მძიმე
ეკონომიკურ მდგომარეობაზე;
ბ.მძიმე
სამხედრო მდგომარეობაზე;
გ.დამპყრობის
ზემოქმედების განსაკუთრებულ ხარისხზე;
დ.ეროვნული
ცნობიერების მაღალ ხარისხზე.
5 .გაიხსენეთ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრება ”.რას ნიშნავს მერჩულე?
ა.გვარია;
ბ.მეტსახელია;
გ.საეკლესიო
თანამდებობაა;
დ.გვარიშვილობის
აღმნიშვნელია
6.გაიხსენეთ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის
ცხოვრება ”.წმინდა გრიგოლმა ააშენა დედათა მონასტრები:
ა.ოშკი და
ზარზმა
ბ.მერე და
გუნათლე;
გ.ხანძთა და
შატბერდი;
დ.პარხალი
და ბერეთელთა.
7.გაიხსენეთ შოთა რუსთაველის
,,ვეფხისტყაოსანი”.როგორია ,ტარიელის აზრით, ქაჯეთის ციხის აღების ფრიდონისა და
ავთანდილის გეგმები?
ა.ვაჟკაცური,თუმცა
უპერსპექტივო;
ბ.პერსპექტიული,თუმცა
არავაჟკაცური;
გ.მათივე
ძალისა და გულის შესატყვისი;
დ.უვარგისი.
8.გაიხსენეთ სულხან-საბა ორბელიანის ,,სიბრძნე
სიცრუისა”.რითი ჰგავს ერთმანეთს,ლეონის აზრით,მეფესა და ცეცხლთან ახლოს ყოფნა?
ა.ორივესთან
სიახლოვე ძალიან საშიშია;
ბ.ორივეს
გათბობა შეუძლია;
გ.კაცს,თუ
ახლო ზის ,სიცხე დასწვავს,ხოლო თუ შორს წავა -შესცივდება;
დ.ორივესთან
შეიძლება დაიწვას.
9.გაიხსენეთ დავით გურამიშვილის ,,დავითიანი”.რატომ უწოდა ავტორმა თავის პოეტურ
კრებულს ,,დავითიანი”?
ა.დავით
აღმაშენებელს მიუძღვნა;
ბ.მამამისის
პატივსაცემად;
გ.ბიბლიურ
მეფე დავითს მიბაძა;
დ.არცერთი
პასუხი არ არის სწორი.
10 .გაიხსენეთ დავით გურამიშვილის ,,დავითიანი”.რომელი გორიდან უთვალთვალებდნენ
ლეკები დავითს?
ა.კობის;
ბ.ირტოზის;
გ.ლაშარის;
დ.ზედაზნის.
11.გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის
სახე ბეთანიის ეკლესიაში”.
რას ნიშნავს ,,ცის შემრისხავნი”?
ა.ცა რისხვას
აფრქვევს;
ბ.შემცოდენი;
გ.აღმრიცხველნი;
დ.უბრალონი.
12 .გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ
მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში”. რას ნიშნავს სიტყვა - სახიერება შემდეგ
სტრიქონში: ,,შენს წმინდა სახეს ,მშვენებით სავსეს ,სახიერებით გაბრწყინებულსა”?
ა.ლამაზ
პირისახეს;
ბ.სიკეთეს;
გ.მზის
სინათლეს;
დ.გარდაცვალებას.
13 .გაიხსენეთ გრიგოლ ორბელიანის ლექსი ,,თამარ მეფის
სახე ბეთანიის ეკლესიაში”.რომელია ერთ-ერთი იმ პირობათაგან,რომლითაც საქართველო
წელში უნდა გაიმართოს ,,და დადგეს ერად სხვა ერთა შორის”?
ა.სამშობლო
მიწის სიყვარული;
ბ.შრომისმოყვარეობა;
გ.მეურნეობის
გაუმჯობესება;
დ.ბრძოლა.
14.გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი”.რა
გახდა საბაბი ,,მერანის” დაწერისა?
ა.ქართველთა
გამარჯვება შამილთან ბრძოლაში;
ბ.ილია
ორბელიანის დატყვევება;
გ.წინაპართა
პატივისცემის სურვილი;
დ.,,ქართლის
ცხოვრების” წაკითხვა.
15.გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი
ქართლისა”.ვის მიმართავს ავტორი პოემის შესავალში?
ა.თუშებს;
ბ.კახელებს;
გ.ხევსურებს;
დ.ქართლელებს.
16 .გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი
ქართლისა”.რას ეუბნება ერეკლე მეფე ჯარს,საქართველოს დღეს რა გადაუწყდებაო?
ა.თავისი
მომავალი;
ბ.ბედი და
უბედობა;
გ.წარსული;
დ.არაფერი
17 .გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი
ქართლისა”.სოლომონის აზრით,სჯულის ერთობა რუსეთთან რატომ ,,არარას არგებდა”
საქართველოს?
ა.მათ
განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ იმპერიაზე;
ბ.მათ
სხვადასხვა თვისება ჰქონდათ;
გ.ისინი
ისლამს ექვემდებარებოდნენ;
დ.საქართველო
ბიზანტიის ქვეშევრდომი იყო
18.გაიხსენეთ ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ბედი
ქართლისა”.ჩასვით გამოტოვებული სიტყვა:,,ეხლა კი დროა,სოლომან,რომა..............
ნახოს საქართველომა”.
ა.სინათლე;
ბ.მშვიდობა;
გ.სიხარული;
დ.სიმდიდრე.
19 .გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის
წერილები”.თერგისა და მყინვარის,დღისა და ღამის დაპირისპირებით რა გვიჩვენა ილიამ?
ა.მოძრაობა
და უძრაობა;
ბ.სიკეთე და
გულმოწყალება;
გ.სიმაღლე და
სიმდიდრე;
დ.სიბნელე და
უმეცრება.
20 .გაიხსენეთ ილია ჭავჭავაძის ,,მგზავრის
წერილები”.რომელი ციხის შესახებ ამბობს ილია,რომ ის ,,ხელთუქმნია”?
ა.სამების;
ბ.ანანურის;
გ.გორის;
დ.არშის.
21.პოემა ,,გამზრდელის” მიხედვით რას უწოდებს ავტორი
ჰაჯი-უსუბთან მიმავალ საფარ-ბეგს?
ა.ფიცის
გამტეხს;
ბ.მორდუობის
გამტეხს;
გ.მონანიე
დამნაშავეს;
დ.უხასიათო
კაცს.
22.გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას ,,ალუდა ქეთელაური”.რაზეა
საუბარი შემდეგ სტრიქონში:
,,შენ რომ სხვა მაჰკლა,შენც მოგკლვენ,მკვლელს არ შაარჩენს
გვარია”?
ა.დამნაშავის
დასჯაზე;
ბ.სისხლის
აღებაზე;
გ.სახალხო
სამსჯავროზე;
დ.გვართა
კავშირზე.
23.გაიხსენეთ
დავით კლდიაშვილის ,,სამანიშვილის დედინაცვალი”.რატომ წარმოადგენდა
ბეკინას მიერ ცოლის შერთვა პლატონის დაღუპვას?
ა.სოფელში
დასცინებდნენ;
ბ.ბეკინას
შვილი რომ ჰყოლოდა,პლატონის სამემკვიდრეო ქონება გაიყოფოდა;
გ.პლატონის
შვილება ბეკინას ყურადღება მოაკლდებოდა;
დ.ორი
დიასახლისი ერთმანეთს ვერ შეეწყობოდნენ.
24. გაიხსენეთ კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა”
.ვის შეიძლება განასახიერებდეს ,ფარსმან სპარსის მინიშნებით,არსაკიძის ნახატში
თაფლისფერთვალებიანი დათვი?
ა.ბოდოკიას;
ბ.მეფე
გიორგის;
გ.ახალ
ეზოსმოძღვარს;
დ.გირშელს.
25. გაიხსენეთ კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის
მარჯვენა”.მდაბიურად გადაცმული მეფე გიორგი რა სახელს ირქმევდა?
ა.გაბო
ტარიჭისზეს;
ბ.გლახუნა
იმედაძეს;
გ.გლახუნა
ავსაჯანისძეს;
დ.იმედა
ავსაჯანისძეს.
26. გაიხსენეთ კ.გამსახურდიას ,,დიდოსტატის
მარჯვენა”.ვის სასახლეში ცხოვრობდა კონსტანტინე არსაკიძე?
ა.თორღვასეულ
სასახლესი;
ბ.რატისეულ
სასახლეში;
გ.ლევანისეულ
სასახლეში;
დ.მეფის
სასახლეში.
27..გაიხსენეთ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს
ხიზნები”.ვის ადარებს მწერალი ჯაყოს?
ა.გაცოფებულ
ხარს;
ბ.ქალაქში შემოვარდნილ
დათვს;
გ.აყმუვლებულ
მგელს;
დ.ლაგამმოშვებულ
ულაყს.
28 .გაიხსენეთ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს
ხიზნები”.ვინ ვის ეუბნება: ,,ჩვენივე ნასახლარში ჩვენივე ნამოჯამაგირევს უნდა
შევეკედლოთ და ჯაყოს სამადლოდ უნდა გავიხადოთ თავი”?
ა.თეიმურაზი-მარგოს;
ბ.თეიმურაზი-ივანეს;
გ.მარგო-თეიმურაზს;
29.გაიხსენეთ
ილია ჭავჭავაძის ,,კაცია ადამიანი?!“ რაზე ამბობს ილია :,,სარკე
მოგიტანე,მკითხველო.ამაზე როგორ უნდა გამიწყრე?“
ა.თავის
ნაწარმოებზე
ბ.ნამდვილ
სარკეზე
გ.ჭის წყალზე
დ.არაფერზე
30.გაიხსენეთ ტიციან ტაბიძის ლექსი ,,მეწყერი“.რას
უწოდებს პოეტი ლექსს?
ა.მუზას
ბ.მეწყერს
გ.ნიჭს
დ.არაფერს
31. სად არის დარღვეული რიცხვითი სახელის მართლწერა?
ა) მე-60;
ბ) 21-ე; გ) მე-80-ე; დ) 106-ე.
32. ჩამოთვლილ ფორმათაგან რომელია სწორი?
ა. ჩხვლეტს;
ბ. გრიხავს; გ. წმინდავს; დ. ჟლიტავს.
33. რომელი არაა სინონიმი დასახელებულ წყვილებში?
ა) ქვევრი - ჭური; ბ) ღვინო - არაყი;
გ) არქიტექტორი - ხუროთმოძღვარი; დ) ჩიბუხი - ყალიონი.
34. რას ნიშნავს სიტყვათა მყარი შეხამება ფეხს ითრევს?
ა) რცხვენია; ბ) ეხალისება; გ) ეზარება; დ) ეშინია.
35. რომელია სწორი ფორმა?
ა) ავათ; ბ) ქვემოთ; გ) წინად; დ) ალბად.
36. რომელია სწორი ფორმა
ა) ბღავიხარ; ბ) კნავი; გ) ტირიხარ; დ) ვჩივივარ.
37. რომელია ზმნის სწორი ფორმა
ა) გვაღშფოთებს; ბ) ანცალკევებს; გ) ავღნიშნე;
დ) განასხვავებს.
38. რომელია მცდარი ფორმა?
ა) ამბავის; ბ) მღვდლის; გ) ფანჯრის; დ) სვეტიცხოვლის.
39. სად არის დარღვეული რიცხვითი სახელის მართლწერა?
ა)1–ლი; ბ) 20–ე
გ) მე–60 დ) 105
40. რას ნიშნავს სიტყვათა მყარი შეხამება: ,,ლაფში ამოსვარა“
ა)ტალახით მოსვარა
ბ)შეარცხვინა გ)გაალამაზა დ) არცერთი არ
არის სწორი
საგანი-ქართული
კლასი-მე-5
პედაგოგი-ლია ჩხაიძე
შემაჯამებელი N
1
იაკობ გოგებაშვილი:,,იავნანამ რა ჰქმნა?!“-20 ქულიანი
ტესტური კითხვები:
1.
რომელი მხარე არის ,,სამშობლო ღვინისა“?(1)
2.
რა
არის ის ლაპლაპა ზოლი,რომელიც კახეთს 2 ნაწილად ყოფს?(1)
3.
როდის
გაფუჭდა ურთიერთობა ქართველებსა და ლეკებს შორის?(1)
4.
სად
ჩანს,რომ მაგდანი მართლაც იყო ,,ოქრო გულის პატრონი“?(1)
5.
რას
ნიშნავს ,,ბაჯაჯგუნა“?(1)
6.
როგორ
გადაწყვიტეს ლეკებმა გამდიდრება?სწორი გადაწყვეტილება მიიღეს მათ გასამდიდრებლად?(2)
7.
რა
რჩევას მისცემდით თქვენ ლეკებს?(1)
8.
როგორ
ახასიათებს პატარა ქეთოს ავტორი?(1)
9.
როგორი
ოჯახი ჰქონდათ ქართველაძეებს?როგორ ცხოვრობდნენ ისინი?(2)
10.
როგორი
ადამიანები აღმოჩნდნენ ნაიბი და მისი ცოლი?(დაასაბუთეთ)(2)
11.
რატომ
გადაწყვიტა ზურაბმა ქეთოს მოტაცება?მოუწონეთ მას ეს საქციელი?(2)
12.
როგორ
ხდება ქეთოს გონებაში საქართველოსა და მშობლების დავიწყება?(2)
13.
როგორ
იხსენებს ქეთო წარსულს?(1)
14.
იმსჯელეთ,რა
ძალა აქვს იავნანას,რა შეძლო მაგდანის ჯადოსნურმა ხმამ(2)
შეფასების სქემა
კომპონენტი
|
ქულა
|
ტესტი ღია დაბოლოებით
|
2 ქულა
|
ტესტი დახურული
დაბოლოებით
|
1 ქულა
|
Комментариев нет:
Отправить комментарий