понедельник, 11 февраля 2019 г.

გაკვეთილის გეგმა


                   

ლია ჩხაიძე -სსიპ ქ.თბილისის N 32 საჯარო სკოლა

გაკვეთილის თემა
  აჟა-ფშაველას სულიერი პორტრეტის ჩამოყალიბება
(მეუღლის -თამარ რაზიკაშვილის ნაამბობის მიხედვით)
სწავლების საფეხური .კლასი          
საბაზო საფეხური. მე-9 კლასი
საგანი და მასწავლებელი     
ქართული ენა და ლიტერატურა - ლია ჩხაიძე
მოსწავლეთა პროფილი
30  მოსწავლე .
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ამ გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას მეუღლის-თამარ რაზიკაშვილის მოგონებას; ჩაუღრმავდებიან მწერლის ცხოვრებისეულ დეტალებს და ჩამოაყალიბებენ მის სულიერ პორტრეტს; ახსნიან, როგორ ყალიბდება ადამიანი პიროვნებად.
გაკვეთილის მიზნები
ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. IX. 8. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
შედეგები და ინდიკატორები.
·         ქართ. IX. 6.  აკვირდება, ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის/პერსონაჟების დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ;
·         ქართ. IX. 6. უკავშირებს წაკითხულ ტექსტში გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მხატვრულ და სამეცნიერო-დოკუმენტურ ფილმებს, სპექტაკლებს და სხვ.
·         ქართ. IX. 8. ვრცელი ტექსტის კითხვისას ხელახლა გადაავლებს თვალს ამა თუ იმ ადგილს, აკეთებს ჩანაწერებს, გამოყოფს მნიშვნელოვან თვალსაზრისებს, ჩამოწერს კითხვებს ტექსტის უკეთ გასაგებად;
·         ქართ. IX. 8. იყენებს სქემებს, დიაგრამებს, ცნებების განმარტებებს, აზრობრივ რუკებს ან სხვა საშუალებებს მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად;
·         ქართ. IX.11. სხვადასხვა აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის ტიპს (ლიტერატურული ნარკვევი, მიმართვა, წერილი, რეკომენდაცია, ვებგვერდის სტატია, ესეი და ა.შ.), რათა უპასუხოს მათ მოთხოვნებს და ინტერესებს; 
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან მწერლის ბიოგრაფია და ნაწილობრივ იცნობენ მის შემოქმედებას.ფლობენ ჯგუფში მუშაობის წესებს.ეშეუძლიათ წაკითხულის გააზრება და საკუთარი თვალსაზრისის ჩამოყალიბება მოცემულ საკითხზე.
შეფასების საგანი და
პროცედურები
·         ტექსტზე მუშაობის,გააზრებისა და მსჯელობის უნარი;
·         წერის სტრატეგიების უნარის ფლობა.
·         პირადი შეხედულებების მკაფიოდ და გასაგებად  ჩამოყალიბება.
·         საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა;
·         თანამშრომლობა
სასწავლო მასალა და  ტექნიკური რესურსები.
·         სახელმძღვანელო-ქართული ენა და ლიტერატურა:ნანა ღონღაძე,ნათელა მაღლაკელიძე.
·         დაფა,  ცარცი, ფურცლები,ფორმატი,მოსწავლეთა მიერ შექმნილი პოსტერები,კომპიუტერი, პროექტორი.
გაკვეთილის მსვლელობა,დრო,ორგანიზება
 საორგანიზაციო საკითხები -2წთ
·         მასწავლებელი ესალმება კლასს,აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს.
·         აცნობს გაკვეთილის მიზნებს,თუ რა მეთოდებს და რესურსებს გამიყენებს მიზნის მისაღწევად
·         რა შედეგს ელის გაკვეთილის ბოლოს
·         აცნობს შეფასების ფორმებს
·         კიდევ ერთხელ შეახსენებს შეფასების რუბრიკებს.


აქტივობაN 1
მიზანი
ორგანიზების ფორმა
რესურსი
შეფასება
დრო
            გონებრივი იერიში.

რა ვიცით ვაჟა-ფშაველას შესახებ?





წინარე ცოდნის გააქტიურება
მუშაობა მთელ კლასთან
აზრობრივი რუკა-კოგნიტური დიაგრამა.
პროექტორი,
კომპიუტერი.
განმავითარებელი
2 წთ.





აქტივობა N 2.
მიზანი
ორგანიზების ფორმა
რესურსი
  შეფასება                    
დრო
ტექსტზე მუშაობა
კომენტირებული კითხვა
ჯგუფური
თამარ რაზიკაშვილის ნაამბობი
ფოკუსირებული დაკვირვება
5 წთ

აქტივობა N 3.
მიზანი
ორგანიზების ფორმა
რესურსი
  შეფასება                    
დრო
წერითი სამუშაო
ვაჟას სულიერი პორტრეტის ჩამოყალიბება
ჯგუფური

განმს.
განმავ.
3 წთ.
აქტივობა N 4.


მიზანი
ორგანიზების ფორმა
რესურსი
  შეფასება  
დრო
,,იას უთხარიოთ ტურფასა“-ლექსის მოსმენა აუდიო -ვიდეო ჩანაწერი
ვაჟას სულიერი მდგომარეობის ჩვენება,მოსწავლეების მიერ ამ დამოკიდებულების ახსნა და გააზრება
მთელ კლასთან
კომპიუტერი
პროექტორი
          განმ.       
5წთ.
საშინაო დავალება
არის თუ არა ვაჟა კაი ყმა?-თხზულება


среда, 16 января 2019 г.

ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზი და შეფასებ


სიუჟეტი:
1. ვინ არის ნაწარმოების გმირი (გმირები)? როგორ არის ნაწარმოებში მოცემული კონფლიქტების არსი? როგორია ეს კონფლიქტები? - მატერიალური, ინტელექტუალური, მორალური, თუ ემოციური? ადვილად იმიჯნება თუ არა თხზულებაში ერთმანეთისგან სიკეთე და ბოროტება?
2. აქვს თუ არა ნაწარმოებს მთლიანი სიუჟეტი? სიუჟეტის განვითარებისათვის ყველა ეპიზოდი მნიშვნელოვანია თუ არა; იქნებ ზოგიერთი მათგანი არ უკავშირდება მთავარ ხაზს? როგორი დასასრული აქვს ნაწარმოებს? - კეთილი ცუდი თუ გაურკვეველი? როგორ დასრულდა აღწერილი მოვლენები?
3. რა მნიშვნელობა ენიჭება შემთხვევითობას სიუჟეტში? შემთხვევა ართულებს თუ ჭრის პრობლემას? რამდენად რეალურია აღწერილი მოვლენა?
4. როგორ ხერხდება სიუჟეტისადმი ინტერესის გაღვიძება? ინტრიგით (რა მოხდება შემდეგ?), თუ მწერალი სხვა რამით ახერხებს მკითხველის დაინტერესებას? არის თუ არა სიუჟეტში მოცემული დილემა? დაფარული აზრი?
5. გვაქვს თუ არა სიუჟეტში მოულოდნელი გადახვევები და რამდენად ბუნებრივადაა ისინი ჩართული სიუჟეტში?
მოქმედი პირები:
1. რა საშუალებით გვიხსნის ავტორი გმირების ხასიათს? მკაფიოდ იხატება თუ არა თხზულებაში მოქმედ პირთა ხასიათი? როგორ იყენებს ავტორი დაპირისპირებას მოქმედი პირების დასახასიათებლად?
2. არიან თუ არა პერსონაჟები თანმიმდევრულნი თავიანთ ქმედებაში? შეესაბამება თუ არა მათი მოქმედება სინამდვილეს?
3. ვითარდება თუ არა მოქმედ პირთა ხასიათი თხრობის პროცესში? თუ ვითარდება, როგორ? შესამჩნევია თუ არა ცვლილებები? რამდენად შეესაბამება ეს ცვლილებები სინამდვილეს?
ნაწარმოების იდეა:
1. აქვს თუ არა ნაწარმოებს იდეა? პირდაპირ არის იგი მოცემული, თუ შეფარვით?
2. ემთხვევა თუ არა ნაწარმოებში გატარებული აზრი საზოგადოებაში მიღებულ შეხედულებებს? ნაწარმოების იდეა ნოვატორულია, თუ აღრმავებს ტრადიციულ შეხედულებებს ცხოვრებაზე?
ავტორის პოზიცია:
1. როგორია ავტორის პოზიცია ნაწარმოებში აღწერილი ამბის მიმართ? იცვლება თუ არა ავტორის პოზიცია თხრობის პროცესში და თუ იცვლება, რის საფუძველზე?
2. რა ხერხებით, რა მხატვრული საშუალებებითაა გადმოცემული ნაწარმოებში ავტორის პოზიცია?
3. ემთხვევა თუ არა ერთმანეთს ავტორისა და რომელიმე პერსონაჟის შეხედულება?
მხატვრული ხერხები - შედარებამეტაფორასიმბოლოირონია და ..
1. იყენებს თუ არა ავტორი მხატვრულ ხერხებს, ტროპებს და თუ იყენებს, გვეხმარება თუ არა ეს თხზულების უკეთ გაგებაში, თუ ორაზროვნებას სძენს ნაწარმოებს?
2. აღწეილია თუ არა ნაწარმოებში იუმორისტული, ტრაგი-კომიკური სიტუაციები? იყენებს თუ არა ავტორი სიტყვათა თამაშს? რა ფუნქცია აკისრია იუმორს?
თხრობის ემოციური მხარე
1. ავტორი უშუალოდ ზემოქმედებს მკითხველის ემოციებზე, თუ ნაწარმოებში მოთხრობილი ამბავი იწვევს მკითხველში ემოციურ განწყობას?
2. არის თუ არა ნაწარმოებში მოცემული თვით ავტორის განცდები, ემოციები და თუ არის, რა საშუალებებით გადმოიცემა ეს? როგორია ავტორის დამოკიდებულება თხზულებაში აღწერილი ამბების მიმართ, რამდენად არგუმენტირებულია მისი ემოციები მოცემულ სიუჟეტში? ზედმეტად სენტიმენტალური ხომ არ არის?
ფანტასტიკური ელემენტები ნაწარმოებში:
1. იყენებს თუ არა ავტორი ფანტასტიკურ ელემენტებს? თუ იყენებს, როგორ?
2. რა აზრობრივი დატვირთვა აქვს ნაწარმოებში ჩართულ ფანტასტიკურ დეტალებს?
ზოგადი შეკითხვები:
1. რა არის ყველაზე მნიშვნეოვანი ნაწარმოებში? სიუჟეტი, მოქმედ პირთა ხასიათი, იდეური შინაარსი, თუ სხვა რამ?
2. რა როლს თამაშობს გარემო, რომელშიც ნაწარმოებში აღწერილი მოვლენები ვითარდება?
3. როგორ შეიძლება დავახასიათოთ ავტორის სტილი? შეესაბამება თუ არა სტილი ნაწარმოებში აღწერილ მოვლენებს?
4. როგორ იხსნება ნაწარმოებში სათაურის აზრი?
5. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ნაწარმოებში ყველა და ყველაფერი ხელს უწყობს მთავარი აზრის გადმოცემას? არის თუ არა ისეთი დეტალები და ეპიზოდები, რომლებიც შეიძლება ზედმეტად მოგვეჩვენოს და ნაწარმოების აღქმაში შეგვიშალოს ხელი?
6. როგორ გგონიათ, რა მიზანს ისახავს ავტორი? მიაღწია თუ არა მან მიზანს?
7. გვთავაზობს თუ არა ავტორი თხზულებაში მოცემული კონფლიქტის გამოსავალს, თუ მხოლოდ მოვლენებს აღწერს?
8. როგორ გგონიათ, შეგეცვლებათ თუ არა შეხედულება ნაწარმოებზე მისი ხელმეორედ წაკითხვისას? (უფრო მეტად მოგეწონებათ, თუ ნაკლებად).

среда, 7 ноября 2018 г.

четверг, 12 июля 2018 г.