пятница, 9 апреля 2021 г.

 

ლია ჩხაიძე

ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი.

სსიპ ქ. თბილისის N 32 საჯარო სკოლა.

 

კითხვები:

1. როგორ ფიქრობთ რა არის მთავარი მასწავლებლის და მოსწავლის ურთიერთობაში?

2. რომ არა მასწავლებელი რომელ ფროფესიაში ხედავთ თქვენ თავს

3. რა გძნობა გეუფლებათ როდესაც ამდენ ბავშვთან ურთოერთობთ?

4. გაიხსენეთ პირველი დღე მასწვლებლობის?

5. თქვენი აზრით იქნებით ინსპირაცია თქვენი მოსწავლეების რომ გახდნენ მასწავლებელი 6. და ბოლოს მიმართეთ თქვენს მოსწავლეებს

პასუხები:

1.საერთოდ, ურთიერთობაში გაგებაა მთავარი...ამ მხრივ არც  მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაა გამონაკლისი.აქ უფრო მეტადაა საჭირო  გაგება  და პატივისცემა...

2.ახლა მასწავლებლობის გარდა სხვა სფერო ვერ წარმომიდგენია.ბავშვობაში ხან მსახიობობაზე ვოცნებობდი, ხანაც -ჟურნალისტობაზე. მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ამ როლებსაც მშვენივრად ვირგებ.არ მიყვარს ერთფეროვნება და გაკვეთილზეც მშვენივრად ვასახიერებ სხვადასხვა როლს....ხან ჟურნალისტის ამპლუაშიც ვევლინები ბავშვებს.მთავარია, მათ გულებთან მისასვლელი გზა ვიპოვო,ცოდნის შეძენასთან ერთად ადამიანური ღირებულებებით გავუმდიდრო სული.

3.მოსწავლეებთან ურთიერთობა მაგრძნობინებს, რომ ერის მომავალს ვძერწავ და ეს საპატიო მოვალეობაა.დიდია პასუხისმგებლობა, მაგრამ სიამოვნებაც უსაზღვროა.რა თქმა უნდა, თუ შენი საქმე გიყვარს, ყველაფერი კარგად გამოგდის.გავიწყდება დაღლაც, წყენაც, დარდიც ...და, რაც ყველაზე მთავარია, ბავშვობაში ბრუნდები, მათი სიხარულით სიხარულობ, მათი ოცნებებით მოგზაურობ, მათ სევდა-დარდზე ნაღვლობ და ახალ ადამიანად იბადები.

4.ეს იყო დიდი ხნის წინათ....1999 წელი....სექტემბრის პირველი დღე...ვაკანსია გამოჩნდა  და...აღმოვჩნდი ჩვენს სკოლაში.დირექტორი თემურ კიკნაძე იყო-არაჩვეულებრივი ადამიანი.მიმიღეს და შემიყვარეს.ვიტყვი, რომ გამიმართლა.პროფესიონალების გუნდი და მათთან თანამშრომლობა უფლის საჩუქარია.პირველი მოსწავლეებიც კარგად მახსოვს.ბევრს ვმუშაობდი საკუთარ თავზე , არ ვღალატობდი მათ...ახლა მათი შვილები ჩვენი მოსწავლეები არიან...დრო გადის....

5.ეს მოსწავლეებს უნდა ჰკითხოთ.არ ვიცი. ერთი ვიცი, რომ პატივს მცემენ და დიდი სიყვარულს მჩუქნიან...მათი ღიმილი და გულის სითბო მაძლიერებს.

6.                ჩემს მოსწავლეებს!

ჩემი სულის მტრედები ხართ,
მე ჩემს გულში აგიშენეთ ბუდე...
ამ ბუდეში დაგფოფინებთ,
შემოგავლეთ ირგვლივ ფიქრის ზღუდე....
თავს გევლებით,გაფრთიანებთ,
მინდა მალე თავად შეძლოთ ფრენა....
მინდა იყოთ ლაღები და ჯანსაღები,
მინდა მამულს მოუტანოთ ლხენა....
ჩემი სულის მერცხლები ხართ,
მაიმედებთ და მახარებთ როგორ!
ყველა ერთი მთლიანი ხართ,
ვისაც გიცნობთ-ბიჭი ხარ თუ გოგო!
რამდენიც ხართ,იმდენგვარი ხასიათი,
იმდენგვარი უნარი და ნიჭი
უნდა ნათლად დავინახო და შევიცნო,
არ გამომრჩეს სულ მცირედი ბიძგი...
...
და უნებურ ფიქრი სადღაც მიმაქანებს,
ღამითაც კი არ მშორდება დარდი..
ვფიქრობ,იქნებ მასაც რამე გაუჭირდა,
თქმა უნდოდა და გვერდით არ ვყავდი....
დედის გულის რუდუნებით ვხვდები უმალ,
რა გინდოდათ,რატომ გსურდათ,როგორ?!
ყველა მართლა ჩემი სულის ნაწილი ხართ,
ყველა!
ყველა!
ბიჭი ხარ თუ გოგო!

ბერიკაობა-არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

 

       



ერთად მოვინახულეთ ეს ადგილი მე და ჩემმა მოსწავლეებმა.

ყეენობა
და ბერიკაობა ისეთი ქართული ტრადიციაა, რომელიც ყოველთვის ერთად მოიხსენება. ყეენობა ბერიკაობის საფუძველზე ჩამოყალიბებული დღესასწაულია. ისინი განაყოფიერების და მიწათმოქმედების კულტის სადიდებლად იმართებოდა. თუმცა, ბერიკაობა ხალხური სანახაობიდან დროთა განმავლობაში ნიღბების საიმპროვიზაციო თეატრად ჩამოყალიბდა, რომელშიც ბერიკები დგამდნენ სპექტაკლებს თაობიდან თაობისთვის გადმოცემულ სიუჟეტზე დაყრდნობით.


ბერიკაობა გაზაფხულის დამდეგს იწყებოდა და მისი ხანგრძლივობა ყველიერის კვირას უკავშირდებოდა. მასში 40-დან 100-მდე ბერიკა მონაწილეობდა, მონაწილეები, მხოლოდ კაცები იყვნენ და ქალის როლსაც, ქალად გადაცმული მამაკაცი ასრულებდა.


ცხვრის, თხის და ხარის ტყავებში გამოწყობილი ბერიკები ნიღბებად ცხოველების რქებს, ფრინველების ფრთებს, ნახშირს, სიმინდს, გოგრას და სხვადასხვა პროდუქტებს იყენებდნენ. ბერიკების ტრადიციული ნიღბები - მეფის, კეკელას, მაჭანკალის, გლეხის, თავადის, ექიმის, მოსამართლის, თათრის, ასევე თხის, ტახის, დათვის და სხვა ცხოველების ნიღბები იყო. მთავარი ბერიკა, რომელსაც თამადას უწოდებდნენ წელზე ქამარს ატარებდა. ქამარი ძვლის ან ხის ფალოსით იყო გაფორმებული, თუმცა განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონდა.







 


 

ვიმეტყველოთ ლიტერატურული ქართულით!







 

საქართველოს მატიანე

 

უცნაური სახელი აქვს-ყეენის მთა.არავინ იცის ,რატომ ეწოდა ეს სახელი..........ამბობენ,აქ ხალხური დღესასწაული -ყეენობა იმართებოდაო...ახლა კი მშვენიერი მუზეუმია ღია ცის ქვეშ,ავტორი ზურაბ წერეთელია,მონუმენტს ,,საქართველოს მატიანე " ჰქვია....საოცრებააა...ამაყად დგას სვეტებად ამართული ფრესკები,ისტორიის ფურცლები,გადაჰყურებენ თბილისის ზღვას და დრო ემატება წელთა აღრიცხვას..........არ ბერდება ისტორია.არ ძველდება დრო.........არ ხუნდება ძეგლი-წარსულის დიდება.........


ყეენის მთა

უცნაური სახელი აქვს-ყეენის მთა.არავინ იცის ,რატომ ეწოდა ეს სახელი..........ამბობენ,აქ ხალხური დღესასწაული -ყეენობა იმართებოდაო...ახლა კი მშვენიერი მუზეუმია ღია ცის ქვეშ,ავტორი ზურაბ წერეთელია,მონუმენტს ,,საქართველოს მატიანე " ჰქვია....საოცრებააა...ამაყად დგას სვეტებად ამართული ფრესკები,ისტორიის ფურცლები,გადაჰყურებენ თბილისის ზღვას და დრო ემატება წელთა აღრიცხვას..........არ ბერდება ისტორია.არ ძველდება დრო.........არ ხუნდება ძეგლი-წარსულის დიდება.........

 



 

пятница, 24 апреля 2020 г.

არგუმენტირებული ესე №9

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს,რომ ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს დრომოჭმული სტერეოტიპების ერთგულება