суббота, 7 ноября 2009 г.

სკოლა-ჩემი მეორე ოჯახი..........




ტაძარი,სადაც სულები ანთია სანთლად!
გთხოვთ,ნუ ჩააქრობთ ამ სანთლებს!






ჩემი ყოველდღიურობა-სიხარულით,
განცდით,ბედნიერებით,ნერვიულობით,
ფიქრითა და ემოციებით სავსე სამყარო.....






















აქ ყოფნა მიხარია....
აქ სულიერად ვისვენებ...
მე ჩემი კოლეგების გვერდით ვხარობ...
მე ჩემი მოსწავლეები მიყვარს...
მე მათ ვჭირდები...
მე მათი ბავშვურობა მაახალგაზრდავებს...
მამყობეთ ჩემი სულის ყვავილებთან!!!!!!!!!!!!!!!!1

რაღაც მიხარია............


-მე მიხარია!შენ?
-მეც მიხარია....
-შენ რა გიხარია?
-ის,რომ შენ გიხარია!
-ღმერთმა გაგახაროს!

ცხოვრება ბრძოლაა...


,,ცხოვრება ბრძოლაა ჩვენი არსებობისათვის,ხანმოკლე მანძილიანი...”

ვებრძოლოთ ცხოვრებას,და -არა ერთმანეთს!

четверг, 5 ноября 2009 г.

ვენეცია-ზღვაში ჩაძირული ქალაქი

2008 წლის  აგვისტო გერმანიაში გავატარე ქმარ-შვილთან ერთად.საქართველოში მანქანით წამოვედით....გავჩერდით იტალიაში.მანქანა ბორანზე დავაყენეთ და ჩვენ ვენეციის დათვალიერებას  შევუდექით.....



იტალიის ერთი ლამაზი ქალაქი


როგორ გადახრილია კოშკი!-ეს მაუწყებელია იმისა,როგორ შეიძლება ჩაიძიროს ქალაქი 

თანდათან....



გადახრილი კოშკი.



ხიდები ქალაქში



საზღვაო ტაქსები...





ვენეციიდან გემით გამოვედით და ვიღებდით სურატებსა და ვიდეოს....
ვუახლოვდებით ალპებს...


ცოლ-ქმარი გემზე...




როგორ ნებივრობენ...



თამუნა სან-მარკოს მოედანზე...


ვენეციური ფარნის ქვეშ გამხელილი სიყვარული...


მამა-შვილი გაჰყურებს სივრცეს...



გემიდან გავყურებ სხვა გემს...
გემები მიდიან და მოდიან...
ქალაქი კი წყალში იძირება....რა დასანანია!


ვენეცია-სილამაზისა და მშვენიერების სამყარო...








ეს არის ცნობილი სან-მარკოს მოედანი...თავადების(დოჟების)სასახლე....ათასობით ტურისტი იყრის აქ თავს...საოცარია....


რა გაცინებს,თამუნია?!



მე და თამუნია ვენეციის სილურჯეში....

კარგი იყო ვენეცია....არ მინდოდა წამოსვლა...მაგრამ?!
ასეთი ლამაზი იყო ჩემთვის 2008 წლის ზაფხული...

ჩემი სულის ნავთსაყუდელი..................













ჩემი ლამაზი გოგო,
ჩემი ნანატრი ნინი...........

ჩემი ქალური პოეზია..............


ღამით მივდიოდი ქუჩა-ქუჩა,
უცებ ზურგში წვიმა მომეწია.....
მაინც არ დავსველდი,დამეხმარა
ჩემი ქალური პოეზია.......
დარდმა დამიჩეხა სილამაზე,
სევდამ ხელისგულზე გაათია,
აქაც დამეხმარა უსათუოდ
ჩემი ქალური პოეზია..........
როცა ვიდექ გზების გასაყართან,
ნეტავ სიმართლის გზა რომელია?
გვერდში ამომიდგა მოძმესავით
ჩემი ქალური პოეზია............
ნეტავ,რა დარჩებათ სამახსოვროდ
შვილებს,იქნებ რამე მოეძიათ?!
მათაც გაუნათებთ ცხოვრების გზებს
ჩემი ქალური პოეზია.........

12.06.1994.
ლიკა

უსიყვარულოდ


სურათზე ვართ მე და ჩემი მეუღლე.


,,უსიყვარულოდ რა იქნებოდა ჩვენი სიცოცხლე,
უსიყვარულოდ რა იქნებოდა ჩვენი ოცნება,
უსიყვარულოდ ახლაც არ მსურს შენზე ვიფიქრო,
უსიყვარულოდ არსებობა უმალ მორჩება...
უსიყვარულოდ ჩამოღვენთავს სულში სანთლები,
დაათოვდება გადაპენტილ ტყემლის ყვავილებს,
უსიყვარულოდ გაფრინდება ეს სილამაზე
და რეალობა გულში მწარედ აგვაქვითინებს...
უსიყვარულოდ შევიშლები გიჟი მარტივით,
უსიყვარულოდ ჩამოვძენძავ გულში აპრილებს...
უსიყვარულოდ არ ვიცოცხლებ არცერთი წამი...
მე შენთან ერთად სიყვარულით ყოფნას ვაპირებ...

ლია ჩხაიძე
26.05.2007.

понедельник, 2 ноября 2009 г.

ჩემი გურია,ჩემი გულია..........

გურიის სილამაზეა სოფელი აცანა....

მას ოთხივე მხრიდან მთები აკრავს....

,,სასირეს მხრიდან ჩაუხტება აცანას ქარი

და ჩაუქროლებს აცანურას,დევების ბუდეს”

-ასე ეფერება მშობლიურ სოფელს პოეტი ავთანდილ ჩხაიძე.





ეს ჩემი სოფლის მთებია....



ცეცხლწაკიდებულს წააგავს მთები....

შეჰყურებ,ტკბები...

იგონებ,ტკბები....




ქვევით ლანჩხუთი  მშვიდად უცქერს ცისფერ ჰორიზონტს...



ჩახუტებიან ერთმანეთს მთები...

ასეთი სიყვარული იცინ აქ....






ეს არის სკოლა,არა -ძველი,არამედ -ახალი....2009 წელს აგებული....

ცოდნის ტაძარს სოფლისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს....

აქ უნდა აღიზარდონ ღირსეული ახალგაზრდები,ერის შვილები....



ღვთის სახლი დიდი სიწმინდეა სოფლისათვის   ....

ტელმანში ჩხაიძეების მიერ აგებული  ტაძარი ელის მლოცველს.....

აქ დაბრძანდება საგვარეულო ხატი,რომელიც სრულიად საართველოს  კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  მეორემ გადასცა ჩხაიძეთა საგვარეულოს...ეს მოხდა გვარის კურთხევის ცერემონიალზე....2009 წლის აპრილში....



ტაძარს საოცარი ხიბლი აქვს....





უფლის წყალობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს!




,,მოჰმადლე ქართველს  ქართვლის ნდობა და სიყვარული

და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული....”






კილისძირის ტყე....





გურული ნალია.....


            შემოდგომის სუნია,ოქროსფერი ამინდი....










    შემოდგომის ბარაქა....

ნალია სავსეა....

ხვავრიელია სოფელი...

,,სოფელი ღონიერია ,თუ კაცი გონიერია...”




   სოფლის შუაგულში აზიდული სილამაზე და რწმენა იმისა,

რომ     არ   დაირღვევა  სამი  რამ ამქვეყნად:

,,ენა,მამული,სარწმუნოება”.





აცანაში აგებული ტაძრები....





ეს ტელმანის ეკლესიაა,ძმები ჩხაიძეების მიერ აგებული


საუცხოოა!
ძველებური კოლორიტი...



შეხვედრა წარსულთან...





ა ც ა ნ ა -ჩემი სოფელი...

ახლად ნაგები ტაძრები....

ქვევრები...

ჩემს სოფელში ნაკეთი  ქვევრები...

ნუთუ ყველაფერი წარსულის საკუთრებად უნდა იქცეს?!

,,მაგრამ თუ ერთხელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს,

მაშინ ვიღამ სთქვას ჩვენი საქმე,ვინ სადღა იყოს?!”