вторник, 18 января 2011 г.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში კლასების გაყოფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საქართველოს საჯარო სკოლებს აქვთ უფლება მოახდინონ კლასის გაყოფა და ახალი კლასის შექმნა იმ შემთხვევაში თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 35 მოსწავლეს.

აგრეთვე ქართულის და უცხო ენების შესწავლის პროცესში სკოლას აქვს უფლება ამ დისციპლინების შესწავლის დროს მოახდინოს კლასის გაყოფა, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25 ბავშვს და სკოლას გააჩნია შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ზემოთაღნიშნული მოქმედებები მიეკუთვნება საჯარო სკოლის კომპეტენციას და სკოლის ადმინისტრაცია არის უფლებამოსილი თავად გადაწყვიტოს მსგავსი საკითხები.

ნათლისღების დღეს გილოცავთ!

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში


ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდა სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის

18.01.2011

2011 წელს, სურვილის შემთხვევაში, ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი შესძლებს გადალახოს ინგლისური ენის ცოდნისა და კომპიუტერული უნარ-ჩვევების ფლობის მინიმალური კომპეტენცია და დამატებითი ანაზღაურება მიიღოს. ინგლისური ენისა და კომპიუტერის გამოცდას პედაგოგებისათვის სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს. ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფიგი გამართეს.

მასწავლებლებისათვის ინგლისურისა და კომპიუტერის ტესტი ინტეგრირებულია – დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატი გამოცდას აბარებს კომპიუტერის საშუალებით.

კანდიდატს მოეთხოვება ინგლისურ ენაზე კითხვის უნარს საშუალოზე დაბალ დონეზე ფლობდეს (pre-intermediate level). ინგლისური ენის ცოდნის ეს დონე ევროსაბჭოს მიერ დადგენილი უცხოური ენების ცოდნის A2 + დონესა და კემბრიჯის უნივერსიტეტის KET (Key English Test) გამოცდის დონეს შეესაბამება.

დავალებების შესრულება კანდიდატისაგან როგორც შინაარსობრივი, ისე გარკვეული ტექნიკური დავალებების შესრულებას მოითხოვს. ტექნიკური დავალებების შესასრულებლად კანდიდატს ესაჭიროება შემდეგი პროგრამების საბაზისო ცოდნა (გამომყენებლის დონეზე): Microsoft Office (Word, PowerPoint, Excel, ...) Windows XP საოპერაციო სისტემაში; Outlook.

დავალებების შესრულებისას კანდიდატს შეუძლია გამოიყენოს ინტერნეტში არსებული რესურსები: ლექსიკონები, საძიებო სისტემები და ა.შ.

დატალური ინფორმაცია პროცედურებისა თუ გამოცდის შინაარსობრივი მხარის შესახებ 18 იანვარს განთავსდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე mes.gov.ge და სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე naec.ge.

გამოცდა 2011 წლის აპრილში ჩატარდება, რეგისტრაცია 10 თებერვლიდან 20 მარტამდე საგანმანათლებლო რესურსცენტრებში იწარმოებს.

пятница, 31 декабря 2010 г.

2011-სურვილების ახდენის წელი!

თოვლი არ ჩანს,მაგრამ ფიქრი?
ფიქრი მოთოვს ციდან....
სურვილს რაღა დააოკებს
ამ ახალი წლიდან?!
სიკეთის და იმედების 
დაბედება მინდა.......
გაქრეს თუკი სადმე არის
ღვარძლი ერთი ციდა!
ბარაქა და ხვავი დადგეს
ჩვენს ბეღელში ამ წელს.
სიახლის და წინსვლის იყოს,
ძველებს რომ არ ჰგავდეს....
დაეხუროს ჩვენთვის ქუდად 
მშვიდობა და მადლი....
კაცს კაცობა ეტყობოდეს,
ქალს კი ერქვას ქალი...........
ამაღლდეს და გაიშალოს 
სახლი-კარი,ჭერი,
დასამარდეს ორგული და
გულბოროტი მტერი.....
სხვას რას ვერჩით,
სიყვარულით დაიცალოს ქვევრი,
დაილოცოს სიყვარულში
ჩემი ჯიში,გენი......
.და ვილოცოთ , რომ გადარჩეს
ჩემი დიდი ერი!
თუკი ერთად  დაგვიგულებს,
რას დაგვაკლებს მტერი?! 
                                                      01.01.2011      ლიკა

вторник, 28 декабря 2010 г.

წარმატებული წელი!-2010 . მოდის -2011

ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დირექციამ სემესტრის დასასრულს მოიწვია თათბირი.სკოლის დირექტორმა ნანა ქაჯაიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა თავის პედაგოგებს.შეაჯამა წლის ,,მოსავალი" და წარმატებული შრომისათვის პრემიის სახით დანამატი გაუკეთა თითოეულ თანამშრომელს.არ დავიწყებია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილე აქტიური მოსწავლეებიც,მათ მოოქროვილი ,,ვეფხისტყაოსნები" გადასცა საჩუქრად.ასეთივე საჩუქარი მიიღო სკოლის 2-მა პედაგოგმა-ლია ჩხაიძემ და ასმათ ჭარელიძემ-ლიტერატურული წრის-,,სამოთხის გვრიტების" ხელმძღვანელებმა მრავალი ლამაზი ღონისძიების ორგანიზებისათვის.

воскресенье, 26 декабря 2010 г.

გილოცავთ ახალ 2011 წელს!

ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლამ 2010 წლის დასასრული დიდი ზეიმით აღნიშნა.სააქტო დარბაშში შეიკრიბნენ პედაგოგები და კაფე-საღამო მოაწყვეს.....საახალწლო ნაძვის ხესთან სურვილებიც ლამაზი და ამაღლებული იყო....კოლეგებმა ერთმანეთს მიულოცეს ახალი 2011 წლის მობრძანება.....






ღვაწლმოსილი პედაგოგები

ისინი ჩვენს გვერდით მოღვაწეობდნენ....
ათეული წლები ედგნენ სკოლას ბურჯად და სიმაგრედ.....
წლებმა მისცა მათ ძალა,გამძლეობა,პროფესიონალიზმი,საქმისადმი ერთგულება....
სკოლამ დაანახა მათ ბავშვის სულში ანთებული სიყვარული,კოლეგების თანადგომა და რწმენა იმისა, რომ საქმეს არ ეღალატება....
წლებმა შესძინა ამ ადამიანებს თვითდაჯერებულობა, უძილო ღამეების წილ რომ მიიღეს საზღაურად.....
და ახლა , განვლილმა წლებმა სიამაყით მიაღებინა მათ გადაწყვეტილება სკოლიდან წასვლისა....ისინი ისევე ლამაზად დაშორდნენ მშობლიურ სკოლას, როგორ ლამაზადაც მობრძანდნენ წლების წინ....
დიდია გულისწყვეტა.....მათ კიდევ ბევრი შეეძლო.....ისინი ისევ გვჭირდებოდნენ....მაგრამ მაინც სულ ჩვენს გვერდით იქნებიან...
გვახსოვდეს ჩვენი ძვირფასი პედაგოგები:
  • ქალბატონი ზაირა რურუა-ხაზვის მასწავლებელი;
  • ქალბატონი გულნარა ლევანიძე-ქართულის მასწავლებელი'
  • ქალბატონი გილდა ვაშაკიძე-გამოყენებითი და დეკორატიული ხელოვნების მასწავლებელი;
  • ქალბატონი ნათელა გოჩიაშვილი-მათემათიკის მასწავლებელი;
  • ქალბატონი  მერი მარაქველიძე-მატემატიკის მასწავლებელი;









ისინი ისევ ჩვენს გვერდით არიან















ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილება

32-ე საჯარო სკოლა ახალ -ახალ ინიციატივებს უდებს სათავეს....ქართულის კათედრის გამგემ დარეჯან პეტრიაშვილმა ერთ ლამაზ იდეას შეასხა ფრთები:ღვაწლმოსილი პედაგოგები გაცილება.მასწავლებლები,რომლებიც თავიანთი მტკიცე გადაწყვეტილებით წავიდნენ სკოლიდან:მერი მარაქველიძე,ნათელა გოჩიაშვილი,გილდა ვაშაკიძე,ზაირა რურუა,გულიკო ლევანიძე.
შეხვედრა-გაცილება ახალი წლის წინა დღეებში ჩატარდა.ლამაზად მოწყობილ სააქტო დარბაზში დიდი სითბო და სიყვარული სუფევდა.პედაგოგებმა ისაუბრეს ამ ამაგდარი ადამიანების ღვაწლსა და დამსახურებაზე სკოლისა და მოსწავლეების წინაშე;გაიხსენეს ერთად გატარებული ლამაზი დღეები;კურიოზები სასკოლო ცხოვრებიდან;მადლობა გადაუხადეს სკოლის მემატიანეებს დახარჯული ენერგიისა და უანგაროდ გაწეული ღვაწლისათვის.
           პედაგოგებს მიესალმნენ საკუთარი მოსწავლეებიც, მშობლებიც,სკოლის ხალხური სიმღერების ანსამბლმა შეასრულა სიმღერები.დიდ ხანს ისმოდა სასიამოვნო ჰანგები სკოლის შენობიდან....სახლში წასვლა არ უნდოდათ პედაგოგებს....ეს დღე იყო დიდი მოფერების,ჩახუტების,იმედებისა და სურვილების ახდენის დღე....
           პედაგოგებმა გაიხსენეს აწ გარდაცვლილი პედაგოგი, ქალბატონი ნორა კაკაურიძე,რომელსაც ვერ მოუწყვეს გაცილება და ამაგდარი ადამიანი ახლა აღარ არის ჩვენს გვერდით.
          აი,ასე ლამაზად დაამთავრა სასწავლო წლის პირველი სემესტრი 32-ე საჯარო სკოლამ.