დღეს დავამთავრეთ 5 დღიანი ტრენინგი მასწავლებლის სახლში,შევისწავლეთ პედაგოგიური კვლევისა და პროექტგაკვეთილის დაგეგმვა,განვიხილეთ პორტფოლიო,შეფასემის სისტემა,მიმოვიხილეთ სასკოლო კულტურა,განვიხილეთ სქემის აქტივობები და შესაბამისი კრედიტები....ვიმუშავეთ პრაქტიკულადაც,ჯგუფური მუშაობის შედეგად წარმოვადგინეთ კვლევა და პროექტგაკვეთილის სცენარი.გაიმართა დიალოგი,დისკუსია....გავუზიარეთ ერთმანეთს შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე......
რასაც აქ ვწერ,ეს მატიანეა... მინდა ყველაზე ძვირფასი სახელები გამოვამზეურო, ლამაზი წამები ძვირფას მოგონებად შემოვინახო, უგულობა - სიყვარულად, ტყუილი -სიმართლედ, შური -სიკეთედ, უმადურობა -მადლიერებად ვაქციო, მოვესათუთო და მოვეხმატკბილო სამყაროს უძვირფასეს ქმნილებებს - ადამიანებს!
воскресенье, 9 декабря 2012 г.
კაი ყმა
კაი ყმა უნდა ყოფილიყო გამორჩეული მშვილდოსნობით, ცხენოსნობით, წარმატებებით გარეშე მტრებთან, სახელით, საქმეებით და შეჯიბრებებზე გამარჯვებით.
კაი ყმის თვისებები ყველაზე კარგად იკვეთება შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანში”, განსაკუთრებით კი ერთ–ერთი პერსონაჟის დახასიათებისას. ეს არის ავთანდილი, რომელიც ყველა გაჭირვებას ართმევს თავს და გამარჯვებული ბრუნდება თავის შეყვარებულთან (მიჯნურთან). მას ახასიათებს ბევრი თვისება - გამჭრიახობა, სიძლიერე, სიბრძნე. მაგრამ არავინაა იდეალური. ის იყო სულსწრაფი და მოუთმენელი - ტარიელს პირდაპირ აჩვენა ნესტანის რიდის ნაჭერი და წერილი, რამაც გამოიწვია ის, რომ ტარიელს გული წაუვიდა. ავთანდილმა კი იფიქრა, მოვკალიო და ლამის უკან მიჰყვა. ძალიან შეწუხდა და თავში ხელს იხლიდა, რატომ ვერ მოვითმინეო.
”ვეფხისტყაოსანში” მხოლოდ ავთანდილი არ არის კაი ყმა, არის ასევე ტარიელიც და ფრიდონიც,ისინიც არანაკლებ გმირები და რაინდები არიან, მაგრამ ამბის მიხედვით ავთანდილი უფროა გამბედავი და კაი ყმაა, რადგან ყველა სირთულეს ის ეჭიდება.
ავთანდილი კაი ყმის დანიშნულებას ახსენებს როსტევანს თავის ანდერძში. მისი აზრით, კაი ყმას არ არგებს უსარგებლო ცრემლების დენა, უნდა შეეძლოს ტკივილის მოთმენა და არავის ძალუძს განგების დადგენილი წესის უგულებელყოფა :
”არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა’
მას სისხლის ბოლო წვეთამდე. კაი ყმა ბრძოლის ველზე პირველი მიდის და როცა სხვები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ და ნადავლს იყოფენ, ის მაინც ებრძვის მტერს.
კაი ყმას არ უნდა ემჩნეოდეს ტკივილი და ჰქონდეს ნებისყოფა. რადგან მოუთმენლობის გამო შეიძლება უბედურება მოხდეს (ავთანდილის წინდაუხედაობა).
კაი ყმის თვისებები ყველაზე კარგად იკვეთება შოთა რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანში”, განსაკუთრებით კი ერთ–ერთი პერსონაჟის დახასიათებისას. ეს არის ავთანდილი, რომელიც ყველა გაჭირვებას ართმევს თავს და გამარჯვებული ბრუნდება თავის შეყვარებულთან (მიჯნურთან). მას ახასიათებს ბევრი თვისება - გამჭრიახობა, სიძლიერე, სიბრძნე. მაგრამ არავინაა იდეალური. ის იყო სულსწრაფი და მოუთმენელი - ტარიელს პირდაპირ აჩვენა ნესტანის რიდის ნაჭერი და წერილი, რამაც გამოიწვია ის, რომ ტარიელს გული წაუვიდა. ავთანდილმა კი იფიქრა, მოვკალიო და ლამის უკან მიჰყვა. ძალიან შეწუხდა და თავში ხელს იხლიდა, რატომ ვერ მოვითმინეო.
”ვეფხისტყაოსანში” მხოლოდ ავთანდილი არ არის კაი ყმა, არის ასევე ტარიელიც და ფრიდონიც,ისინიც არანაკლებ გმირები და რაინდები არიან, მაგრამ ამბის მიხედვით ავთანდილი უფროა გამბედავი და კაი ყმაა, რადგან ყველა სირთულეს ის ეჭიდება.
ავთანდილი კაი ყმის დანიშნულებას ახსენებს როსტევანს თავის ანდერძში. მისი აზრით, კაი ყმას არ არგებს უსარგებლო ცრემლების დენა, უნდა შეეძლოს ტკივილის მოთმენა და არავის ძალუძს განგების დადგენილი წესის უგულებელყოფა :
”არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა,
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა’
მას სისხლის ბოლო წვეთამდე. კაი ყმა ბრძოლის ველზე პირველი მიდის და როცა სხვები უკვე გამარჯვებას ზეიმობენ და ნადავლს იყოფენ, ის მაინც ებრძვის მტერს.
კაი ყმას არ უნდა ემჩნეოდეს ტკივილი და ჰქონდეს ნებისყოფა. რადგან მოუთმენლობის გამო შეიძლება უბედურება მოხდეს (ავთანდილის წინდაუხედაობა).
მთავარი თემა. ,,მზით გამთბარი პოეტის სული”
მთავარი თემა. ,,მზით გამთბარი პოეტის სული”
აქტუალობა.
ბავშვები ეცნობიან მწერლის შემოქმედებას
მოხდება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების პოპულარიზაცია.
მიზანები და შედეგები.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მაგალითზე ბავშვები ისწავლიან კვლევის და ანალიზის მეთოდებს, რომელსაც გამოიყენებენ სხვა მწერლების და პოეტების შემოქნედების შესასწავლად. პროექტის მონაწილეები მოახდენენ ნაშრომის პრეზენტაციას და მის გამოქვეყნებას.
შეფასების პროცედურები.
ჯგუფური მუშაობა (ჩართულობა, ლიდერობა, ინიციატივა, კომუნიკაბელობა), ინფორმაციასთან მუშაობა (ძიება, ანალიზი, პრეზენტაცია), მხატვრული კითხვა, ზეპირი პრეზენტაცია
წინასწარი ცოდნა
ნოდარ დუმბაძის შემოქმედების ცოდნა, ისტ-ის გამოყენების საბაზო ცოდნა(საოფისე პროგრამები, ინტერნეტში ძიება, ელ-ფოსტის გამოყენება), ჯგუფური მუშაობის უნარი, სასკოლო ბიბლიოთეკის გამოყენება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები, კომპიუტერები, პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, საკანცელარიო ნივთები, დიკტოფონი, მიკროფონი, ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი.
პროექტის მსვლელობა.
პროექტის ხანგრძლივობა- 1 თვე.
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" განხილვა
- კლასის დაყოფა ჯგუფებად მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით და დავალებების განაწილება:
- მწერლის ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი;
- ნოდარ დუმბაძის ფოტომასალების მოძიება და შეგროვება;
- ინტერნეტის მეშვეობით მასწავლებელთან ერთად იძიებენ და უკავშირდებიან ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებს და იღებენ ინტერვიუს;
- მხატვრული კითხვის საღამოს მომზადება;
- "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან" ნაწყვეტის ინსცინირება;
- ხატვის მასწავლებლის დახმარებით ხატავენ ნაწარმოების მთავარ მოქმედ გმირებს;
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე გადაღებული ფილმების, ვიდეო და აუდიომასალის ნოდარ დუმბაძის მონაწილეობით ძიება და გადმოწერა;
- მწრელის ენას, ლიტერატურულ ჟანრებს და მხატვრულ ხერხების კვლევა
- პროექტის პრეზენტაცია
- ფოტოსურათების გამოფენის მოწყობა
- მხატვრული საღამოს ჩატარება
- ინსცენირების ჩვენება
- ნახატების გამოფენა
- ფილმის ჩვენება
- ექსკურსიის ორგანიზება ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში და მისი ინიციატივით დაარსებულ საბავშვო ქალაქ "მზიურში"
- პროექტის საზეიმო დახურვა
- პრიექტის გამოქვეყნება ვებ-გვერდზე.
მიზანები და შედეგები.
შეფასების პროცედურები.
წინასწარი ცოდნა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.
პროექტის მსვლელობა.
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" განხილვა
- კლასის დაყოფა ჯგუფებად მოსწავლეების ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით და დავალებების განაწილება:
- მწერლის ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი;
- ნოდარ დუმბაძის ფოტომასალების მოძიება და შეგროვება;
- ინტერნეტის მეშვეობით მასწავლებელთან ერთად იძიებენ და უკავშირდებიან ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრებს და იღებენ ინტერვიუს;
- მხატვრული კითხვის საღამოს მომზადება;
- "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან" ნაწყვეტის ინსცინირება;
- ხატვის მასწავლებლის დახმარებით ხატავენ ნაწარმოების მთავარ მოქმედ გმირებს;
- ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე გადაღებული ფილმების, ვიდეო და აუდიომასალის ნოდარ დუმბაძის მონაწილეობით ძიება და გადმოწერა;
- მწრელის ენას, ლიტერატურულ ჟანრებს და მხატვრულ ხერხების კვლევა
- პროექტის პრეზენტაცია
- ფოტოსურათების გამოფენის მოწყობა
- მხატვრული საღამოს ჩატარება
- ინსცენირების ჩვენება
- ნახატების გამოფენა
- ფილმის ჩვენება
- ექსკურსიის ორგანიზება ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში და მისი ინიციატივით დაარსებულ საბავშვო ქალაქ "მზიურში"
- პროექტის საზეიმო დახურვა
- პრიექტის გამოქვეყნება ვებ-გვერდზე.
| ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თავისებურებები |
| ავტორი: ნათია ნაფეტვარიძე |
| ქართულ სასულიერო მწერლობაში, ალბათ, არ არსებობს ნაწარმოები, რომელზეც იმდენი უთქვამთ და დაუწერიათ, რამდენიც «შუშანიკის წამებაზე». ერთნი ამბობენ, რომ ეს არის ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ორიგინალური ნაწარმოები, მეორენი ამბობენ, არაო. მოკლედ, ამ ძეგლის თაობაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ყველა ქართველი მკვლევარი აღიარებს, რომ ათას ხუთასი წლის წინ, V საუკუნეში, დაწერილი თხზულება, იაკობ ხუცესის (ცურტაველის) «შუშანიკის წამება», დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
მხატვრული ნაწარმოები, როგორც ასეთი, ყოველთვის იძლევა ინტერპრეტირების საშუალებას - ადამიანი მას იგებს ისე, იღებს ისე, როგორც უნდა ან როგორც უნდა რომ გაიგოს. ერთგვარი გამონაკლისი, ალბათ, ჰაგიოგრაფია და, საზოგადოდ, სასულიერო მწერლობაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აღწერს წმინდანის წამების ან ცხოვრების ამბებს (ეს ოდნავადაც არ აკნინებს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ღირსებას). ამ «გამონაკლისის» გამონაკლისი კი იაკობ ხუცესის უკვდავი «შუშანიკის წამებაა», სადაც სარწმუნოებრივი კონფლიქტი ადამიანური ვნებებისა და მძაფრი ოჯახური დრამის ფონზე აიახება. ამაზე - ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი ზოგად ჟანრობრივ საკითხებსა და თავისებურებებს შევეხოთ.
რა არის მიზანი ჰაგიოგრაფიული მწერლობისა? რატომ სურს ჰაგიოგრაფ ავტორს, გვიამბოს წმინდანის ცხოვრების ან წამების შესახებ?
ამას ორი დიდი მიზანი აქვს: პირველი - აღიწერება ამბები, რათა ისინი, ერთ დიდ სასულიერო მწერალს თუ დავესესხებით, «ჟამთა სიმრავლისაგან [არ] მიეცნეს დავიწყებასა», და მეორე - წმინდანის ღვაწლი (არ აქვს მნიშვნელობა, მისი ღირსად ცხოვრება თუ წამება) მაგალითად უნდა იქცეს სხვებისთვის: თუკი მან, მართალია, გამორჩეულმა, მაგრამ მაინც ჩვეულებრივმა მოკვდავმა, შეძლო და დაითმინა, «შიში კაცობრივი განაგდო» და თავისი თავი მიუძღვნა უფალს, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, საკუთარი სულის ცხოვრებას, მაშინ შენც, ამ ნაწარმოების წამკითხველი თუ მომსმენი (რადგან ხშირად ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, არსებითად, მათი კიმენური რედაქცია, ეკლესიაში იკითხებოდა წმინდანის ხსენების დღეს), შეძლებ ამას ნებისყოფის, მონდომების ხარჯზე, ჯილდო კი ძალიან მნიშვნელოვანი და ყველა ქრისტიანისთვის სანატრელია: სულის საუკუნო სიცოცხლე.
ამის კვალობაზე, შეიძლება ითქვას, რომ ჰაგიოგრაფიული გმირი ყველასთვის სამაგალითო და მისაბაძია (აკი ნათქვამიც არის ერთ-ერთ ჰაგიოგრაფიულ პერსონაჟზე, რომ «ემსგავსებოდეს (მოწაფენი) მოძღვარსა თვისსა, ვითარცა იგი ემსგავსებოდის ქრისტესა»), როგორც შუამდგომელი («მეოხი») კაცისა უზენაესის წინაშე.
ასეა თუ ისე, ჰაგიოგრაფია, ენციკლოპედიური განმარტებით (ბერძნ. άγιος - «წმინდანი» და γράφω - «ვწერ») სამეცნიერო დისციპლინაა, რომელიც წმინდანთა ცხოვრების, ღვთისმეტყველებისა და წმინდანობასთან დაკავშირებულ ისტორიულ-ეკლესიურ ასპექტებს შეისწავლის; ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში მოთხრობილია იმ პირთა შესახებ, რომლებიც თავიანთი ღვაწლით იესო ქრისტეს - ყოვლადწმინდა სამების განკაცებული ჰიპოსტასის, ძე ღვთისას - ცხოვრების გზას იმეორებენ ერთგვარად.
რას ნიშნავს თვითონ ქართული სიტყვა «მოწამე»? ეს ტერმინიც ბერძნულიდან მომდინარეობს, იგი კალკია ბერძნული «მარტიროს»-ისა, რაც ქართულად «მოწმეს» ნიშნავს. შესაბამისად, სიტყვა «მოწამეც», თავდაპირველი მნიშვნელობით, «მოწმეს» აღნიშნავდა, რომელიც ადასტურებდა თავის ქრისტიანობას და ამას საკუთარი სისხლით ამოწმებდა.
და მაინც, რა შეიძლება ითქვას ქართული ჰაგიოგრაფიის უკვდავი შედევრის, «შუშანიკის წამების» შესახებ? რით ჰგავს ან რით განსხვავდება ის ამ ტიპის (ვგულისხმობ სასულიერო მწერლობას) სხვა ნაწარმოებებისგან? ბევრი რამის თქმა შეიძლება როგორც ერთი, ისე მეორე კითხვის პასუხად.
ერთი შეხედვით, ესაა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები, წამებათა ჟანრისა, რომელშიც აღწერილია მორწმუნე ქრისტიანი ქალის, დედოფლის, ქვემო ქართლის პიტიახშის მეუღლის, სომეხთა მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასულის შუშანიკის თავდადება სარწმუნოებისთვის. ის სამჯერ გვემა ქმარმა სასტიკად, მერე კი ციხეში წააყვანინა, სადაც გაატარა მან მთელი დარჩენილი ცხოვრება (ექვსი წელი) და იქ ყოფნისას «წესიერებითა საღმრთოითა ყვაოდა: მარხვითა, მარადის მღვიძარებითა, ზედგომითა, თაყუანისცემითა უწყინოდ და კითხვითა წიგნთაითა მოუწყინებელად. განაბრწყინა და განაშუენა ყოველი იგი ციხე სულიერითა მით ქნარითა». არ აძლევდა საკუთარ თავს დაცემისა და დასვენების უფლებას და მიიღო კიდეც საუკეთესო ჯილდო ღვთისგან - მარადიული სიცოცხლე ზეცაში. შუშანიკი - პერსონაჟი იაკობ ხუცესის ნაწარმოებისა - ისე იქცევა, როგორც ნებისმიერი მოწამე - პერსონაჟი სხვა ნაწარმოებებისა. შესაბამისად, ისიც ისევეა სამაგალითო სხვა ქრისტიანებისთვის, როგორც ის დანარჩენი წმინდანები, რომელთაც თავიანი სისხლის დამოწმებით დაადასტურეს საკუთარი ქრისტიანობა ღვთისა და ხალხის (მათ შორის – თავიანთი ჯალათების) წინაშე.
შუშანიკი, ისევე როგორც სხვა წმინდანები, ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ღვთისმოშიშობით გამოირჩეოდა («მოშიში ღმრთისაჲ... სიყრმითგან თჳსით»), ხოლო მას შემდეგ, რაც გოლგოთისკენ მიმავალ გზას დაადგა (აქ არშეიძლება არ აღინიშნოს მისი სულიერი სიმტკიცე), გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს არ აძლევდა მოსვენებას არც დღისით და არც ღამით, ის სხვებისთვისაც ლოცულობდა და მათაც, წმინდანის ლოცვით, მიეცემოდათ: «უშვილოთა - შვილი, სნეულთა - კურნებაი, ბრმათა - თუალთა ახილვაი».
ნაწარმოებში არის ბევრი სხვა რამ, რაც აქცევს წმინდა შუშანიკს წმინდანად, დედოფალს - მოწამედ, «სამგზის სანატრელად» და «ნეტარად», როგორც მას იაკობ ხუცესი უწოდებს. ეს არის ის, რითაც ის ირიცხება წმინდანთა დასში და რის გამოც მას მორწმუნენი ღვთის წინაშე მეოხებას სთხოვენ.
წმინდა შუშანიკი დიდი შინგანი დაძაბულობის წყალობით მაღლდება მიწიერ ვნებებზე და აღწევს, სწვდება იდეალს. საკუთარი ცხოვრების დასასრულს ამბობს კიდეც: «ხოლო მე აწ ამას ვმადლობ ღმერთსა, რამეთუ ტანჯვითა მისითა (ე. ი. ვარსქენის მიერ მიყენებული ტანჯვით) მე ლხინებაი ვპოო და გუემათა და თრევათა მისთათვის მე განსვენებასა მივემთხვიო... ჭირისა ამის წილ ჩემისა ქრისტემან მომმადლოს მე სიხარულ, სატანჯუელთა ამათ წილ - განსუენებაი, გუემათა ამათ ჩემთა, თრევათა და შეურაცხებათა მივემთხვიო მე დიდებასა და პატივსა ცათა შინა დაუსრულებელსა».
ამბობენ, რომ ძველი ლიტერატურა, პერსონაჟების ქცევის ასპექტები უნდა განვიხილოთ იმ ეპოქის ფონზე, რომელშიც იგი იწერება, - მხოლოდ ამგვარად შევძლებთ, სრულად ავხსნათ გმირის ქცევის მოტივებიო. შესაძლოა, ეს თვალსაზრისი მართებულიც იყოს, მაგრამ თანამედროვე მკითხველისთვის, ვფიქრობ, უფრო გასაგები იქნება, თუკი მოვლენებს სხვა კუთხიდანაც დავანახვებთ და არა მხოლოდ ისე, მაშინ ასე იყო მიღებულიო.
«შუშანიკის წამებაშიც», ვფიქრობ, მოსწავლეებს უნდა დავეხმაროთ ეძიონ არა მხოლოდ ტიპური ჰაგიოგრაფიისთვის დამახასიათებელი თავისებურებები, არამედ ისინიც, ამ ძეგლს იმავე ჟანრის სხვა ნაწარმოებებისგან რომ გამოარჩევს.
ამ თავისებურებათაგან, უპირველეს ყოვლისა, ის უნდა აღინიშნოს, რომ წმინდანის გამოკვეთილ თვისებებთან ერთად ჩვენ, მკითხველები, მოწმენი ვხდებით, როგორ იქცევა თუნდაც დედოფალი, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი მოკვდავი წმინდანად, როგორ სძლევს ის თავის ადამიანურ ვნებებს და შეძლებს სასუფევლის დამკვიდრებას.
ალბათ, ეს ასპექტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნაწარმოები ნამდვილად V საუკუნეშია დაწერილი - მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ჰაგიოგრაფიული გმირის იდეალი.
ამ ტიპის თხზულებებს (თვით «გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასაც» კი, სადაც უამრავი პერსონაჟია თავმოყრილი) ყოველთვის ერთი მთავარი გმირი ჰყავს, რომელზეც ფოკუსირებულია მოვლენები და ყველაფერი ამ გმირის განდიდებას ემსახურება; შესაბამისად, სხვა პერსონაჟების მხატვრულ სახეზე მსჯელობაც გაძნელდება. «შუშანიკის წამებაში» კი ასე არ არის, თავისუფლად შეიძლება ვარსქენის მხატვრული სახის ანალიზი - ესეც ამ ნაწარმოების კიდევ ერთი არაჰაგიოგრაფიული თავისებურება.
ზემოთ ვახსენე, შუშანიკი ჩვეულებრივი მოკვდავიდან წმინდანად მკითხველის თვალწინ გარდაიქმნება-მეთქი. იაკობ ხუცესი თვალნათლივ გვიჩვენებს, რის ფასად უჯდება ეს დედოფალს. ნაწარმოების დასაწყისში პიტიახშის მეუღლე საკუთარ მარტოობას განიცდის («ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე»). ესეც წმინდანის ადამიანური ბუნების გამოვლინებაა; მას გამუდმებით სჭირდება მოძღვრისა და თანამოაზრეების თანადგომა... თუმცა სწორედ ამ ადამიანური განცდების წარმოჩენით ახერხებს ავტორი, სხვებისთვისაც ახლობლად აქციოს თავისი პერსონაჟი, რომელსაც ასე გულშემატკივრობს.
ამ და კიდევ ბევრი სხვა პასაჟის დამსახურებაა, რომ «შუშანიკის წამება» «დღესაც დიდი ინტერესით იკითხება, როგორც ადამიანთა ბობოქარი ვნებების წიგნი, თავისი დრამატიზმით და ხასიათების სიმძაფრით ანტიკური ტრაგედიების სიმაღლეზე რომ დგას. ეს რომანი და მასთან მრავალი სხვაც, რომლებიც ძველ ქართულ პროზას წარმოადგენს, დღეს კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს, თუ როგორ ჰგვანან ადამიანები ერთიმეორეს და როგორ ვიბრძოდით ჩვენ მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი წმინდანობის - ადამიანობის სამკვიდრებლად» (თამაზ ჭილაძე).
ვფიქრობ, «შუშანიკის წამების», როგორც ლიტერატურული ნაწარმოების, ღირსება უნდა ვეძიოთ მის ყველა თავისებურებაში (ჰაგიოგრაფიის ტიპურ მახასიათებელშიც და სასულიერო მწერლობისთვის უჩვეულოშიც), რადგან, საბოლოოდ, ესაა ერთი დიდი ქართველი მწერლის დიდებული, მაღალი მხატვრული გემოვნებით შესრულებული ტილო, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს ვერც ერთ მკითხველს ვერც ერთ ეპოქაში. ესაა ნაწარმოები, რომელიც შენც, უბრალო მკითხველსაც, აღწერილი ამბის თანამონაწილედ და თანამედროვედ გაქცევს.
დიდ ლიტერატურულ ნაწარმოებს ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერი საზოგადოებისთვის აქვს თავისი სათქმელი. სწორედ ეს უმკვიდრებს მას უკვდავობას, ისე, როგორც თუნდაც წმინდა შუშანიკს - თავისი ღვაწლი.
|
როგორ ვწეროთ არგუმენტირებული ესე?
არგუმენტირებული ესე შედგება სამი ნაწილისაგან: შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა, როგორც ყველა მსჯელობითი ხასიათის ტექსტი.
მისი აუცილებელი კრიტერიუმები: განსაზღვრე მიზანი, იყავი კონკრეტული, წერე მკითხველისთვის და არა შენთვის, დასაწყისშივე წარმოადგინე ძირითადი აზრი,ჩამოაყალიბე შენი პოზიციზ გარკვეულად,ეთანხმები თუ არ ეთანხმები და მერე დაასაბუთე.
არგუმენტირებული ესეს წერისას აუცილებელია, გამოკვეთილი იყოს ავტორის ანუ შენი პოზიცია და ლოგიკური დასაბუთება. არ არის საჭირო ზედმეტი ინფორმაციით მკითხველის გადაღლა. გაითვალისწინე ,ვინ არის შენი მკითხველი.
შესავალი -
ა) ესეს დაწერის მიზეზის გამოკვეთა, განსახილველი საკითხის მკითხველისათვის გაცნობა;
ბ) სასურველია დასვა შეკითხვა, რომლის შესახებაც ისაუბრებ;
გ) უმჯობესია ადვილად აღსაქმელი სიტუაციის აღწერით დაიწყო წერა;
დ)შესავალი შეგიძლია დაასრულო შენი პოზიციით,ეთანხმები თუ არა ამდებულებას.
ძირითადი ნაწილი – ეს არის მთვარი სათქმელი, რომელიც უნდა იყოს განმარტებული და დასაბუთებული შენეული მოსაზრებებით; უნდა იყოს 3-4 აბზაცი, თითოეულში საკმარისია 4-5 წინადადებაც, ამავე დროს, უნდა შეძლო კონტრარგუენტების უარყოფა ფაქტებით, ციტატებით და ა.შ.
დასკვნა - შეაჯამე შენი მოსაზრებები, გაიმეორე თეზისი ოღონდ სხვა სიტყვებით.
ქართულში არსებობს ფუძედრეკადი ზმნები,რომელთაც აწმყოს ფუძე თემის ნიშნის გარეშე ეწარმოება: დღვებს – დღვიბა, ზნექს – ზნიქა, კრეჭს – კრიჭა…, თუმცა ცოცოხალ მეტყველებაში თემისნიშნიანი ზმნების გავლენით გაჩნდა არასწორი ფორმები:დღვებავს – დღვიბავს - აუდღვებავს, ზნექავს – ზნიქავს – ამოუზნექავს, კრეჭავს – კრიჭავს-დაუკრეჭავს.
როგორ შევამოწმოთ? შევადაროთ ზმნის ორი ფორმა: საწყისის(დღვება, ზნექა, კრეჭა, ) და წყვეტილის/რა ქნა?/ (დღვიბა,ზნიქა,კრიჭა).თუ ფუძის ხმოვანი განსხვავებულია , ე – ი, თემის ნიშანი არ არის საჭირო. სწორი ფორმებია: დღვებს – დღვიბა – აუდღვებია; ზნექს – ზნიქა – ამოუზნექია; კრეჭს – კრიჭა – დაუკრეჭია.
დედა ფანჯარას წმენდს. მიხო ბალახს გლეჯს. სოფო ფეხსაცმელს მალეცვეთს. მართა ატამს ხლეჩს. ანანო ხალხს ყვლეფს.
ნაწილაკი
სიტყვას შეიძლება დაერთოს ბგერა ან ბგერათა ჯგუფი, რომელიც მას რამდენადმე უცვლის მნიშვნელობას. ასეთ ბგერას თუ ბგერათა ჯგუფს ნაწილაკი ჰქვია.-ც, -ღა, -მე, -ვე, -ოდე ნაწილაკებია, რომლებიც სიტყვასთან ერთად იწერება.
ზოგი ნაწილაკი ცალკე იწერება. მაგალითად: ნუ ცელქობ, არ წავიდა, ვერ წავიდა, აღარ წავიდა, ვეღარ წავიდა...
1. დავალება. წაიკითხეთ და ნაწილაკებს ქვეშ ხაზი გაუსვით.
1. ეგრე ადვილად ნუ არცხვენ ჩემს ხმალს. 2. სპილოს ლომსავით ცალკე ცხოვრება არ მოსწონს. 3. ვერ ხედავ, ლამის ცა ჩამოიქცეს. 4. ეგ აღარ მომაგონდა. 5. ვაჟკაცი დაცემულ მტერს ხელს აღარ ახლებს. 6. ვერ შეგელევით, მალხაზო. 7. აბა კაციცა ისა ყოფილა. 8. ერთ მხარეს მარტო ათიოდე მოწაფე იდგა. 9. დაფრთხა რომელიღაც ფრინველი ბარდებში. 10. კაკაბმაც ისეთივე პასუხი მომცა, როგორიც მუხამ.
კავშირიანი და უკავშირო რთული წინადადება
რთულში შემავალ წინადადებათა შეერთება კავშირიანია ან უკავშირო.ქარი ჩავარდა და განთიადთან ერთად ნისლი გაქრა.
მგლები ღმუიან, მელები ჩხავიან.
პირველ წინადადებაში მარტივ წინადადებებს და კავშირი აერთებს, მეორეში კი შეერთება უკავშიროა.
როცა რთულ წინადადებაში ორზე მეტი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადებაა, შეერთება შეიძლება იყოს კავშირიანიც და უკავშიროც. მაგ.: აბიბინდა მდელო, ათამაშდნენ ვარსკვლავები და იქვე ახლოს ასკილზე ჩაიჭიკჭიკა ბულბულმა.
ეს რთული წინადადება სამი მარტივი წინადადებისაგან შედგება, რომელთაგანაც პირველი ორი უკავშიროდ არის შეერთებული, მეორე და მესამე - და კავშირით.
რთული წინადადებების ნაწილების შესაერთებლად გამოყენებულია სიტყვები: და, თუ, მაგრამ, ხოლო, რომ, რათა, როცა (როდესაც), რადგანაც, ვინც, რაც, რომელიც, სადაც, საითკენაც.
უკავშირო რთულ წინადადებაშინ ყოველი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადება მომდევნო წინადადებისაგან ჩვეულებრივ მძიმით გამოიყოფა. |
სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი მარტივი (თუ შერწყმული) წინადადებისაგან შედგება თითოეული რთული წინადადება და რომელი სიტყვა აერთებს მის ნაწილებს.
- გარეთ ისევ წვიმდა და შემოდგომის ცივი ქარი ზუზუნებდა.
- ქალი ვერ მიმხვდარიყო, თუ რას ნიშნავდა იმისი საუბარი.
- ცხადად ჩანდა, რომ ცუგრიკა რაღაცა საგმირო საქმისათვის ემზადებოდა.
- დათქმული დილაც გათენდა, მაგრამ პაპა პეტრე არსად ჩანდა.
- იმ ღამეს იქ დავრჩი, რათა თვალი გაეძღო მშვენიერი სანახების ხილვით.
სავარჯიშო 2. წაიკითხეთ და გამოარკვიეთ, ერთი და იგივე კავშირი რა შემთხვევაში აერთებს ერთგვარ წევრებს და რა შემთხვევაში - მარტივ წინადადებებს.
- ა) ზენა ქარმა წამოუბერა და ღრუბელი მოედო ცას.
ბ) მეცხვარე იჯდა და სევდიანად სალამურს აკაკანებდა. - ა) დიდი თუ პატარა თავგამოდებით მუშაობდა.
ბ) კოღოც კი წააქცევს ცხენსა, თუ დიდი მგელი უშველის. - ა) ღრუბლიანი, მაგრამ წყნარი დღე იყო.
ბ) წვიმამ გადაიღო, მაგრამ ცაზე მზე მაინც არა ჩანდა.
სავარჯიშო 3. თქვენ თვითონ შეადგინეთ სამი რთული წინადადება და ჩაწერეთ რვეულში.
რიცხვი (ლათინურად Numerus, Numeri) არის გრამატიკული კატეგორია და აღნიშნავს რაოდენობრიობას.
არსებობს რიცხვის გრამატიკული კატეგორიის შემდეგი ფორმები: ზინგულარი, ანუ მხოლობითი რიცხვი და პლურალი, ანუ მრავლობითი რიცხვი, მაგრამ მრავალ სხვადასხვა ენას მოეპოვება აგრეთვე დუალი, პარალი, ტრიალი, კვადრალი, პაუკალი და დისტრიბუტივი. აქედან ქართული ენა მხოლოდ მხოლობითსა და მრავლობით რიცხვს იცნობს, ამის გამო ჩამოთვლილ ცნებათაგან ლათინური ტერმინების ნაცვლად ძირითადად მხოლოდ რამდენიმე ცნებას (მხოლობითი, მრავლობითი, წყვილობითი) დაუმკვიდრდა ქართული შესატყვისები.
სამობითი რიცხვი, ანუ ტრიალი, გრამატიკაში რიცხვის კატეგორიას აღნიშნავს. სამობითი რიცხვი იშვიათად გვხვდება და ცოცხალ ენათა შორის ავსტრალიისა და ასტრონეზიულ ენებშია შემორჩენილი. ( ასეთია მაგალითად სურსუნგას ენა )
სინტაქსი – არის გრამატიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლის წინადადების ტიპებს, მასში სიტყვათა შეწყობა–შეკავშირების წესებს. იგი არკვევს, რა და რა სახის სიტყვები შეიძლება შეეწყოს ერთმანეთს, რა სახის ურთიერთობა შეიძლება დამყარდეს მათ შორის და რა დანიშნულება აქვს ამა თუ იმ სიტყვას წინადადებაში. სინტაქსური ერთეულებია: წინადადება, წინადადების წევრი და სინტაქსური წყვილი.
ეს არის ის მწირი ინფორმაცია, რაც ზოგადად გახედებს ქართულ გრამატიკაში..
ზმნისწინი, პრევერბი, მაწარმოებელი წინსართი ზმნებში. გასდევს ნაზმნარ სახელებსაც (გა-აკეთა, წა-ხვალ; გა-კეთება, წა-სვლა, გა-მკეთებელი, წა-სასვლელი). ზმნისწინი ზმნას უფრო სუსტად უკავშირდება, ვიდრე სხვა აფიქსები (თუმცა შინაარსობრივი კავშირი ზმნასთან მჭიდროა) — მათ შორის არის ჩართული პირის, გვარის, ქცევის ნიშნები (გა-ვჭერ, გა-ი-ღუნება, გა-უ-კეთებს; ძველად ჩაერთვებოდა ნაწილაკები და მთელი სიტყვებიც: გა-ცა-წყრა, მო-ოდეს, მე-ვიდეს; იხილეთ ტმესი). ზმნისწინი, ჩვეულებრივ, აზუსტებს მოქმედების მიმართულებას (შე-ვიდა, გა-ვიდა, ა-ვიდა; შე-ვიდა, შე-მო-ვიდა), ბევრ ენაში მოქმედებას აძლევს დასრულებულ სახეს (მაგ., კეცა—და-კეცა) და სხვა. ზმნისწინები, თანდებულები და ზმნიზედები ხშირად ერთსა და იმავე მასალას შეიცავს (გან-ვიდა — ჩემ-გან).
მრავლობითი რიცხვი (შემოკლებული ფორმაა მრავლ რ., ან მრ. რ. ლათ. plures = „მრავალი“; შემოკლ.: „Pl.“) წარმოადგენს რიცხვის გრამატიკული კატეგორიის ერთ-ერთ ფორმას. გრამატიკაში ამ კატეგორიით აღნიშნავენ ერთზე მეტ არსებით სახელთა (საგანთა, პიროვნებათა, ან მოვლენათა) რაოდენობას. უმეტეს ენებში მრავლობითი რიცხვის საპირისპირო ცნება არის მხოლობითი რიცხვი.
მხოლობითი, ან მხოლოობითი (ლათ. Singular შემოკლ.: „Sg.“ ) წარმოადგენს რიცხვის გრამატიკულ გატეგორიას და აღნიშნავს არსებითი სახელის (მოვლენის, საგნის, პირის) მხოლოობას. არსებითი სახელი დასახელებისას ყოველთვის მხოლობითი რიცხვში (და სახელობით ბრუნვაში) დგას. მრავალ ენაში მხოლობითი რიცხვი მრავლობითი რიცხვის საპირისპიროდ აღიქმება, თუმცა არის ენები, რომლებშიც რიცხვი გრამატიკული კატეგორიის სხვა ფორმებიც.
არის არსებითი სახელები, რომლებსაც მარტო მხოლობითი რიცხვი გააჩნია. მაგ.; რძე, ხილი, წვიმა. (იხილეთ სტატია სინგულარე ტანტუმ)
არსებითი სახელი, სრულმნიშვნელობიანი სიტყვა. ატარებს საგნობრივ მნიშვნელობას – აღნიშნავს საგანს ან მოვლენას, საგნის ნაწილს, ან მოვლენათა მთელ ჯგუფს. მიუგებს კითხვებზე: “ვინ?” (ქალი, კაცი, მოსწავლე, გიორგი), “რა?” (ცხენი, სახლი, სიცოცხლე, თბილისი).
არსებითი სახელი შეიძლება იყოს კონკრეტული ან აბსტრაქტული, საზოგადო ან საკუთარი. სხვა სახელებთან ერთად იგი უპირისპირდება ერთის მხრივ ზმნებს, მეორეს მხრივ – უდეტრებს. არსებითი სახელის მორფოლოგიური ნიშნები სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარია. სინთეზურ ენებში იგი ხასიათდება სიტყვათცვალებისა და სიტყვაწარმოების დიდი უნარით. წინადადებაში ასრულებს მრავალგვარ სინტაქსურ ფუნქციას, რომელთაგან ძირითადია ქვემდებარისა და დამატების გამოხატვა. ქართულ ენაში არსებითი სახელი იცვლება ბრუნვისა და რიცხვის მიხედვით. მრავალ ენაში მოეპოვება აგრეთვე სქესის ან გრამატიკული კლასის კატეგორია. ზოგიერთ ენაში (მაგ., ჩინურში) არსებითი სახელი ფორმაუცვლელია.
დაბოლოებათა მიხედვით სახელის ცვლას ბრუნება ჰქვია. ქართულში ბრუნების პარადიგმა მოიცავს შვიდ ბრუნვას:
სახელობითი – სახლ -ი ( -ი )
მოთხრობითი – სახლ -მა ( -მა, -მ )
მიცემითი – სახლ -ს ( -ს )
ნათესაობითი – სახლ -ის ( -ის, -ს )
მოქმედებითი – სახლ -ით ( -ით, -თი )
ვითარებითი – სახლ -ად ( -ად, -დ )
წოდებითი – სახლ -ო ( -ო, -ვ )
ზმნა — სრულმნიშვნელოვანი, ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილი. აღნიშნავს საგნის მოქმედებას, ან მდგომარეობას. ზმნას გააჩნია პირი, დრო და რიცხვი. ქართულ ენაში ზმნას აქვს სამი პირი (I, II, II), სამი დრო (წარსული, აწმყო, მომავალი) და ორი რიცხვი (მხოლობითი და მრავლობითი).
ქართული ზმნა რთული მეტყველების ნაწილია. სირთულეს უპირველესად ზმნურ კატეგორიათა სიმრავლე განაპირობებს. მნიშვნელობასთან მიმართების თვალსაზრისით ზმნის კატეგორიები შეიძლება ორ ჯგუფად დალაგდეს: უღლების და წარმოთქმის კატეგორიებად (ა.შანიძე). უღლების კატეგორიად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის გრამატიკულ მნიშვნელობას; ასეთებია პირი, რიცხვი, დრო, კილო, გზისობა, აქტი, თანამდევრობა; მწკრივი. წარმოთქმის კატეგორიებად მიჩნეულია ის, რომელიც ცვლის ზმნის ლექსიკურ მნიშვნელობას. ასეთებია გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, გვარი, ქცევა, კონტაქტი. შესაძლებელია ძველ ქართულში ასპექტი უღლების კატეგორია იყო, ახალში კი იგი წარმოთქმის კატეგორიაა (ა.შანიძე).
ხისგან თუ ხიდან?
თუ წინადადების წევრი მოგვიგებს კითხვაზე– ვისგან? ან რისგან? –მაშინ უნდა გამოვიყენოთ –გან თანდებული, ხოლო თუ მოგვიგებს კითხვაზე – საიდან? – მაშინ –დან თანდებულს ვიყენებთ. მაგალითად,
ხისგან (რისგან?) ჯამი გამოთალა.
ხიდან (საიდან?) ვაშლი ჩამოვარდა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)