воскресенье, 24 января 2016 г.

გაკვეთილის შინაარსი:
ს ა ს ვ ე ნ ი   ნ ი შ ნ ე ბ ი

ცნობისათვის:  სასვენ ნიშანთა ერთობლიობას პუნქტუაცია ეწოდება.

ნაწერ თუ ნაბეჭდ ტექსტში შემდეგი სასვენი ნიშნები გამოიყენება:
  • წერტილი (.)
  • კითხვის ნიშანი (?)
  • ძახილის ნიშანი (!)
  • მძიმე (,)
  • წერტილ-მძიმე (;)
  • ორწერტილი (:)
  • მრავალწერტილი (. . .)
  • ტირე (-)
  • დეფისი (-)
  • ფრჩხილები ( )
  • ბრჭყალები (“ “)

სასვენი ნიშნები იხმარება როგორც ცალ-ცალკეისე ერთადმაგალითად:

  • კითხვისა და ძახილის ნიშანი (?!)
  • ძახილის ნიშანი და მრავალწერტილი (!..)
  • კითხვის ნიშანი და მრავალწერტილი (?...)
  • მძიმე და ტირე (,-)
  • კითხვის ნიშანი და ტირე (?-)
  • ძახილის ნიშანი და ტირე (! -)

ზოგი ნიშანი იხმარება არაპირდაპირი დანიშნულებითაც (როგორც ტექნიკური ნიშანი); მაგალითად, წერტილი - სიტყვის შემოკლების ნიშნად, დეფისი - გადატანის ნიშნად და სხვ. ჩვენ მათ ამგვარ გამოყენებასაც სასვენ ნიშნებთან ერთად განვიხილავთ.


დაიმახსოვრე! სასვენი ნიშნების არასწორად გამოყენებას
პუნქტუაციური შეცდომა ეწოდება.

      

  • წერტილი დაისმის თხრობითი წინადადების ბოლოს და გვიჩვენებს, რომ აზრი (წინადადება) აქ დასრულდა.
       მაგალითად: დილით მერცხლის ჭიკჭიკმა გამაღვიძა.
  • წერტილი დაისმის სახელდებითი წინადადების ბოლოსაც.
       მაგალითად: უდაბნო. საღამო. სასადილო ოთახი. მკრთალი სინათლე.
  • წერტილი დაისმის პროგრამების, მოხსენებების ან სამეცნიერო ნაშრომის გეგმის შედგენის დროს საკითხების ჩამოთვლისას და რიგითი ნომრის აღსანიშნავად ხმარებული ასოებისა და რომაული ან არაბული ციფრების შემდეგ.
მაგალითად:
 სტუდენტთა რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის  პროგრამა:
  1. კონფერენციის გახსნა.
  2. რექტორის შესავალი სიტყვა.
  3. მისალმებები.
  სექციების მუშაობა:
    ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებთა  სექცია (თსუ I კორპუსი, III სართ., აუდიტ. #108).
    ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია (თსუ II კორპუსი, II სართ., აუდიტ. # 242).

  • შენიშვნა: გეგმის შედგენისა და საკითხების ჩამოთვლისას წერტილის ნაცვლად შეიძლება დაიწეროს წერტილ-მძიმეც. საკითხების დანომრვისას ასოებისა და ციფრების შემდეგ შეიძლება წერტილის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს ფრჩხილი:
   ა)  ბ) 4) 5) და ა.შ.  ამ შემთხვევაში ფრჩხილის შემდეგ    წერტილი საჭირო არ არის.
  • წერტილი დაისმის სიტყვის შემოკლების ნიშნადაც: გვ. (გვერდი), წ. (წელი), ქ. (ქალაქი), ე.ი. (ესე იგი), ე. წ. (ეგრეთ წოდებული), მაგ. (მაგალითად), წწ. (წლები), სს. (საუკუნეები) და სხვ.


 გახსოვდეს:
წერტილი არ იწერება:
  • სათაურის ბოლოს;
  • ციტატის ბოლოს, როცა მას მოსდევს ფრჩხილებში ჩასმული მითითება, ავტორის, წყაროს დასახელება:

მაგალითად: “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი” (რუსთველი).

კითხვის ნიშანი
დაიმახსოვრე!  კითხვის ნიშანი დაისმის კითხვითი წინადადების ბოლოს.
     მაგალითად: სად იყავი?
                       თეატრში წამოხვალ?

ძახილის ნიშანი
დაიმახსოვრე! ძახილის ნიშანი დაისმის:
  • ძახილის წინადადების ბოლოს: ქრისტე აღდგა!
  • ბრძანებითი წინადადების ბოლოს: აბა, ახლავე წადი!
  • მიმართვასთან (როცა მიმართვა ცალკეა ხმარებული ან დიდი გრძნობით წარმოითქმის და წინადადების თავშია ან ბოლოში) შვილებო! ძმებო! მიყვარხართ! მიყვარხართ, შვილებო! ძმებო! 
  • ცალკე ხმარებულ შორისდებულთან: როცა იგი წინადადების თავშია ან ბოლოში და წარმოთქმულია დიდი გრძნობით: ვაშა! ბრავო!
  • ძახილის ნიშნით გამოიყოფა მიგებითი ნაწილაკი (განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ცალკე დგას): დიახ! არა!

გახსოვდეს!
როცა კითხვასთან ერთად გამოხატულია გაკვირვება, აღტაცება,  კითხვისა და ძახილის ნიშნები ერთად იწერება.
მაგალითად: რას სჩადი, ყმაწვილო?!

მრავალწერტილი
 მრავალწერტილი დაისმის: 
  • როცა სათქმელი დაუმთავრებელია, შეწყვეტილ-დაყოვნებულია, ნაწილ-ნაწილ წარმოითქმის. ძირითადი მიზეზი ამისა არის მთქმელის მძიმე სულიერი მდგომარეობა, ავადმყოფობა, უღონობა, გრძნობათა სიჭარბე, შეგნებულად აზრის არდამთავრება.
  • როცა ციტატა არასრულია.
  • მრავალწერტილით აღინიშნება შეფერხება ენის მოკიდებისას, ბორძიკისას.
გახსოვდეს:
  • მრავალწერტილით აღინიშნება არასრული ციტატა, როცა მას დედანთან შედარებით აკლია თავი, ბოლო ან შუა ნაწილი.
მაგალითად: რუსთაველის პოემა ასე იწყება: `რომელმან შექმნა სამყარო...

შენიშვნა:
 ზოგჯერ მრავალწერტილი გამოიყენება ტექნიკურ ნიშნად და იხმარება სახელებსა და გვარებში გამოტოვებული ასოების ნაცვლად, როცა ავტორს არ სურს დაასახელოს ადრესატის ვინაობა. მაგალითად, ნ. ბარათაშვილის ერთ-ერთ ლექსს სათაურად აქვს “თავად ა. ჭ...ძის ასულს ეკ...ნას” (“თავად ალექსანდრე ჭავჭავძის ასულს ეკატერინას”).

ლექსიკა
ცნობისათვის: ენაში არსებულ სიტყვათა მარაგს    ლ ე ქ ს ი კ ა ჰქვია.
ენათმეცნიერების დარგს, რომელიც ლექსიკას შეისწავლის ლექსიკოლოგია ეწოდება. მისი შესწავლის ობიექტია სიტყვა, როგორც მნიშვნელობის მატარებელი ოდენობა, სიტყვის ემოციური იერი,  სიტყვის მნიშვნელობა შესიტყვებაში, ლექსიკური ფონდის გამდიდრების გზები და სხვ.

სიტყვებს, რომელთაც მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვთ, ერთმნიშვნელობიანი სიტყვები ეწოდებათ (მაგ.: ფანქარი, კოსმონავტი, მთვარე).  
ორი ან მეტი მნიშვნელობის მქონე სიტყვებს კი - მრავალმნიშვნელობიანი, ანუ  პოლისემიური (მაგ.: გული, ენა, თავი). სიტყვის პოლისემიურობის რეალიზება  ხდება მეტყველების დროს. კონტექსტი, როგორც წესი, წარმოაჩენს ამგვარი სიტყვის ერთ-ერთ კონკრეტულ მნიშვნელობას (მაგ.: “მთელი დღეა, თავი მტკივა”, “რომანის მეხუთე თავი განსაკუთრებით საინტერესოა”,  “მაგიდაზე იდო ორი თავი ხახვი”,  “თავი არ შეირცხვინო”, “ქალაქის თავი ღირსეული პიროვნება აღმოჩნდა”,  “ამ საქმეს ვერც თავს გაუგებ, ვერც ბოლოს”).

ერთსა და იმავე სიტყვას სხვადასხვა წინადადებაში შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა (მაგ.: “ქვეყნის მომავალი ახალი თაობის ხელშია”;  “სტადიონზე ქვეყანა ხალხი შეიკრიბა”).

სინონიმები

სინონიმები ეწოდება განსხვავებული ბგერითი შედგენილობისა და მსგავსი ან იდენტური მნიშვნელობის მქონე სიტყვებს. მაგალითად:  სევდა, დარდი, ურვა, კაეშანი, ნაღველი, ჭმუნვა...  უამრავი, ურიცხვი, უთვალავი, მრავალი...

სინონიმებში განარჩევენ აბსოლუტურ (ზუსტ)  და რელატიურ (არაზუსტ) სინონიმებს. ზუსტი სინონიმები  იდენტური შინაარსისაა. ისინი, ჩვეულებრივ, ერთ საგანს მიემართებიან.  მაგალითად: ბებია – დიდედა; პაპა-ბაბუა; ბაგე - ტუჩი, ქვევრი - ჭური,  კომში - ბია. 

არაზუსტი  სინონიმები შინაარსით მსგავსია, მაგრამ არა იდენტური. მაგალითად: ლამაზი, მომხიბლავი, მშვენიერი,  კეკლუცი,   ტურფა....

სიტყვათა რიგს, რომელიც შედგება რამდენიმე სინონიმისაგან, სინონიმური მწკრივი ეწოდება. სინონიმურ მწკრივში პირველ ადგილზე, ჩვეულებრივ, აყენენ მნიშვნელობით ყველაზე ფართო და სტილისტურად ნეიტრალურ სიტყვას, დანარჩენი სინონიმები აზუსტებენ და ავსებენ მის მნიშვნელობას, მატებენ მას შეფასებით ელფერს. მაგალითად, თათბირი - ნეიტრალური სიტყვაა, მსჯელობა უფრო აკადემიური ელფერის მქონე, ვეზირობა - არქაული, მოლაპარაკება - პუბლიცისტური, რჩევა - სასაუბრო და ა. შ.
  • სინონიმები თათბირი, მსჯელობა, ბჭობა, სჯა, სჯა-ბაასი, მოლაპარაკება, რჩევა, ვეზირობა, ვაზირობა, განირჩევიან არა მხოლოდ მნიშვნელობის ნაწილობრივ განსხვავებული ელფერით, არამედ სხვა სიტყვებთან შერწყმის შესაძლებლობის თვალსაზრისითაც.
მაგალითად,  ვერ ვიტყვით:
  • “საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ ვაზირობა გამართა” (უნდა ვთქვათ:”თათბირი გამართა”).
  • “საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სჯა-ბაასი გაიმართა აფხაზეთის საკითხებზე” (უნდა ვთქვათ: “მოლაპარაკება გაიმართა”).
  • “პატარა ნიკა მოეთათბირა მამას, შეიძლებოდა თუ არა მისთვის ცივი წყლის დალევა” (უნდა ვთქვათ: პატარა ნიკამ რჩევა ჰკითხა მამას...).
  • ქართული ენა მდიდარია სინონიმებით, ეს სიმდიდრე იძლევა არაჩვეულებრივ საშუალებას იმისათვის, რომ შეირჩეს მოცემული კონტექსტისთვის ყველაზე შესაფერისი, ზუსტი და გამომსახველობითი სიტყვა, მაგრამ სინონიმების არასწორი გამოყენება შეიძლება იქცეს მეტყველებაში შეცდომების დაშვების მიზეზად.
გახსოვდეს!
 კონტექსტში სინონიმური სიტყვები შეიძლება  არ აღმოჩნდნენ თანაბარმნიშვნელოვანნი, ამიტომ  სიტყვის სინონიმით  თავისუფალი ჩანაცვლება  ყოველთვის  არ მოხერხდება. მაგალითად: აღმართეს - ააშენეს, მოღვაწეობდა - მუშაობდა სინონიმებია, მაგრამ არ შეიძლება ითქვას: ჩვენს რაიონში აღმართეს ახალი სკოლა; კომბაინი  მთელ დღეს მოღვაწეობდა მინდორში.

ფრაზეოლოგიზმები
ცნობისათვის: ფრაზეოლოგიზმი ენაში დამკვიდრებული მყარი სიტყვათშეთანხმებაა (“კუდით ქვა ასროლინა”, “კოვზი ნაცარში ჩაუვარდა”, “სახტად დარჩა”). ფრაზეოლოგიზმებს ზოგჯერ იდიომებს, ფიგურალურ გამოთქმებს ან ხატოვან სიტყვა-თქმებს უწოდებენ. როგორც წესი, მათ ვხმარობთ გადატანითი მნიშვნელობით.

ზოგი ფრაზეოლოგიზმი ერთი სიტყვის ეკვივალენტურია: “ხელი გაანძრიე” - იშრომე, “ტვინი გაანძრიე” - მოიფიქრე, “მეცამეტე გოჭი” - ზედმეტი, ზოგის შინაარსი კი ერთი სიტყვით არ გადმოიცემა. მაგალითად: “თავი მოიკლა” - ძალიან მოინდომა; “სამოთხის კარი გაეღო” - გულის წადილი აისრულა, სანატრელ მდგომარეობაში ჩავარდა.

ფრაზეოლოგიზმს ახასიათებს შემადგენლობის უცვლელობა. მათი დიდი ნაწილი ვერ ეგუება ახალი სიტყვების ჩართვას. ფრაზე-ოლოგიზმების უმრავლესობას აქვს სიტყვათა მყარი თანმიმ¬დევრობა, რომელთა შეცვლაც არ არის მიზანშეწონილი.
ხატოვანი სიტყვა-თქმები შეიძლება იყოს:
  • წმინდა ეროვნული რეალიების ამსახველი (“ჩაილურის წყალი დალია”, “მტკვარი ვერ გარეცხავს’);
  • ბიბლიური წარმომავლობის (“აკრძალული ხილი”, “იობის მოთმინება”, “იუდას ამბორი”);
  • ანტიკური მითოლოგიიდან მომდინარე (“არიადნეს ძაფი”, “აქილევსის ქუსლი”, “განხეთქილების ვაშლი”);
  • ცნობილი ისტორიული მოვლენების ამსახველი (“რუბიკონის გადალახვა”, “`მაინც ბრუნავს!” “შენც, ბრუტუს?!” “ჰეროსტრატეს დიდება”);
  • იდიომთა ერთი ნაწილის წარმომავლობა ძნელი დასადგენია (“ჩიტის რძე”, “შუბლზე აწერია”, “ორ ცეცხლს შუა ყოფნა”).

დაიმახსოვრე!
  • მხარში ამოდგომა - დახმარება.
  • ენა უჭრის - ენამახვილია.
  • თვალებიდან ცეცხლი ყარა - გააფთრდა, განრისხდა.
  • სახტად დარჩენა - განცვიფრება, გაოცება, გაკვირვება.
  • კალაპოტში ჩადგომა - ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში ჩადგომა.

суббота, 12 декабря 2015 г.

ზმნისწინთა მართლწერა
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
ღნიშნე; განაგრძე; ათაისუფლებს; ახორციელებს; აზოგადებს
რას ნიშნავს ზმნისწინი
ზ მ ნ ი ს წ ი ნ ი = ზმნის წინა ნაწილი. ერთ ან ორმარცვლიანი ელემენტი, რომელიც ზმნას თავში დაერთვის.
ზმნისწინებია: მი, მო,ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო
რატომ ვუშვებთ შეცდომებს?
თანამედროვე ქართულში ახალ ზმნისწინებთან ერთად მათი ძველი „მოძმეებიც მოღვაწეობენ“.
ა -, გა -, წა – ზმნისწინების ძველი ფორმებია აღ -, გან -, წარ;
ძველ და ახალ ზმნისწინთა თანაარსებობა იწვევს მათ აღრევას და აქედან გამომდინარე – ორთოგრაფიულ შეცდომებსაც.
რა უნდა გვახსოვდეს
ზმნისწინებს ვიყენებთ სრულად (გაუთიშველად)
გან  გან – ვ – ათავისუფლე
წარ  წარ – ა – დგენს
აღ აღ – ვ – ნიშნე
  • არ ვიყენებთ ძველი ან მოქმედი ზმნისწინების ნაშთს ( ნარჩენს ) ნ, რ, ღ – ზმნებში – ახორციელებს, ადგენს, ზრდის, ათავისუფლებს…
  • ზმნისწინის გათიშვა ( პირველი სუბიექტური პირის ან ქცევის ნიშნებით) დაუშვებელია!
შეცდომები რომ არ დავუშვათ
ზმნისწინი ან მთლიანად, გაუთიშველად უნდა გამოვიყენოთ, ან მთლიანად მოვაცილოთ ზმნის ფუძეს.
სწორია:
  • ავითარებს, ავითარებდა – განავითარებს, განავითარებდა
  • ასხვავებს, ასხვავებდა – განასხვავებს, განასხვავებდა
  • ასახიერებს, ასახიერებდა – განასახიერებს, განასახიერებდა
  • აღვნიშნავ, აღვნიშნავდი, აღვნიშნე
  • განვაგრძე
  • ახორციელებს, განვახორციელე, განხორციელდა
  • აზოგადებს, განვაზოგადე, განაზოგადა, განზოგადებული, განმაზოგადებელი
  • ათავისუფლებს, ათავისუფლებდა – განათავისუფლა, განათავისუფლებდა, განთავისუფლდა/გათავისუფლდა
დააკვირდით:
სწორ ფორმებში ზმნისწინი მთლიანადაა წარმოდგენილი (განთავისუფლდა) ან მთლიანადვეა მოცილებული (ძირითადად – აწმყო დროში  –  ათავისუფლებს)
გამონაკლისი:
ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პირველი პირის ნიშანი – ვ წინ უსწრებს ზმნისწინს, არის ზმნა ვაღიარებ (ვ + აღ = ვაღიარებ)
ყველა დანარჩენი აღ   ზმნისწინიანი ზმნის პირველი პირის სწორ ფორმებში, ჯერ უნდა დაიწეროს ზმნისწინი, შემდეგ I სუბიექტური პირის ნიშანი (აღ+ვ=აღვნიშნავ)
რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე
ფილოლოგი

четверг, 15 октября 2015 г.

მკითხველთა კონფერენცია

  • წაკითხული წიგნის ან ნაწარმოების  ავტორი და სათაური.
  • არჩევანის საფუძველი (რამ გადაგაწყვეტინათ ამ წიგნის წაკითხვა?).
  •  მოკლე მიმოხილვა (რა თემაზეა დაწერილი წიგნი?)
  • ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ტექსტში.რითაა გამორჩეული იგი?
  • რომელი გმირი მოგეწონათ ან არ მოგეწონათ და რატომ?
  • გაუზიარეთ აუდიტორიას თქვენი შთაბეჭდილება ამ წიგნის შესახებ დადაარწმუნეთ,რომ ეს   საუკეთესო წიგნია და სასურველია წაიკითხოს






















суббота, 10 октября 2015 г.

ექსკურსია:თბილისი-სამთავისი-ატენის სიონი-დედათა მონასტერი-უფლისციხე







გუდამაყრის ხეობაში მზეც სხვანაირად ანათებდა და ღიმილიც ერთობ უჩვეულოდ ღიმილობდა..........სევდა არ გვტოვებდა,მაგრამ სიყვარული ისე ძალუმად ათბობდა გულს,რომ ყველა დარდი სადღაც გაიპარა..........ჩვენი მასპინძელი იყო მთლიანად გუდამაყრის ხეობა........და ვინ შეგვკრიბა ასე ერთად? რა თქმა უნდა გოდერძი ჩოხელმა.....ქალბატონი ნინო(გოდერძის მეუღლე) უკვე ჩვენი მეგობარია,ის კი ჩვენ გოდერძის ოჯახის წევრებს გვიწოდებს..........უკვე 9 წელია ჩვენი სკოლა,მოსწავლეები და მასწავლებლები აღვნიშნავთ გოდერძი ჩოხელის ხსოვნის დღეებს..........და ჩვენ ვცხოვრობთ სულ სხვა სამყაროში,სხვა განცდითა და ფიქრით..........





გოდერძობა გუდამაყარსი-2015


понедельник, 23 февраля 2015 г.

განათლების რეფორმა საქართველოში: მასწავლებლების მიმართ ახლად შემოღებული მოთხოვნების...

განათლების რეფორმა საქართველოში: მასწავლებლების მიმართ ახლად შემოღებული მოთხოვნების...: 19 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ "მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" დაამტკიცა. მიმაგრებულ ფ...

განათლების რეფორმა საქართველოში: მასწავლებლების მიმართ ახლად შემოღებული მოთხოვნების...

განათლების რეფორმა საქართველოში: მასწავლებლების მიმართ ახლად შემოღებული მოთხოვნების...: 19 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ "მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" დაამტკიცა. მიმაგრებულ ფ...

განათლების რეფორმა საქართველოში: მასწავლებლების მიმართ ახლად შემოღებული მოთხოვნების...

განათლების რეფორმა საქართველოში: მასწავლებლების მიმართ ახლად შემოღებული მოთხოვნების...: 19 თებერვალს, საქართველოს მთავრობამ "მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" დაამტკიცა. მიმაგრებულ ფ...

пятница, 12 декабря 2014 г.

დამატებითი მასალა მოსწავლეებს

საინტერესო ლინკი: http://orthodoxy.wanex.net/eklesiebi/petri...petritsoni1.htm

ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ, პალესტინაში (ახლანდელი ისრაელი). დააარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი-პროხორე შავშელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI საუკუნის 30-50-იან წლებში. მდებარეობდა იერუსალიმოს სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის გაზრდის გამო მის ფარგლებში მოექცა).
გადმოცემით მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც თითქოს ქრისტე აცვეს. ჯვრის მონასტერი პალესტინის ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. 1071 იერუსალიმის აღებისას, მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს თურქ-სელჩუკებმა. XII საუკუნის დამდეგს მეფე დავით IV აღმაშენებლის მხარდაჭერით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს. ეგვიპტის სულთნის სალადინის (სალაჰ ალ-დინი) მიერ იერუსალიმის დაპყრობის (1187) შემდეგ მონასტერი კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) არაერთხელ გაუწიეს დახმარება, ხოლო 1192 წელს საგანგებო ელჩობა მიავლინეს მისი მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური პოტენცია მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჯვრის მონასტრის პრივილეგიების შენარჩუნებასა და მის შემდგომ დაწინაურებას.
1272 წელს მონასტერი ჩამოერთვათ ქართველებს და მეჩეთად გადაკეთდა. 1305 მეფე დავით VIII-ის მცდელობით იგი ქართველებს დაუბრუნდა. მონასტერი არადგინეს და განაახლეს. 1400 წელს ჯვრის მონასტერი კვლავ დაარბიეს. XV საუკუნეში მონასტერს მატერიალური დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა და მზეჭაბუკ ათაბაგმა. მონასტერში აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა სერაპიონ კუმურდოელმა, 1516-იდან, მას შემდეგ, რაც პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობრივ შეეკვეცა უფლებები.
XVII საუკუნეში ქართველთა ყურადღება ჯვრის მონასტრისადმი გაიზარდა. 40-იან წლებში აქ დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორე ირბახი). სამეგრელოს მთავარის ლევან II დადიანის მატერიალური დახმარებით შეაკეთა მთავარი ტაძარი, მოახატვინა კედლები, გუმბათი და სხვა. 1684 წელს დავალიანებული მონასტერი დაიხსნა ქართლის მეფე გიორგი XI-მ. XVII საუკუნის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა (მოქმედებდა 1908-მდე). ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკები საგანგებოდ შეათეთრეს. 1948-1958 წლებში მონასტრის ტერიტორიაზე ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა. 1960 წელს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია (ი. აბაშიძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი).
ჯვრის მონასტერში დაარსებისთანავე გაიშალა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი-პროხორემ წამოიწყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: მიქაელ დვალი, იოანე დვალი, შავი იოანე, გაბრიელ საყვარელი (XI ს.), მიქაელ გვირგვინის ძე (XII ს.). ტრადიციის გადმოცემით, აქ ყოფილა არსენ იყალთოელი, ნიკოლოზ I გულაბერისძე, ერთხანს თითქოს აქ მოღვაწეობდა შოთა რუსთაველიც (2006 წლამდე მთავარ ტაძარში სვეტზე შემონახული იყო მისი ფრესკული პორტრეტი, XII-XIII საუკუნეების მიჯნა). ჯვრის მონასტერში შეიქმნა უცნობ ავტორთა ჰაგიოგრაფიული თხზულებანი "პროხორეს ცხოვრება", "ლუკას წამება" (XIV ს.), "ნიკოლოზ დვალის მარტვილობა" და სხვა. შედგა კრებულები, გამრავლდა ხელნაწერები. ჯვრის მონასტერიფართოდ არის აღწერილი და სესწავლილი (ტ. გაბაშვილი, გ. ავალიშვილი, ნ. ჩუბინაშვილი, პ. უსპენსკი, რ. ჟანენი, კ. კეკელიძე, გ. ფერაძე, ბ. თარხნიშვილი, კ. სალია, ე. მეტრეველი და სხვა). აქაურ ქართულ ხელნაწერთა უმდიდრესი კოლექციის ნაწილი 1888 აღწერა ა. ცაგარელმა, 1902 წელს ნ. მარმა, 1924-1926 წლებში რ. ბლეიკმა. ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების ძირითადი ნაწილი ახლა იერუსალიმის საპატრიარქო ბიბლიოთეკაშია დაცული, ხოლო ზოგიერთი სინის მთაზე, თბილისში, ქუთაისში, სანქტ-პეტერბურგში, ვენაში, პარიზში, ლონდონში, ვაშინგტონში და სხვაგან.
ჯვრის მონასტერი მაღალი ზღუდით შემოვლებული ხუროთმოძღვრული კომპლექსია. ზღუდის შიგნით სამ- და ოთხსართულიანი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებია. მთავარი ტაძრის გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტზე ამოყვანილ თაღებს.
www. ka.wikipedia.org

user posted image

შოთა რუსთაველის ფრესკა ამავე მონასტერში

user posted image



ათონის ივერთა მონასტერი, ძველი ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა (საბერძნეთი)ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილი , აირონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილი, ათონის მთის ქვედა კალთა, ეგეოსის ზღვის პირი. დაარსდა 980-983 წლებში.
პირველი ქრისტიანი მოწესენი ათონზე VIII -IX საუკუნეებიდან ჩანან. 870 წელს იოანე კოლოვუმ დააარსა პირველ სავანე, ხოლო მომდევნო ხანაში სამონასტრო მშენებლობა ისე შესამჩნევლად გაიშალა ერთიმეორის მიყოლებით იმდენი მნიშვნელოვანი სავანე აღმოცენდა, რომ მალე ათონის მთას მთაწმინდა ეწოდა. 965 წელს ათონის მთას ეწვია გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იოანე, რომელსაც ახლდნენ ვაჟიშვილი ექვთიმე და მოწამენი. ათონის ივერთა მონასტერს თავიდაპირველად იოანე ხელმძღვენელობდა. მან ენერგიულად იწყო ზრუნვა ქართული სავანის გამტკიცება-გაძლიერებაზე. შეიძინა მამულები, უზრუნველყო მონასტერი შემოსავლით. იოვანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა. იგი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იოანეს ავადმყოფობის გამო უძღვებოდა ქართული სავანის მთელ საქმიანობას. მისი წყალობით იქცა ათონის სავანე არამხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა ძირითად საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად. ექვთიმე ათონელის საქმიანობამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მადლიერი თანამემამულენი კმაყოფილებით აღნიშნავდნენ ,, განანათლა და შეამკო ნათესავი და ენაი ჩვენი’’ - გიორგი ათონელი. ,,განავრცელა და განანათლა ქართველთა ენაი’’ _ სვიმონ დვალი.
ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს სიცოცოხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. ის მრავალმხრივ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა ქართული სავანის ბინადართა საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებას საქართველოს სამეფო დახმარებითა და ხელშეწყობით მან ათონის ქართველთა მონასტერი გაამდიდრა, განამტკიცა და გააძლიერა, აღმშენებლობითი სამუშაოც ჩაატარა და მამულებიც შემოიმატა-შემოიმტკიცა.
მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა ათონის ქართველთა მონასტერში გრძელდებოდა გიორგი ათონელის მომდევნო წინამძღვრების თეოდორესა და განსაკუთრებით გიორგი ოლთისარის დროსაც.
ათონის ქართველთა მონასატერში მდგომარეობა გართულდა და იქაურ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა შესუსტდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ ათონზე ჯერ კიდევ XI საუკუნიდან.
1259 წელს ათონის ნახევარკუნძული, კერძოდ იქაური მონასტრები დაარბიეს ჯვაროსნებმა. მტერს ვერც ივირონი გადაურჩა. იმავე საუკუნის 80-იან წლებში ათონი ერთხელ კიდევ დაარბიეს მომხდურებმა, რომელთაც ბერებს კათოლიკობის შეწყნარება და რომის პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნენ მოძალადეთა წინადადებას, რის გამოც სასტაკად დაისაჯნენ.
XIV საუკუნის დამდეგს ათონი რამდენჯერმე იქცა მტრის სათარეშო არენად. არაბმა პირატებმა უმოწყალოდ გაძარცვეს ქართული სავანე და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი განიზრახეს, მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს, გუმბათიანი ნაგებობის ჩამოქცევა ვერ მოახერხეს.
ქართველთა დახმარებამ და შეწირულობამ XVI საუკუნის დამდეგისათვის რამდენადმე შეცვალა ათონელთა მდგომარეობა. გაჩაღდა აღმშენებლობითი საქმიანობა და დანგრეულ ნაგებობათა აღდგენა-განახლება. XVII საუკუნიდან ათონელებს კვლავ ეხმარებოდნენ თანამემამულენი, ივერთა მონასტერში გრძელდებოდა აღდგენით-აღმშენებლობითი სამუშაოები.
XVIII საუკუნეებში ათონს ეწვია არაერთი მოღვაწე, რამდენჯერმე იყო გამოჩენილი მწერალი და მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი. მან შეისწავლა ათონის სიძველენი, გამოიკითხა ზეპირი ტრადიციული ცნობები, გამოიყენა წერილობითი წყაროები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ მონასტერს ვრცლად აღწერა დიდი ტაძარი. ხუროთმოძღვრებისა და ფერწერის ნიმუშები დაათვალიერა და შეაფასა ისტორიკოსის თვალით.
XVIII საუკუნეში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქართველებმა ათონისადმი დახმარება შესამჩნევად შეამცირეს, მაგრამ რასაკვირველია სულ არ დავიწყებიათ ძველი სავანე. ძღვენით, ყმა-მამულისდ შეწირვით, ძველი მამულების დამტკიცებითა და ადრინდელი უფლებების აღდგენით მას დაეხმარნენ თეიმურეზ II, სოლომონ I, ერეკლე II.
XIX საუკუნის დამდეგიდან, ქართველთა მდგომარეობა ათონზე მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა დაკარგა მფარველ-შემწენი. ქართველ მეფეთა სახით, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა. ბერძნებმა ათონელი ქართველები უფრო მეტად შეავიწროეს. ამიერიდან რუსეთი უნდა დახმარებოდა Gგაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველობას, მაგრამ დასავლეთის ამბებმა, მძაფრმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, სამამულო ომმა მისი ყურედღება ჩამოაშორა ათონს. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და მტკიცედ დამკვიდრდნენ ივერთა მონასტერში
1849 წელს ათონზე იყო ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი. მან აღწერა იმდროინდელი მოღვაწეობა, შეისწავლა ქართული სიძველენი, ნაყოფიერად იმუშავა წიგნსაცავში. მისმა მისვლამ ივერთა მონასტერში გამოაცოცხლა იქაური მოღვაწენი.
ახალი სავანის წინამძღვარი ბ. ბარკალაია, შემდეგაც აქტიურად მოქმედებდა, მიმართავდა რუს ხელისუფალთ და გამოჩენილ ქართველთა მოღვაწეობას და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომლებშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებებს ივერთა სავანის დაარსებაში, განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამღვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ.
მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოვალგვარ ზღვარს გასცილდა. 1883 წელს ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფისა და დედოფლების სახელები გადაშალეს და ბერძნის დააწერეს თითქოს მათი მეფეები ყოფილიყოს. 1972 წელს საბერძნეთის მთავრობამ გააუქმა ათონის ათასწლოვანი ავტონომია და იგი თავის ინტერესებს დაუმორჩილა. რამდენიმე წლის შემდეგ საბერძნეთში სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლის შედეგად ათონი კვლავ ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკად იქცა.

მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა, მ. შ. "დიდი ეკლესია" - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ გადაკეთდა და დღესაც არსებობს. მონასტერი მალე არა მარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარი საეკლესიო-სამონასტრო ცენტრი, არამედ საერთოდ ქართული სულიერი კულტურული მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურის სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმიდელი და მისი ტრადიციების გამაღრმავებელი გიორგი მთაწმიდელი. მათი ხელმძღვანელობით X-XI საუკუნეებში ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. დაიწერა ორიგინალური თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები.
მონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-ბიზანტიურ კულტურის ურთიერთობის გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა "სიბრძნე ბალავარისი". მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI საუკუნიდან. XIII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX საუკუნეში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წელს მონასტერში 51 ქართველი იყო.

user posted image