пятница, 21 мая 2021 г.

ვებინარი თემაზე: ,,კულტურული მემკვიდრეობა და ქართული ვიკიპედია." სტუმრად ჯაბა ლაბაძე-ქართული ვიკიპედიის რედაქტორი


მეტად შთამბეჭდავი და საინტერესო ვებინარის მონაწილენი გავხდით.ჩვენი სტუმარი გახლდათ ქართული  ვიკიპედიის რედაქტორი, ვიკი-კლუბის დამფუძნებელი და უკვე 1500-ზე მეტი სტატიის ავტორი ამ სივრცეში, სურამის N2 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებელთაეროვნული ჯილოს ათეულის წევრი,ქართულ-დანიური პარტნიორობის ექსერტ -მასწავლებელი,ისტორიკოსი  ბატონი ჯაბა ლაბაძე.

შეხვედრის თემა გახლდათ :,, ვიკიპედია და კულტურული მემკვიდრეობა.“მოსწავლეებმა გაიგეს, რომ მათი თანატოლები ვიკი-ჯგუფის წევრები არიან და ქმნიან ისტორია, ამუსავებენ ინფორმაციას მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული ძეგლების სესახებ და განათავსებენ ვიკიპედიაში.დაიბადა სურვილი ამგვარი მუშაობის, რაზედაც ბატონი ჯაბასაგან მივიღეთ შემოთავაზება.იგი სკოლაში გვეწვევა და სამუშაო შეხვედრას გამართავს ბავშვებთან,დააკვალიანებს მათ, როგორ იმუშაონ.დააიმედა მომავალი თაობა, რომ რთული არაფერია,პირიქით, სასიამოვნო,საპასუხისმგებლო და საშვილისვილო საქმეა.

ბატონ ჯაბასთან დიალოგში ჩაერთნენ ისტორიის პედაგოგები: დალი ბუჩუკური და ბელა კოშაძე, საპროექტო ჯგუფის წევრები, მასწავლებელი ნათია მალიძე,ასმათ ჭარელიძე.დიდი გულისყურით ისმენდნენ მოსწავლეთა ოჯახის წევრები....მოეწონათ  ბატონი ჯაბას მრავალმხრივი მოღვაწეობა, ეროვნული სულისკვეთება და ვუსურვებთ წარმატებებს ვიკი-სივრცეში ჩვენი ერის კულტურული მონაპოვრის შესანარჩუნებლად და გამოსამზეურებლად.

სსიპ ქ.თბილისის N32 სკოლაში ვიკი-ჯგუფი იქმნება!

მსურველები გაწევრიანდით!





 

Комментариев нет:

Отправить комментарий