ეროვნული სამოსის დღე
(კონცეფცია)
საქართველო, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი კულტურული კერა, სასურველია, აღნიშნავდეს ეროვნული სამოსის დღეს. აღნიშნული პროექტი სრულად დააკმაყოფილებს საქართველოს ფუნდამენტურ კულტურულ ღირებულებას. აქედან გამომდინარე, იქნა შერჩეული ღონისძიების სახელი „ეროვნული სამოსის დღე“. გათვალისწინებით იმისა, რომ საქართველოში უამრავი ეთნიკური ჯგუფი არსებობს, მათაც უნდა მიეცეთ საშუალება, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ეროვნულ სამოსს, რაც შეესაბამება კულტურული თვითგამოხატვის თავისუფლების პრინციპს. ვინაიდან და რადგანაც, საქართველო ზრუნავს მის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ადამიანისა და თუ ჯგუფის ფუნდამენტურ კულტურულ ღირებულებებს, მიგვაჩნია, რომ მოცემულ ღონიძიებაში ყველა საქართველოში მცხოვრებ ადამიანს უნდა ჰქონდეთ კულტურული თვითგამოხატვის თავისუფლება. ეს პასუხობს დემოკრატიულ პრინციპებს, იუნესკოს 1982 წლის დეკლარაციაში მოცემულ კულტურული განსაზღვრების საკითხებს, რომელიც მოიცავს ადამიანთა ცხოვრების წესებს, ღირებულებათა სისტემას, ტრადიციებს, ცხოვრების წესებს და ა.შ.
აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, კულტურულ მემკვიდრეობად მიიჩნევა ადამიანის ბუნებაზე ზემოქმედების შედეგად მიღწეული ისტორიული ღირებულების ნებისმიერი ქმნილება, ეს იქნება მხატვრულ-ესთეტიკური, სოციალური თუ სხვა. პროექტის ფარგლებში, პოპულარიზაცია გაეწევა პირველ რიგში, ეროვნულ სამოსს, როგორც ისტორიულ ქმნილებას, რომლის თითოეულ განვითარების საფეხურს თან ახლავს ისტორიული მნიშვნელობა. ის გამოხატავს ერის ისტორიას და უშუალოდ საზოგადოების ფორმირების ისტორიას, დროთა მანძილზე. თითოეულ კუთხესა თუ ქალაქს, საკუთარი დამახასიათებელი სამოსი გააჩნია, რომელიც მდიდარია ეროვნული მოტივებით, რომელშიც იკითხება უშუალოდ ქვეყნისა და საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, მისი პოლიტიკურ-ისტორიული ღირებულებები გარკვეული ეპოქის შესაბამისად. თუმცა ამ ღონისძიებას არ ექნება მხოლოდ ერთი ასპექტი - სამოსი. ღონისძიების ფარგლებში პოპულარიზაცია გაეწევა ყველა კუთხის წეს-ჩვეულებებს, მათ ტრადიციებს, სამზარეულოს, არქიტექტურას, ფოლკლორულ თუ ქორეოგრაფიულ ღირებულებებს. მათ შორის, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, აიწიოს განათლების დონემ ოკუპირებული ტერიტორიების კულტურული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის შესახებ, პოპულარიზებული იქნას ის მოსახლეობაში და უმთავრესად ახალგაზრდებში. კულტურული მემკვიდრეობის ღირებულების სრულად წარმოსაჩენად კი საჭიროა მისი პოპულარიზაცია და მომავალი თაობების, ახალგაზრდების დაინტერესების გაზრდა, რაშიც მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული პროექტი დიდ როლს შეასრულებს.
გათვალისწინებით იმისა, რომ ხელოვნება სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული რესურსია, ეროვნული სამოსის დღე ხელს შეუწყობს ნებისმიერ მსურველს, რომელიც მოღვაწეობს ხელოვნების სფეროში, სურვილისამებრ მიიღოს მონაწილეობა პროექტში, თუ მათი შექმნილი ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში არ შეურაცხჰყოფს სხვა რომელიმე ადამიანს/ერს/რელიგიას და ა.შ.
ეროვნული სამოსის დღე, დროთა განმავლობაში, შესაძლოა გახდეს კულტურათაშორისი დიალოგის ერთ-ერთი მთავარი პულსი. ის ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და შესაბამისად გაზრდის დაინტერესებას ქვეყნის კულტურისადმი, რაც მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია კულთურათაშორისი დიალოგისთვის, არამარტო საერთაშორისო მასშტაბით, არამედ ქვეყნის შიგნით, ეთნიკურ ჯგუფებთანაც. ერთობლივი ძალებით ეს მიღწევადი პროცესია. კულტურათაშორისი დიალოგი მეტად მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის სტრატეგიული მიმართულებისთვის და კულტურათა ურთიერთგამდიდრებისთვის, რასაც პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) ნამდვილად პასუხობს.
აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) არ მოიცავს მხოლოდ დედაქალაქს, ის გათვლილია რეგიონებზეც, რათა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს ამ ღონისძიებებში. რეგიონს მიეცემა საშუალება, სააშკარაოზე გამოიტანოს საკუთარი შესაძლებლობები და პოპულარიზაცია გაეწიოს რეგიონებში მოღვაწე ხელოვანებს, ფოლკლორისა თუ ქორეოგრაფიის, მხატვრობის და სხვა მსგავს სფეროში მოღავაწე ადამიანებს. გააქტიურდნენ ახალგაზრდები და მათშიც გაიზარდოს ინტერესი ფუნდამენტური ღირებულებებისადმი და აიმაღლონ/მიიღონ ცოდნა კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ეროვნული სამოსის დღე ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის საერთაშორისო განვითარებას. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც ტარდება აღნიშნული დღე, ცხადჰყოფს, რომ იზრდება დაინტერესება ამ ქვეყნის კულტურული ღირებულებებისადმი და ხელი ეწყობა მის პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით, ასევე ინტერესდება უამრავი ტურისტი ამ დღით, თითოეული ტურისტი კი მეტად მომგებიანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.
გამომდინარე აქედან, მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ გადაწყვეტილება ეროვნული სამოსის დღის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. შევიდეს დამატება საქართველოს შრომის კოდექსის IV თავის მე-20 მუხლში, ამ დღის უქმედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ 18 მაისს. სტატისტიკური გამოთვლის თანახმად, აღნიშნული დღე დაახლოებით, 60 წლის მანძილზე 18-ჯერ მეორდებ შაბათს და კვირას, ასევე მიახლოებულია საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, რომელიც 26 მაისს აღინიშნება და არცერთ სხვა უქმე დღეს არ ემთხვევა. მიგვაჩნია, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული დღესასწაული შექმნის შესაფერის პატრიოტულ განწყობას/გარემოს, რომელიც თანხვედრაშია და
Комментариев нет:
Отправить комментарий