пятница, 21 мая 2021 г.

გილოცავთ!-2021


დღეს უჩვეულო განცდა დამეუფლა...
ჩემს ცხრილში აღარ ჩანს მე-12 ა კლასის გაკვეთილი....
გუშინ ბოლო გაკვეთილი ჩავატარე-უჩვეულო,თბილი, ამაღელვებელიცა და სასიამოვნოც...
მე და ნინო მასწავლებელმა ერთად დავიწყეთ ამ კლასში მუშაობა.ნინო დამრიგებელი, მე-ქართულის მასწავლებელი...
ბევრი კლასის საათი, ექსკურსია, საუბარი, სიცილი და ტკივილი ერთად გადაგვიტანია...
წამყვანი მასწავლებელიც ამ კლასში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილით გავხდი...
მადლობა ამ კლასის დამრიგებელს, სკოლის დირექციას,მშობლებსა და აწ უკვე კურსდამთავრებულებს.
ჩემო ტყუპებო! თქვენ ჩემი ერთგული და უღალატო მსმენელები იყავით ონლაინ თუ დასწრებულ გაკვეთილებზე.მადლობა ყველაფრისათვის.
მომენატრებით!
ყველას გეფერებით!
გილოცავთ სკოლის ბუდიდან გადაფრენას!














 

Комментариев нет:

Отправить комментарий