воскресенье, 13 июня 2021 г.

ჩემი ქართული

 

როგორც მდინარეს
შენაკადების მღვრიე ნაკადი,
ამღვრევს და ელფერს უკარგავს ხშირად........
ისე,შენ ,ჩემო მშობლიურო, ქართულო სიტყვავ,
ჩაგაცვეს თალხი და ახლა
სახემოღრუბლული,
სევდით და ოხვრით,
ვერ იგებ,
რასაც შენს ენაზე მეტყველებს ხალხი.....
ვერ იგებ ,ასე როგორ გვიტევს უცხო სიტყვათა 
ქარიშხალი თუ კორიანტელი....
ვერ იგებ,ასე როგორ გაახალისა ჟარგონებმა ახალგაზრდები....
ვერ იგებ ნაწერს,და ვერც იმას,
რატომ ,,ჯღაბნის" ასე ქართველი....
როგორც მდინარეს,
შენც ისე გამღვრევს ,,შენაკადები",
მაგრამ ქართულო,
უძველესო ენავ ძლიერო,
კვლავ ინარჩუნებ მეობას და 
კვლავაც ხმაურობ,
შენი ნათელი ანათებს არეს,
როგორც სანთელი
და სულში აღწევს 
მშობლიური ენის ნათელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий