ფუტკარივით მშრომელ ადამიანებს რა გამოლევს გურიაში.
მეგზურობას გაგიწევთ.
გამომყევით!
ლანჩხუთის რაიონი, სოფელი აცანა...
მსურს გაგაცნოთ ახალგაზრდა მეფუტკრე-ემზარ ჩხაიძე.
1.რამდენი წელია, რაც ფუტკრის მოშენებას მოჰკიდეთ ხელი?
უკვე 8 წელია, რაც ცალკე კომლად დავფუძნდი და ფუტკრების მოშენება დავიწყე.ყოველთვის მაინტერესებდა ეს საქმე.დიდმა ინტერესმა დიდი სიყვარული მოიტანა...შრომა და დაკვირვებაა საჭირო, ცოტა ინტუიცია და გამოცდილება...როცა პირველად უნდა გააკეთო, გამოცდილ ადამიანებსაც უნდა დაეკითხო და..საქმეც გამოვა.
2.როგორ მრავლდება ფუტკარი?
ყველა ოჯახს ჰყავს ერთი დედაა.გაზაფხულზე ხდება სათადარიგო დედის გამოჩეკვა. იმ ახალ დედას მიჰყავს ნაწილი ფუტკარი და იქმნება ახალი ოჯახი.
აქ ასე ვამბობთ- კუთხურად ,,ფუტკარმა ყარაო"და ისე ფუტკრის მიყრა ესაა ახალი ოჯახის გამოყოფა ძირითადისაგან. აი, ასეთია ეს პროცესი.
ერთი ძირითადი ოჯახისგან შეიძლება გამოიყოს 2- 3 ან შეიძლება მეტი ოჯახიც. გააჩნია ძირითადი ოჯახი რამდენად ძლიერია.
მთლიანად ვჭრით იმ ტოტს, სადაც მისეულია ფუტკრები და ვათავსებთ სკაში.
მეტად საინტერესო სანახავია ფუტკრის ნაყარი ხის ტოტზე.
3.როგორი კლიმატი უყვარს ფუტკარს.აქვს წელიწადის დროს რაიმე მნიშვნელობა?
-შემოდგომა თითქმის ამოვარდა წელიწადის დროიდან . აქ წელიწადის ამ დროს ძაან სითბოა კი არა და, ცხელა. შემოდგომაზე ემართება ფუტკარს ტკიპა და ამ სითბოზე ის ტკიპა კარგად იკიდებს ფეხს,ფუტკარს წამალი ვეღარ შველის და ტკიპა ანადგურებს მას.
4.ფაროსანამ თუ მიაყენა ზიანი მეფუტკრეობას?
ფაროსანას შეწამლვამაც დიდი ზიანი მიაყენა მეფუტკრეობას და წელს საქართველოს წამყვანი მეფუტკრეების სტატისტიკით 60% ფუტკრისა გაწყდა და ძლივს გადაარჩინეს სრულ განადგურებას.
5.ვინ აგრძელებს სოფელში ამ საქმიანობას კიდევ?
მეფუტკრეობით ბევრი ადამიანია სოფელში დაინტერესებული.ეს არის ჯანმრთელობის უებრო ელექსირი, ჯანსაღი ცხოვრების გარანტი და შემოსავლის წყარო.
მეფუტკრეები არიან :დათო, გია, ბიჭიკო, რეზო, მამუკა ჩხაიძეები...და კიდევ ბევრი...ჩვენ ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას.მე ასე ვისწავლე თავიდან....ვკითხულობდი, ვაკვირდებოდი...
მინდა მომავალი თაობა დაინტერესდეს ამ საქმით..ფუტკარს უყვარს მშვიდი, ფუტკარივით მშრომელი პატრონი...
Комментариев нет:
Отправить комментарий