ჩემო ძვირფასო პედაგოგებო!
შემოდგომის პირველი კვირა დადგა......
ეს ის დროა,როცა ადამიანები მოსავალს იღებენ და ხვავსა და ბარაქას თავიანთ სახლებში აბინავებენ..........ჩვენ,პედაგოგები მუდამ ვშრომობთ და მოსავალს მოზარდის გულსა და გონებაში ვაბინავებთ....ჩვენთვის გაზაფხულ-შემოდგომა არ არსებობს....მასწავლებელი მუდამ მასწავლებებლია.....მასწავლებლის დღეც შემოდგომის ბარაქიან თვეს აღინიშნება....იმიტომაც ალბათ,რომ ჩვენი ჯეჯილი არ ჭკნება და მუდამ ბიბინებს...........გილოცავთ, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, მასწავლებლის დღეს!იყავით მხნედ.რამეთუ მხნედმყოფმა და ენერგიულმა უნდა აღზარდო ჯანსაღი თაობა....
ძალა გაქვს და ენერგია,ხიბლი სულ სხვაფერი,
შენ ხომ მასწავლებელი ხარ,შემოგყურებს ერი!
შენ ხომ სულის ოსტატი ხარ,რას დაგაკლებს მტერი!
შენ რა დაგღლის,კი არ კვნესი, მომავლისთვის მღერი!
დაე,არ მოშლოდეს ჩვენს ერს გონიერი მასწავლებელი!
Комментариев нет:
Отправить комментарий