1. გაკვეთილის თემა
|
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „მერანი“ -ლიტერატურული პარალელები
|
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
საშუალო საფეხური, XI კლასი
|
3. საგნის დასახელება მასწავლებლის სახელი, გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
ლია ჩხაიძე
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
27 მოსწავლე
|
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
1სსსმ მოსწავლე
|
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
|
1. მოსწავლეები გაიაზრებენ, იმსჯელებენ, წარმოადგენენ რომანტიზმს, როგორც ლიტერატურულ მიმდინარეობას. ისაუბრებენ მის ევროპულ წარმომავლობაზე. მის გავრცელებაზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, რუსეთში და საქართველოში. იმსჯელებენ ქართული რომანტიზმის წარმოშობის მიზეზებსა და მის თავისებურებებზე.
2. მოსწავლეები წარმოადგენენ და იმსჯელებენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექს ,,მერანის“ იდეურ–მხატვრულ ანალიზს.
3. მოსწავლეები შეძლებენ მოძიებული სამეცნიერო ლიტერატურის დაკავშირებას ლექსის ანალიზთან.
4. მოსწავლეები გაავლებენ ლიტერატურულ პარალელებს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანსა“ და პოლონელი რომანტიკოსი პოეტის ადამ მიცკევიჩის „ფასისს“ შორის, „მერანსა“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ შორის, „მერანსა“ და გალაკტიონ ტაბიძის „ლურჯა ცხენებს“ შორის. იმსჯელებენ მათ მსგავსებასა და განსხვავებაზე, ეპოქაზე და ამ შემოქმედთა პოეტური ხედვის თავისებურებებზე.
5. მოსწავლეები იმსჯელებენ, რომ რომანტიზმი დღესაც არსებობს ხელოვნებაში და ახალ–ახალ სივრცეებს იპყრობს. ისაუბრებენ, ვინ იყვნენ ქართული რომანტიზმის წარმომადგენლები და მათ შორის როგორი ადგილი უკავია ნიკოლოზ ბარათაშვილს.
|
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ინდიკატორები
|
·
მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა პერიოდის ტექსტებს. მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეების და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
·
აანალიზებს, როგორ გამოიყენება მხატვრული–არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.
·
აანალიზებს მხატვრული ნაწარმოების ენობრივ საშუალებებს ფუნქციონირების თვალსაზრისით.
|
8. თანმიმდევრობა (აქტივობა, დრო)
|
აქტივობა 1. გონებრივი იერიში (საერთო საკლასო მუშაობა)
მიზანი: მოსწავლეთა მოტივაციის შექმნა.
დრო: 3 წთ.
აღწერა: მოსწავლეთა მოტივაციის შესაქმნელად მასწავლებელი მთელი კლასის წინაშე სვამს კითხვებს:
ა) სად წარმოიშვა რომანტიზმი, რომელ საუკუნეში?
ბ) რა არის მისი ძირეული მახასიათებლები?
გ) დავასახელოთ ევროპის წამყვანი ქვეყნების რომანტიკოსები.
დ) რამ განაპირობა ქართული რომანტიზმის წარმოშობა?
ე) როგორ ხასიათს ატარებდა ქართული რომანტიზმი?
ვ) ვინ არიან ქართული რომანტიზმის წარმომადგენლები?
ზ) როგორი სტილით წერდნენ ქართველი რომანტიკოსები?
კლასი პასუხობს დასმულ შეკითხვებს, მასწავლებელი აკეთებს შესაბამის კომენტარებს.
აქტივობა 2.(საერთო
საკლასო მუშაობა)
მიზანი: ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსის „მერანის“ იდეურ–მხატვრული ანალიზი.
დრო: 5 წთ.
აღწერა: მასწავლებელი მთელი კლასის წინაშე სვამს კითხვებს. დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხების მიხედვით მოვახდენთ ლექსის იდეუ–მხატვრულ ანალიზს:
ა) რა გახდა ნ. ბარათაშვილის „მერანის“ დაწერის საბაბი?
ბ) რა არის მარანი?
გ) რისი სიმბოლოა ყორანი?
დ) საით მიაფრენს ლექსის ლირიკულ გმირს მერანი?
ე) როგორი ფიქრები აწვალებენ პოეტს?
ვ) რა დაბრკოლებები უნდა გადალახოს მერანმა?
ზ) რისთვის არის მზად ლექსის ლირიკული გმირი? რა შეუძლია დათმოს?
თ) ვინ ეგულება გულის მესაიდუმლედ ლექსის ლირიკულ გმირს?
ი) რას ამბობს, სად ვერ დაიმარხება ლექსის ლირიკული გმირი?
კ) რისკენ მოუწოდებს, რას სთხოვს ლექსის ლირიკული გმირი მერანს?
ლ) რომელ სტრიქონში ჩანს ლექსის ლირიკული გმირის დაუმორჩილებლობა ბედისადმი?
მ) რა არის რეფრენი? დავასახელოთ ის ორი სტრიქონი, რომელიც ამ ლექსის რეფრენია.
ნ) რა არის ლექსის ლირიკული გმირის უმთავრესი მიზანი?
ო) რა მისია აკისრია ლექსის ლირიკულ გმირს?
პ) რისკენ მოგვიწოდენს „მერანი“?
კლასი პასუხობს, მოსწავლეები მსჯელობენ, აკეთებენ დასკვნებს, მასწავლებელი აკეთებს შესაბამის კომენტარებს.
აქტივობა 3.(ჯგუფური მუშაობა)
აღწერა:მოსწავლეები მოეწყობიან ჯგუფებად.მასწავლებელი დაურიგებს
ბარათებს,რომელზედაც ჩამოწერილია კითხვები;აგრეთვე დაურიგდებად ქსეროასლები
ტექსტისა,რომლითაც უნდა იმუშაონ;ფურცლები,კალმები,მარკერები დევს მაგიდაზე.
დრო-მოფიქრებისათვის 5 წთ.პრეზენტაციისათვის-5 წთ.
ჯგუფი
N1.
მიზანი: ლიტერატურული პარალელის გავლება პოლონელი რომანტიკოსი პოეტის ადამ მიცკევიჩის „ფარისსა“ და ნ. ბარათაშვილის „მერანს“ შორის.
დრო: 5 წთ.+5 წთ.
ა) რომელ ლიტერატურულ ჟანრს განეკუთვნება ადამ მიცკევიჩის „ფასისი“?
ბ) ჩამოვაყალიბოთ კიტა აბაშიძის თვალსაზრისი ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანზე“.
გ) ვიმსჯელოთ ვახტანგ კოტეტიშვილის თვალსაზრისზე „მერანის“ ირგვლივ.
დ) თქვენი აზრით, კონკრეტულად რით ჰგავს ერთმანეთს და რით განსხვავდება „მერანი“ და „ფარისი“?
ე) არსებითია თუ არა მათი მსგავსება და განსხვავება?
ვ) რა არის ყველაზე ხილული პარალელი არ ორ ნაწარმოებს შორის?
ზ) რისი სიმბოლოა ყორანი „ფარისის“ მიხედვით?
თ) რას ესწრაფვის არაბი ბედუინი „ფარისში“?
კლასი პასუხობს, მოსწავლეები მსჯელობენ, მასწავლებელი აკეთებს შესაბამის კომენტარებს.
ჯგუფიN2.
მიზანი: ლიტერატურული პარალელის გავლება „მერანსა“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“ შორის.
დრო: 5 წთ.+5 წთ.
აღწერა: მასწავლებელმა წინა გაკვეთილზე მისცა დავალება, რომ მოეძებნათ „ვეფხისტყაოსანში“ ის ადგილები, წაეკითხათ და ამოეწერათ, სადაც ნახსენებია „მერანი“ და „ყორანი“. მასწავლებელი სვამს კითხვებს:
ა) სად უნდა ვეძებოთ ნ. ბარათაშვილის შთაგონების სათავე?
ბ) სად, რომელ ნაწარმოებშია პირველად გაელვებული მერანი? (დავასახელოთ მაგალითები).
გ) სად გვხვდება პირველად „შავი ყორნის“ სიმბოლიკა?
დ) რაზე არიან ამხედრებული რუსთაველის მაღალზნეობრივი გმირები?
ე) რაზეა ამხედრებული ბარათაშვილის ლირიკული გმირი?
ვ) როგორ გააცოცხლა ნ. ბარათაშვილმა ავთანდილის ანდერძში გამომჟღავნებული დიდი ზნეობრივი მოვალეობის შეგრძნება.
ზ) დავასახელოთ პარალელები ორივე ნაწარმოებიდან.
კლასი პასუხობს, მოსწავლეები მსჯელობენ, მყარი არგუმენტებით ამტკიცებენ საკუთარ აზრს. მასწავლებელი აკეთებს შესაბამის კომენტარებს.
ჯგუფი N3.
მიზანი: ლიტერატურული პარალელის გავლება „მერანსა“ და გალაკტიონ ტაბიძის „ლურჯა ცხენებს“ შორის.
დრო:5 წთ.+5 წთ.
აღწერა: მოსწავლეებს უკვე შესწავლილი აქვთ გალაკტიონ ტაბიძის „ლურჯა ცხენები“. „მერანის“ სწავლების პროცესში მათ ბევრი დაინახეს ამ ორ გენიალურ ლექსს შორის. ერთი მოსწავლე ზეპირად ამბობს ლექსს. მასწავლებელი სვამს კითხვებს:
ა) რა არის მთავარი ნიშანი, რითაც ეს ლექსები ჰგავნან ერთმანეთს?
ბ) რის წინააღმდეგ ამბოხებაა ორივე მათგანში წარმოდგენილი? გ) როგორია მერანის მოძრაობა?
დ) როგორი საგნების გარემოცვაში არსებობს მერანი?
ე) რისი სახეა ლურჯა ცხენები?
ვ) როგორი სამყაროს არსებები არიან ლურჯა ცხენები?
ზ) როგორი სამყაროს არსებაა მერანი და რა თვისებისაა?
მოსწავლეები მსჯელობენ, აკეთებენ დასკვნას, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილსა და გალაკტიონ ტაბიძეს დიდი სულიერი ნათესაობა აკავშირებთ.
აქტივობა 6. შეფასება
მიზანი: მუშაობით მიღებული შედეგების შეჯამება.
დრო: 3 წთ.
მოსწავლეთა ორგანიზება (შეფასების ფორმა– დაკვირვება).
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა.
შესწავლილი მასალის ცოდნა.
დამოუკიდებელი აზროვნებისა და თანმიმდევრული მსჯელობის უნარი.
აქტივობა 7. საშინაო დავალების მიცემა.
მიზანი: ინფორმაციის შეჯამება–განმტკიცება.
პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება.
დრო: 3 წთ.
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს დავალებად აძლევს, დაწერონ- ნიკოლოზ ბარათაშვილის „ მერანი“ და ლიტერატურული პარალელები
|
9. სასწავლო რესურსები:
|
1. სახელმძღვანელო:ქართული ენა და
ლიტერატურა:ნ.მარლაკელიძე.ნ.ღონღაძე
2.
ფორმატები,მარკერები,რვეული,ავტოკალამი.
3.
პროექტორი,კომპიუტერი.
4. ფოტოაპარატი,ვიდეოგადამღები.
|
10.გამოყენებული ლიტერატურა:
|
|
რასაც აქ ვწერ,ეს მატიანეა... მინდა ყველაზე ძვირფასი სახელები გამოვამზეურო, ლამაზი წამები ძვირფას მოგონებად შემოვინახო, უგულობა - სიყვარულად, ტყუილი -სიმართლედ, შური -სიკეთედ, უმადურობა -მადლიერებად ვაქციო, მოვესათუთო და მოვეხმატკბილო სამყაროს უძვირფასეს ქმნილებებს - ადამიანებს!
суббота, 13 января 2018 г.
ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი „მერანი“ -ლიტერატურული პარალელები
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий