понедельник, 23 мая 2011 г.


ეთნოგრაფიულ მუზეუმში ასმათ და ლია მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად.........



понедельник, 16 мая 2011 г.

9 გზავნილი მასწავლებელს!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ჩვენი ქვეყნის მასწავლებლებს ცხრა გზავნილი გაუგზავნა.ეს გზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებაა იმაზე, თუ როგორი მასწავლებელი პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და როგორი მასწავლებლის მოთხოვნაა დღეს საზოგადოების მხრიდან.
1. მე უნდა ვიყო სამართლიანი ;
2. მე უნდა ვიყო ღია სიახლეებისათვის ;
3.მე უნდა ვიყო შემოქმედებითი ;
4.მე უნდა ვიყო ტოლერანტი ;
5.მე უნდა ვიყო თვითკრიტიკული ;
6.მე ვასწავლი და ვსწავლობ ;
7.ვზრუნავ უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე ; 
8.სკოლა ჩემი სახლია ;
9.ვაშენებ სამოქალაქო საზოგადოებას. 

ჩილელი პოეტის , გაბრიელა მისტრალის ,,მასწავლებლის 10 მცნება".



1. გიყვარდეს მთელი გულითა და სულით.თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. ასწავლე სადად,უბრალოდ.ისე,რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3.გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევს სრულყოფილებას.
4.ასწავლე ისე,რომ გახსოვდეს მშვენიერება,რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5.იყავი გულანთებული. ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში.
6. სული შთაბერე გაკვეთილს. ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალ არსებასავით.
7. იზრუნე სულის ამაღლებაზე.რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8.გახსოვდეს,შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9.ყოველდღე,გაკვეთილის დაწყებამდე, საკუთარ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს გული.
10.იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა.

суббота, 7 мая 2011 г.

ჩემს მოსწავლეებს!


ჩემი სულის მტრედები ხართ,
მე ჩემს გულში აგიშენეთ ბუდე...
ამ ბუდეში დაგფოფინებთ,
შემოგავლეთ ირგვლივ ფიქრის ზღუდე....
თავს გევლებით,გაფრთიანებთ,
მინდა მალე თავად შეძლოთ ფრენა....
მინდა იყოთ ლაღები და ჯანსაღები,
მინდა მამულს მოუტანოთ ლხენა....
ჩემი სულის მერცხლები ხართ,
მაიმედებთ და მახარებთ როგორ!
ყველა ერთი მთლიანი ხართ,
ვისაც გიცნობთ-ბიჭი ხარ თუ გოგო!
რამდენიც ხართ,იმდენგვარი ხასიათი,
იმდენგვარი უნარი და ნიჭი
უნდა ნათლად დავინახო და შევიცნო,
არ გამომრჩეს სულ მცირედი ბიძგი...
...და უნებურ ფიქრი სადღაც მიმაქანებს,
ღამითაც კი არ მშორდება დარდი..
ვფიქრობ,იქნებ მასაც რამე გაუჭირდა,
თქმა უნდოდა და გვერდით არ ვყავდი....
დედის გულის რუდუნებით ვხვდები უმალ,
რა გინდოდათ,რატომ გსურდათ,როგორ?!
ყველა მართლა ჩემი სულის ნაწილი ხართ,
ყველა!
ყველა!
ბიჭი ხარ თუ გოგო!