суббота, 21 декабря 2013 г.

დავამთავრეთ პირველი სემესტრი-2013








დღეს,20 დეკემბერს,შევიკრიბეთ მეათე კლასის მოსწავლეები და პედაგოგები: ლია ჩხაიძე,დალი ბუჩუკური,ნინო ბურჭულაძე,ასმათ ჭარელიძე,სკოლის დირექტორი ქალბატონი ნანა ქაჯაია,ფსიქოლოგი მანანა ბურდული,საინფორმაციო მენეჯერი სიდონია ჟიჟილაშვილი....
გაიმართა მოსწავლეების მიერ გაკეთებული პროექტების-,,მუსიკის გავლენა ადამიანზე" და ,,უძველესი ქართული წარწერა" პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა-მე-8 და მე-10 კლასის იმ მოსწავლეებმა,რომელსაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ქალბატონი ლია ჩხაიძე გვასწავლის,ერთად განვახორციელეთ ეს პროექტი,გავაკეთეთ ბლოგი,მოვამზადეთ ვიდეო-მასალა,გავაკეთეთ სლაიდშოუ,ჩავატარეთ მინი-კვლევა....ყველაფერი ეს გავაცანით დამსწრე საზოგადოებას,მასალები განვათავსეთ ბლოგზე.
დასასრულს,სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ქაჯაიან გადმოგვცა სიგელები.საინფორმაციო მენეჯერმა გაგვიზიარა რჩევები ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით.ლია მასწავლებელმა სპესიალური რუბრიკებით სეგვიფასა პროექტი.
იმედია,მომავალში უფრო უკეთესი გამოვა ჩვენი ნამუშევარი.
ჩვენი თანაკლასელის ავთო ირემაშვილის სესრულებულმა მუსიკალურმა ნაწარმოებებმა გაგვამხიარულა და წინასაახალწლო განწყობა შეგვიქმნა.

среда, 11 декабря 2013 г.

ეს უნიკალური რეცეპტი სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის

ავტორი: Devi თარიღი 17-11-2013, 03:16 | კატეგორია: რჩევები, სამკურნალო რეცეპტები

გთავაზობთ ონკოლოგების მიერ შემუშავებულ უნიკალურ რეცეპტს კიბოს და სხვა მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად.
ინგრედიენტები:

1. 15 ც. მწიფე ლიმონი
2. 12 თავი ნიორი
3. 1კგ. ნატურალური თაფლი
4. 400გრ. ხორბლის მარცვალი
5. 400 გე. ნიგოზი

მომზადების წესი:


დავფქვათ ხორბლის მარცვლები; შემდეგ დავფქვათ ნიორი და ნიგოზი ერთად; დავაქუცმაცოთ (ბლენდერის მეშვეობით) 5ც. ლიმონი კანიანად; შევურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და დავამატოთ დარჩენილი 10 ც. ლიმონის , მხოლოდ წვენი; ბოლოს ვამატებთ თაფლს და ხელახლა კარგად ვურევთ. მიღებული მასა გადავიტანოთ მინის ქილაში ,კარგად მოვარგოთ ხუფი და შევდგათ მაცივარში,3დღის შემდეგ მზადაა გამოსაყენებლად.

გამოყენების წესი:


I ვარიანტი - 1-2 ს/კ ჭამამდე 30 წუთით ადრე,დღეში 4 ჯერ;
II ვარიანტი (ონკოლოგიური დაავადებების დროს) - 1-2 ს/კ ყოველ 2 საათში.

ეს უნიკალური რეცეპტი სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის:

- გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს;

- იმუნური სისტემის გასაძლიერებლად;

- ღვიძლის ,თირკმლისა და სასუნთქი გზების გასაწმენდად;

- გონებრივი შესაძლებლობების და მეხსიერების გასაუმჯობესებლად;

- ამცირებს გულის იშემიური დაავადებების განვითარების რისკს, არსებობის შემთხვევაში გამოიყენება მათ სამკურნალოდ;

- აღადგენს ორგანიზმის სასიცოცხლო რესურსებს პოსტოპერაციულ პერიოდში;

- უნარჩუნებს სხეულს სიჯანსაღეს, ენერგიას,ახალგზრდულ იერს, ვინაიდან შეიცავს ყველა საჭირო ვიტამინს,მინერაურ მარილებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, კარბოჰიდრატებს და ცხიმს.