суббота, 12 декабря 2015 г.

ზმნისწინთა მართლწერა
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები
ღნიშნე; განაგრძე; ათაისუფლებს; ახორციელებს; აზოგადებს
რას ნიშნავს ზმნისწინი
ზ მ ნ ი ს წ ი ნ ი = ზმნის წინა ნაწილი. ერთ ან ორმარცვლიანი ელემენტი, რომელიც ზმნას თავში დაერთვის.
ზმნისწინებია: მი, მო,ა (აღ), ჩა, და, შე, გა ( გან), გადა, წა, ამო ( აღმო), ჩამო, შემო, გამო, გადმო, წამო
რატომ ვუშვებთ შეცდომებს?
თანამედროვე ქართულში ახალ ზმნისწინებთან ერთად მათი ძველი „მოძმეებიც მოღვაწეობენ“.
ა -, გა -, წა – ზმნისწინების ძველი ფორმებია აღ -, გან -, წარ;
ძველ და ახალ ზმნისწინთა თანაარსებობა იწვევს მათ აღრევას და აქედან გამომდინარე – ორთოგრაფიულ შეცდომებსაც.
რა უნდა გვახსოვდეს
ზმნისწინებს ვიყენებთ სრულად (გაუთიშველად)
გან  გან – ვ – ათავისუფლე
წარ  წარ – ა – დგენს
აღ აღ – ვ – ნიშნე
  • არ ვიყენებთ ძველი ან მოქმედი ზმნისწინების ნაშთს ( ნარჩენს ) ნ, რ, ღ – ზმნებში – ახორციელებს, ადგენს, ზრდის, ათავისუფლებს…
  • ზმნისწინის გათიშვა ( პირველი სუბიექტური პირის ან ქცევის ნიშნებით) დაუშვებელია!
შეცდომები რომ არ დავუშვათ
ზმნისწინი ან მთლიანად, გაუთიშველად უნდა გამოვიყენოთ, ან მთლიანად მოვაცილოთ ზმნის ფუძეს.
სწორია:
  • ავითარებს, ავითარებდა – განავითარებს, განავითარებდა
  • ასხვავებს, ასხვავებდა – განასხვავებს, განასხვავებდა
  • ასახიერებს, ასახიერებდა – განასახიერებს, განასახიერებდა
  • აღვნიშნავ, აღვნიშნავდი, აღვნიშნე
  • განვაგრძე
  • ახორციელებს, განვახორციელე, განხორციელდა
  • აზოგადებს, განვაზოგადე, განაზოგადა, განზოგადებული, განმაზოგადებელი
  • ათავისუფლებს, ათავისუფლებდა – განათავისუფლა, განათავისუფლებდა, განთავისუფლდა/გათავისუფლდა
დააკვირდით:
სწორ ფორმებში ზმნისწინი მთლიანადაა წარმოდგენილი (განთავისუფლდა) ან მთლიანადვეა მოცილებული (ძირითადად – აწმყო დროში  –  ათავისუფლებს)
გამონაკლისი:
ერთადერთი გამონაკლისი, სადაც პირველი პირის ნიშანი – ვ წინ უსწრებს ზმნისწინს, არის ზმნა ვაღიარებ (ვ + აღ = ვაღიარებ)
ყველა დანარჩენი აღ   ზმნისწინიანი ზმნის პირველი პირის სწორ ფორმებში, ჯერ უნდა დაიწეროს ზმნისწინი, შემდეგ I სუბიექტური პირის ნიშანი (აღ+ვ=აღვნიშნავ)
რუბრიკის ავტორი: ნინო ლომიძე
ფილოლოგი