გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი: ლია ჩხაიძე.01030021824
გაკვეთილის
თემა:
|
სამოქალაქო საზოგადოება და ბრბო
გიორგი ლეონიძის
,,მარიტას“ მიხედვით
|
გაკვეთილის
ტიპი:
|
ინტეგრირებული
|
საგნები:
|
ქართული ენა და ლიტერატურა;
სამოქალაქო განათლება.
|
სკოლა,სწავლების
საფეხური/კლასი:
|
ქ.თბილისის N 32 საჯარო სკოლა.საშუალო საფეხური.IX (ა)კლასი
|
მოსწავლეთა
რაოდენობა:
|
22
|
გაკვეთილის
მიზანი:
|
ქართული
ქართ.IX.1
მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხებზე.
ქართ.IX.5მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება
სამოქალაქო განათლება
მოქ.IX.1.
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
(წთ)
|
1
|
აქტივობა
1. მისალმება საგაკვეთილო განწყობის შექმნა
(
საკლასო გარემოს, სივრცისა და მოსწავლეთა
ორგანიზება.- 2 წთ)
აქტივობის მიზანი:
აქტივობებზე მორგებული და ორგანიზებული
საკლასო გარემოს შექმნა, საგაკვეთილო მზაობის
მოტივირება
აქტივობის აღწერა:
მისალმება, მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.
გაკვეთილის მიზნის
და შეფასების ტიპის გაცნობა
|
პროექტორით ეკრანზე აჩვენებს წარმოდგენილ აქტივობას,რომ
ვიზუალურმა მასალამ გაუადვილოს აღქმა.კედელზეც გაკრულია შეფასების რუბრიკა
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
პროექტორი
ეკრანი,
ლეპტოპი,
შეფასების რუბრიკა
|
2
წთ
|
2
|
აქტივობა 2 .გონებრივი იერიში 3 წთ.
აქტივობის
მიზანი:
აქტივობის აღწერა: ასოციაციური
რუკის წრეში ჩაწერილია სიტყვა ,,პიროვნება“.მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ სავარაუდო
კითხვებს:
·
რას გეუბნებათ სიტყვა
პიროვნება?
·
ადამიანი უფრო მეტს
ნიშნავს თუ პიროვნება?
·
იბადებიან თუ არა პიროვნებებად?
·
სად ვითარდება პიროვნება?
·
როგორ ვითარდება პიროვნება?
·
როგორ უყალიბდებათ
ადამიანებს ღირებულებები?
·
რომელი ღირებულებებია
თქვენთვის მნიშვნელოვანი?
(ამ
კითხვებზე პასუხით ივსება ასოციაციური რუკა)
|
გონებრივი იერიში
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
მარკერი
ფლიპჩარტი
|
3წთ
|
3
|
აქტივობა 3.
ჯგუფური სამუშაო 5 წთ.
აქტივობის მიზანი:
აქტივობის აღწერა: კლასი
დაყოფილი 4 ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს ურიგდება მასწავლებლის მიერ მომზადებული კითხვარი. კითხვები
შედგენილია როგორც ქართულის,ისე სამოქალაქო განათლების საკითხების
გასააზრებლად.
|
ჯგუფური სამუშაო
|
ჯგუფის ნაშრომს ინდივიდუალურად წარმოადგენს მოსწავლე
|
მარკერი
ფლიპჩარტი,ჯგუფის ნაშრომი
|
5წთ
|
4
|
აქტივობა
4. პრეზენტაცია კლასის წინაშე-10წთ
აქტივობის მიზანი: ნააზრევის
ლაკონურად და სწორად ჩამოყალიბება; მოსწავლე
არგუმენტირებულად გამოთქვამს საკუთარ აზრს.
აქტივობის აღწერა: მუშაობენ და თანამშრომლობენ ერთმანეთთან,იზიარებენ ერთმანეთის
მოსაზრებას,ამზადებენ საპრეზენტაციო ტექსტს.
|
პრეზენტაცია
|
მოხსენება კლასის წინაშე
|
მარკერი
ფლიპჩარტი,ჯგუფის ნაშრომი
|
10წთ
|
5
|
აქტივობა 5.
ფილმის ჩვენება 3 წთ.
აქტივობის მიზანი: ტექსტში
გადმოცემული ეპიზოდის ვიზუალური აღქმა.
აქტივობის აღწერა: უყურებენ
ფილმს,ინისნავენ სასურველ ინფორმაციას.
|
ვიდეომასალის წარმოდგენა-ნაწყვეტი ფილმიდან ,,ნატვრის
ხე“-მარიტას დასჯის ეპიზოდი
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
კომპიუტერი
პროექტორი
|
|
6
|
აქტივობა 6. კითხვა -პასუხი-3 წთ.
აქტივობის მიზანი: ფილმისა
და ნაწარმოების ანალიზის შედეგად მოსწავლეთა
შეხედულებების ჩამოყალიბება სამოქალაქო საზოგადოებისა და ბრბოს შესახებ?
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის
მიერ დასმულ შეკითხვებს,აჯამებენ გაკვეთილს:
·
თქვენი აზრით,მოცემულ
ეპიზოდში ვინ წარმოადგენს ბრბოს?
·
ვინ ლიდერობს ბრბოს?
·
რით იკვებება ბრბო?
·
როდის ისადგურებს სიმშვიდე?
·
რა
პრინციპებით უნდა იცხოვროს საზოგადოებამ , რომ ბრბოს სამართალი არ ამოქმედდეს?
(წერენ თეზისების სახით ფერად ფურცლებზე,ახმოვანებენ და აწებებენ ფორმატზე ):
ü ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს;
ü ზნეობრივად უნდა აღიზარდოს ოჯახში
შვილები;
ü
ü ხალხმა გონების კარნახით უნდა
იმოქმედოს და არა-ინსტიქტით;
ü საჭიროა ნებისყოფა, რათა არ
გაითქვიფო;
ü არ შეგვეშინდეს ბოროტების
წინააღმდეგ ბრძოლის;
|
კითხვა-პასუხი
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
დაფა
ფორმატი
ფერადი ფურცლები
|
|
7
|
აქტივობა 7. მოსწავლეთა შეფასება და თვითშეფასება-2 წთ.
აქტივობის მიზანი:მოსწავლის
ცოდნის შეფასება,წარმატებებისა და ხარვეზების წარმოჩენა.
აქტივობის აღწერა:მოსწავლეები
თავად აკეთებენ თვითშეფასებას,რა გამოუვიდათ კარგად,რომელი აქტივობა უფრო მოეწონათ.მასწავლებელი
აფასებს როგორცგანმავითარებელი , ისე განმსაზღვრელი შეფასებით.
|
ინსტრუქტაჟი
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
ინტერნეტრესურსი,ნოუთბუქი,პროექტორი,ეკრანი
|
|
8
|
საშინაო დავალება:
სად არის ჩემი ადგილი:ბრბოსა თუ
სამოქალაქო საზოგადოებაში?
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართული
ქართ. IX. 1. მოსწავლეს
შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
პრობლემურ საკითხებზე ზეპირი მოხსენების მომზადებისას
ითვალისწინებს კონკრეტული აუდიტორიის სოციალურ-კულტურულ ინტერესებს, ცოდნას და ა.შ.;
·
მსჯელობისას იყენებს ციტატებს საინფორმაციო წყაროებიდან
და მხატვრული ტექსტებიდან, სხვადასხვა ფაქტობრივ და სტატისტიკურ მონაცემებს და ა. შ.;
ქართ. IX. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წინასწარ ეცნობა აუდიტორიას (სოციალურ-კულტურულ ფონს,
ასაკს, ცოდნის დონეს, ინტერესებს და ა. შ.)
·
აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად
იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს
ტექსტს;
·
ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს
და აზუსტებს დისკუსიის ან კამათისათვის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები, რამდენჯერმე
იმეორებს ერთსა და იმავეს და სხვ.;
·
სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა,
გამეორება, ხმის აწევ-დაწევა და სხვ.) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან;
სამოქალაქო განათლება
მოქ.IX.1.
·
აფასებს ღირებულებებზე დაფუძნებული პიროვნული არჩევანის მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებისათვის.
·
აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანური ღირსების, თანასწორობისა და საზოგადოების
მრავალფეროვნების ნიშნებს;
·
მსჯელობს საქართველოს მოსახლეობაში უმრავლესობისა და უმცირესობის
გამოყოფის პრინციპებზე სხვადასხვა ნიშნის მიხედვით (მაგ. ეთნიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, რელიგიური და სხვ.);
შეფასების სქემები და რუბრიკები
საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობის რუბრიკა
კრიტერიუმები
|
9-10 ქულა
|
7-8 ქულა
|
5-6 ქულა
|
1-4 ქულა
|
მსჯელობაში მონაწილეობა
|
აქტიურად მონაწილეობს
და ხშირად წარმართავს კიდეც საკლსო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს
საკლასო მსჯელობაში
|
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
|
სათქმელის ლოგიკურად და ნათლად გადმოცემა
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად;საკითხს
აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად ;საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად
|
საკითხს გადმოსცემს გასაგებად,თუმცა ხარვეზებით
|
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის არგუმენტირებულად
და დადამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის
დადამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას
|
ახერხებს საკუთარი
მოსაზრების წარმოდგენას
|
იშვიათად ან ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას
|
ტექსტზე მუშაობა
|
ტექსტში ახარისხებს
ინფორმაციას;ამოიწერს და განმარტავს კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის აზრობრივ რულებს
|
ტექსტში ახარისხებს
ინფორმაციას;ამოიწერს კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის
აზრობრივ რუკებს
|
დახმარების
გარეშე ვერ ახარისხებს ინფორმაციას
|
უჭირს ან ვერ
ახარისხებს ინფორმაციას
|
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
|
კორექტულად
გამოხატავს სხვისი აზრის პატივისცემას მაშინაც კი,როცა არ ეთანხმება მას
|
გამოხატავს
სხვისი აზრის პატივისცემას
|
უსმენს სხვებს
და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს
და არც საკუთარ აზრს გამოხატავს
|
მსჯელობის შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
5-6
|
1-4
|
თემისა და პრობლემის განსაზღვრა
|
სწორად
განსაზღვრავს თემას და მიზანს;მსჯელობს პრობლემაზე;მოჰყავს დამაჯერებელი არგუმენტები
|
არასრულფასოვნად
აყალიბებს თემას,მიზანს,პრობლემატიკას
|
მხოლოდ
დახმარების საშუალებით შეუძლია რამდენადმე მიუახლოვდეს თემას
|
ვერ
საზღვრავს კონკრეტულ თემატიკას და პრობლემას
|
ანალოგიებისა და პარალელების განსაზღვრა
|
მასალას
კარგად იცნობს,შეუძლია ანალოგიებისა და პარალელების შესახებ მსჯელობა და სათანადო
დასკვნების გამოტანა
|
შეუძლია
დამოუკიდებლად განსაზღვროს ანალოგიური სიტუაციები
|
დახმარების
შედეგად შეუძლია ამოიცნოს პარალელები
|
დახმარების შედეგადაც კი არ შეუძლია ამოიცნოს პარალელები
|
ტექსტის მხატვრული გააზრება
|
მსჯელობს ტროპის სახეებზე,არკვევს მათ მხატვრულ ფუნქციას
|
შეუძლია ძირითად მხატვრულ საშუალებათა იდენტიფიცირება,უჭირს
მათი მხატვრული ფუნქციის განსაზღვრა
|
დახმარების შემდეგ შეუძლია ამოიცნოს ეპითეტი და შედარება
|
არ იცნობს ტროპის სახეებს
|
სარეზენტაციო უნარები
|
წარმატებით
იყენებს არავერბალურ (ხმის ინტონაცია,ჯესტიკულაცია,მიმიკა)საშუალებებს აუდიტორიასთან
კონტაქტის დასამყარებლად
|
იყენებს არავერბალურ
საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად
|
მეტნაკლებად
ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
|
ვერ ახერხებს
აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას
|
წინადადების კონსტრუირება
|
მეტყველებს
გამართულად,აქვს მდიდარილექსიკა;შემოქმედებითად იყენებს ენობრივ-გამომსაველობით საშუალებებს
|
მეტყველებს
გამართულად; იცავს მერთლმეტყველების წესებს;მსჯელობის დროს იშვიათად,მაგრამ მაინც
უშვებს შეცდომებს
|
მეტნაკლებად
გამართულად საუბრობს;იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
|
არ იცავს მართლმეტყველების
წესებს;უჭირს გამართულად საუბარი
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
6-7
|
1-4
|
ჯგუფში წევრების ჩართულობა
|
ჯგუფის ყველა წევრი
ჩართულია მუშაობაში,ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას
|
ჯგუფის ყველა წევრი
ჩართულია მუშაობაში,თუმცა ყველა თანაბრად არ ინაწილებს პასუხისმგებლობას
|
უმეტესობა ჩართულია
ჯგუფის მუშაობაში,დანაჩენები მხოლოდ მსმენელები არიან
|
მუშაობს მხოლოდ ერთი,დანარჩენები
პასიური მსმენელები არიან
|
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
|
გადანაწილებული
აქვთ
მოვალეობები,
აქვთ
ერთმანეთის
მოსმენის
უნარი,
შეუძლიათ
თანამშრომლობა
|
გადანაწილებული
აქვთ
მოვალეობები, ახერხებენ თანამშრომლობას
|
განაწილებული
აქვთ
მოვალეობები,თუმცა
ყოველთვის
ვერ
ახერხებენ
თანამშრომლობას
|
არ
აქვთ
თანამშრომლობის
და
კომუნიკაციის
უნარი
|
დავალების წერილობით
ჩამოყალიბება
|
წარმოდგენილი დავალება აზრობრივად, ლოგიკურად და ენობრივად
გამართულია
|
წარმოდგენილი
დავალება
აზრობრივად,
ლოგიკურად
და
ენობრივად
გამართულია,თუმცა
შეინიშნება
ენობრივი
ხარვეზები
|
დავალება
სერიოზული
ხარვეზებითაა
წარმოდგენილი
|
წარმოდგენილი
დავალება
გაუმართავია
|