четверг, 24 октября 2019 г.

воскресенье, 31 марта 2019 г.

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებ



სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     ახალი და მრავალფეროვანი პერსპექტივებისთვის ღიაობა და მზაობა;
     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.

კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
     საღი მსჯელობა და აღქმა;
     რთული არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილებების მიღება;
     სხვადასხვა სისტემას შორის ურთიერთდამოკიდებულების გააზრება;
     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
     ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.

მედიაწიგნიერება
      მედიაგზავნილების შექმნის, მათი მიზნობრიობის, გამოყენებული ინსტრუმენტების, მახასიათებლებისა და კონვენციების ცოდნა;
      მესიჯების ინდივიდუალურ დონეზე ინტერპრეტაციას/გაგებას შორის განსხვავებების, მედიაგზავნილებში ღირებულებებისა და მოსაზრებების გათვალისწინების ან უგულებელყოფის და რწმენაზე თუ ქცევაზე მედიის გავლენის საკითხების შესწავლა და ანალიზი;
      ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება
      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.

სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
მოქნილობა და ადაპტაცია
      განსხვავებულ როლებსა და პასუხისმგებლობებთან ადაპტაცია;
      გაურკვეველ სიტუაციებსა და პრიორიტეტების ცვლილების გარემოში ეფექტურად მუშაობა.

ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
      საკუთარი სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
      უნარ-ჩვევების განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით;
      ინიციატივის გამოჩენა, უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე დახვეწის მიზნით;
      დავალებების განსაზღვრა, პრიორიტეტების მინიჭება და შესრულება პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე;
      დროის და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა;
      უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება.

სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
      კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

პროდუქტიულობა და ანგარიშვალდებულება
      მაღალი სტანდარტებისა და მიზნების განსაზღვრა და უზრუნველყოფა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებისათვის;
      გულმოდგინებისა და პოზიტიური სამუშაო ეთიკის დემონსტრირება (მაგალითად, პუნქტუალობა და სანდოობა).
ლიდერობა და პასუხიმგებლობა
      ინტერპერსონალური და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების გამოყენება ჩართული მხარეების მიერ მიზნების მისაღწევად;
      ჩართული მხარების ძლიერი თვისებების/უნარების გამოყენება საერთო მიზნის მისაღწევად;
      ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირება;
      ფართო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება, პასუხისმგებლიანი მოქმედება.

понедельник, 11 февраля 2019 г.

გაკვეთილის გეგმა




მასწავლებლის სახელი , გვარი  :  ლია ჩხაიძე

საგანი :ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის საფეხური/კლასი: საშუალო საფეხური . მე-10 კლასი.
მოსწავლეთარაოდენობა: 31 (სსსმ არ მყავს)

გაკვეთილის თემა: შოთა რუსთაველი-,,ვეფხისტყაოსანი“
                                       ,,შეყრა ავთანდილისა და ტარიელისა“

გაკვეთილის მიზანი:მოსწავლემ უნდა შეძლოს შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის“მოცემული ეპიზოდის  ლიტერატურულ კონტექსტში გაგება,  გააზრება,მსჯელობ და შეფასება; გააანალიზოს თანაკლასელთა ზეპირი გამოსვლები; შეავსონ ამ თემასთან დაკავშირებული კოგნიტური დიაგრამები. ამ საკითხებზე მუშაობის დროს კი განუვითარდეს თანამშრომლობითი,კრიტიკული ანალიზისა და პრეზენტაციის უნარი.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან :
გაკვეთილი დაგეგმილია ეროვნული სასწავლო გეგმის X კლასის სტანდარტის შესაბამისად .ვითვალისწინებ რა შესაბამის ასაკობრივთავისებურებას, ვთვლი, რომ მოსწავლემ უნდა შეძლოს ტექსტის როგორც გაგება-გააზრება,ისე მსჯელობა და ანალიზი მოცემულ საკითხზე.მხოლოდ პერიფრაზის გაკეთება არაა საკმარისი მასალის სიღრმისეულად გასააზრებლად. აუცილებელია მოცემული ეპიზოდების  მხატვრულ ქსოვილზე დაკვირვება.
თემატურ-კალენდარული გეგმის მიხედვით სასწავლო თემა შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.
N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1
გაკვეთილის დასაწყისი: მისალმება,გაკვეთილის მიზნებისა და შედეგების,შეფასების რუბრიკების გაცნობა.

მიზანი: მოსწავლეთა მზადყოფნა საგაკვეთილო პროცესში ჩართვისათვის.
აღწერა:მასწავლებელი საორგანიზაციო საკითხების შემდეგ, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებს.აგრეთვე იმ რუბრიკებს, რომლითაც შეფასდება მათი ცოდნა.
მასწავლებლის ვერბალური კომუნიკაცია
მთელ კლასთან
რესურსი:გაკვეთილის მიზნების,
შედეგებისა და მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები.
საკლასო ჟურნალი.კალამი.
პროექტორი.ლეპტოპი.
დასაბუთება:რუბრიკების გაცნობა აუცილებელია,მოსწავლემ უნდა იცოდეს რა მოეთხოვება გაკვეთილზე და რა შედეგზე უნდა გავიდეს იგი.
საკლასო ჟურნალში მასწავლებელი აღნიშნავს მოსწავლეთა დასწრებას.
MS office-საპრეზენტაციო პროგრამა-სლაიდები, პროექტორი, კომპიუტერი.
2წთ.
2
წინარე ცოდნის გააქტიურება
მიზანი:ფაქტობრივიინფორმაციისდაზუსტება  და გაანალიზება,შესაბამისი ილუსტრაციების ნახვა.
აქტივობა:მოსწავლეები გაანალიზებენ ავთანდილისა და ასმათის შეხვედრის დეტალებს.
მასწავლებელი სვამს კითხვებს, მოსწავლეები პასუხობენ.



ფრონტალური კითხვები
საერთო საკლასო მუშაობა
სლაიშოუ ,,ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით

მოცემული რესურსი მოსწავლეებს ეხმარება ეპიზოდების ვიზუალურად აღქმაში და პარალელურად გაეცნობიან მხატვრების შემოქმედებას.

MS office-საპრეზენტაციო პროგრამა-სლაიდები, პროექტორი, კომპიუტერი.
5წთ.
3
ასმათისა და ავთანდილის სულიერი პორტრეტის ჩამოყალიბება

მიზანი:დაკვირვება პერსონაჟთა სულიერ სამყაროზე
აღწერა:მოსწავლეები იმსჯელებენ წყვილებში პერსონაჟთა თვისებებზედა შეავსებენ კოგნიტურ დიაგრამას.

კოგნიტური დიაგრამა
მუშაობა წყვილებში
ფორმატი.ფერადი ფურცლები.მარკერები.


5 წთ
4
რუსთაველის მხატვრული სამყაროს შემეცნება

მიზანი: ნაწარმოების მხატვრულ ქსოვილზე დაკვირვება.მსჯელობა მხატვრულ- გამომსახველობით საშუალებებსა და მათ ფუნქციაზე ნაწარმოებში. პრეზენტაციის უნარის განვითარება

აქტივობის აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს სამუშაოს-ამოწერონ მხატვრული მეტაფორები მოცემული თავიდან და იმსჯელონ მწერლის პოეტურ ოსტატობაზე.
მოსწავლეები გააკეთებენ ჯგუფის პრეზენტაციას.
თანამშრომლობითი მეთოდი.
პრეზენტაცია

მუშაობა ჯგუფებში
სახელმძღვანელო-შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი.“
ფორმატი.ფერადი ფურცლები.მარკერები.ფანქრები.
წებოვანი ფურცლები
კალამი. ფლომასტერი



15წთ.
5
ახალი მასალის ახსნა
მიზანი:ტექსტის გაგება-გააზრება
აღწერა: მოსწავლეები კითხულობენ და აანალიზებენ მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს შემდეგი თავიდან:,,შეყრა ავთანდილისა და ტარიელისა“
კომენტირებული კითხვა
საერთო საკლასო მუშაობა
სახელმძღვანელო-შოთა რუსთაველი ს ,,ვეფხისტყაოსანი.“
10 წთ.
6
გაკვეთილის შეფასება
მიზანი:მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად შეაჯამოს, რა ისწავლეს, როგორ გაართვეს თავი, რა დარჩა გაუგებარი და რატომ?
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეკითხება,ხომ არ სურთ კიდევ რაიმეს დაზუსტება ? ხომ არ არის რაიმე გაუგებარი?
ამის შემდეგ კი იწყებს  მოსწავლეთა შეფასებას და იყენებს შეფასების სხვადასხვა ფორმას:
1.      ურთიერთშეფასებას
2.      განმავითარებელ შეფასებას
3.      განმსაზღვრელ შეფასებას
თვითშეფასებას

დაკვირვების მეთოდი
მუშაობა მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკა.
თვითშეფასების კითხვარი.
ჟურნალი.კალამი.
თვითშეფასების კითხვარს მოსწავლეები თავად შეავსებენ ჯგუფებში და წარმოადგენენ.
განმსაზღვრელ შეფასებას მასწავლებელი გააკეთებს რუბრიკებიდან გამომდინარე,რომელიც მოსწავლეებმაც კარგად იციან.განმავითარებელშეფასებასაც თან დაურთავს განმსაზღვრელ შეფასებას.
3წთ.
7

საშინაო დავალება: გადმოეცითავთანდილისა და ტარიელის შეხვედრის
ეპიზოდიკომენტარით: ,,უცხოობით არ დაჰრიდეს...“




2წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :

ქართ.X. 9. მოსწავლესშეუძლიასხვადასხვაჟანრისმხატვრულინაწარმოებისგაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს მხატვრულ-გამომსახველობით ხერხებსა და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
·         განსაზღვრავს პერსონაჟის პოზიციას ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის/კონფლიქტის/პრობლემის ინტერპრეტაციას;
·         მსჯელობს და განმარტავს, რამდენად ეფექტურად იყო წარმოდგენილი თანაკლასელის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია.
·         ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას  პერსონაჟთა ქცევის შესახებ;

შეფასება : საკლასო მუშაობაში ჩართულობის რუბრიკა

კრიტერიუმები
9-10 ქულა
7-8 ქულა
5-6 ქულა
1-4 ქულა
მსჯელობაში მონაწილეობა
აქტიურად მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
სათქმელის ლოგიკურად და ნათლად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად;საკითხს აშუქებს ამომწურავად და თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს ნათლად ;საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად
საკითხს გადმოსცემს გასაგებად,თუმცა ხარვეზებით
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის არგუმენტირებულად და დადამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის დადამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ მოსაზრებას
ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას
იშვიათად ან  ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას
ტექსტზე მუშაობა
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას;ამოიწერს და განმარტავს კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის აზრობრივ რულებს
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას;ამოიწერს  კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის აზრობრივ რუკებს
დახმარების გარეშე ვერ ახარისხებს ინფორმაციას
უჭირს ან ვერ ახარისხებს ინფორმაციას
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
კორექტულად გამოხატავს სხვისი აზრის პატივისცემას მაშინაც კი,როცა არ ეთანხმება მას
გამოხატავს სხვისი აზრის პატივისცემას
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
არ უსმენს სხვებს და არც საკუთარ აზრს გამოხატავს
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
9-10
7-8
6-7
1-4
ჯგუფში წევრების ჩართულობა
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში,ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას
ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია მუშაობაში,თუმცა ყველა თანაბრად არ ინაწილებს პასუხისმგებლობას
უმეტესობა ჩართულია ჯგუფის მუშაობაში,დანაჩენები მხოლოდ მსმენელები არიან
მუშაობს მხოლოდ ერთი,დანარჩენები პასიური მსმენელები არიან
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
გადანაწილებულიაქვთმოვალეობები, აქვთერთმანეთისმოსმენის  უნარი, შეუძლიათთანამშრომლობა
გადანაწილებულიაქვთმოვალეობები,  ახერხებენთანამშრომლობას
განაწილებულიაქვთმოვალეობები,თუმცაყოველთვისვერახერხებენთანამშრომლობას
არაქვთთანამშრომლობისდაკომუნიკაციისუნარი
დავალების წერილობით ჩამოყალიბება
  წარმოდგენილიდავალებააზრობრივად, ლოგიკურადდაენობრივად  გამართულია
წარმოდგენილიდავალებააზრობრივად, ლოგიკურადდაენობრივად  გამართულია,თუმცაშეინიშნებაენობრივიხარვეზები
დავალებასერიოზულიხარვეზებითააწარმოდგენილი
წარმოდგენილიდავალებაგაუმართავია
მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა
 მოძიებულიინფორმაციასრულადშეესაბამებადავალებას
 მოძიებულიინფორმაციაშეესაბამებადავალებას
 მოძიებულიინფორმაციარამდენადმეშეესაბამებადავალებას
 მოძიებულიინფორმაციაარშეესაბამებადავალებას
დროის ლიმიტი
სრულადიცავენდროისლიმიტს
იცავენდროისლიმიტს
უჭირთ დროისლიმიტის დაცვა
არიცავენდროისლიმიტს

ხელმოწერა :ლ.ჩხაიძე