понедельник, 12 октября 2009 г.



















1. პროექტის სახელი: ,,მთაწმინდა - ერის უკვდავ შვილთა სავანე"

2. პროექტის მოკლე აღწერა: მთაწმინდისა და მისი პანთეონის ისტორიის შესწავლა. მთაწმინდის ეროვნული პანთეონის მკვიდრთა სილუეტების დახატვა, მათი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითადი მომენტების წარმოჩენა.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან მამადავითის სახელობის ეკლესიის ისტორიას; გაიგებენ, რატომ არის ეს მთა - წმინდა; შეისწავლიან იქ დაკრძალულ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრებისეულ დეტალებს, გაეცნობიან მათ შემოქმედებას. მოიპოვებენ მთაწმინდაზე შექმნილ ლიტერატურულ, მხატვრულ და მუსიკალურ ნაწარმოებებს, უცხოელ შემოქმედთა ნიმუშებს. გაეცნობიან ეპოქას, როდესაც უხდებოდათ მოღვაწეობა ამ დიდებულ ადამიანებს და გაარკვევენ, თუ რა წვლილი შეიტანეს მათ ერის წინსვლის საქმეში.

4. ასაკი: v-x კლ/11-16 წწ

5. ვადები: 5 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები: მასალის შეგროვება შესაძლებელია დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით. მიღებული შთაბეჭდილებებით ესეებისა და ჩანახატების, ორმხრივჩანაწერთა დღიურისა და ინტერვიუების გაკეთება, გამოფენის მოწყობა, დისკუსიის გამართვა და ექსკურსიის ორგანიზება.

7. მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებმა შეიძლება შექმნან ალბომი, ბროშურა, კედლის გაზეთი, ელ. ჟურნალი, გააკეთებენ პრეზენტაციას, მოაწყობენ ექსკურსიას მთაწმინდის პანთეონში, შექმნიან შთაბეჭდილებების წიგნს. მუშაობის პროცესში გადაღებული ფოტო სურათებით გააკეთებენ სასკოლო გამოფენას. ყოველივე ამის შედგეად ისინი გაერკვევიან ერის უკვდავ შვილთა დამსახურებაში ქვეყნის წინაშე.
8. სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან მთაწმინდაზე დავანებული ერის უკვდავ შვილტა ცხოვრებასა და შემოქმედებას, მათდამი მიძღვნილ ლიტერატურულ, მუსიკალურ და სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:- ეპოქის შესწავლა, მთაწმინდაზე მდებარე ისტორიული ადგილების შესახებ ცნობების მოპოვება;ქართული - ცხოვრებისა და შემოქმედების აღწერა, ესეებისა და ჩანახატების შექმნა, დისკუსიის მოწყობა, გამოფენის გაკეთება, ექსკურსიის მოწყობა ისტორია გეოგრაფია - გარემო პირობების და რელიეფის შესწავლა ხელოვნება - ფერწერული ტილოების მოპოვება. ბავშვების მიერ ნახატების შექმნა; მუსიკა - მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებიც უძღვნეს მთაწმინდას ბიოლოგია - ბოტანიკური ბაღი მთაწმინდას ეკუთვნის უცხო ენა - უცხოელი პოეტების ქართულად ნათარგმნი ლიტერატურა რელიგია - 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი - დავითი და მის სახელზე აგებული ტაძარი ისტ - ინტერნეტით მასალების მოძიება და ელ ჟურნალის შექმნა

11.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ლია ჩხაიძე - თბილისის 32-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

12. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:chxaidzelia@gmail.com
13.ფასილიტატორის ფორუმი:

14: პროექტის ვებ-გვერდი: www.chxaidzelia.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий