воскресенье, 16 июня 2013 г.

რჩევები მასწავლებლებს:
1. ყოველი დღე ახლით დაიწყე.
სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.
2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.
3. დატვირთე გაკვეთილი სანახაობითი მასალით.
4. ნუ იჩქარებ ახალი მასალის ახსნისთვის, იცოდეს მოსწავლემ, რომ მთავარი ახსნილის ანალიზი და მისი შეთვისებაა.
5. შენს მიერ შეთავაზებულ ახალ მასალას წინ მოტივაცია წაუმძღვარე.
6. ეცადე, ყველა საკითხი გააშუქო მოსწავლის პროვოცირებით, სწავლების პროცესის ეს მიგნება, მოსწავლის სწავლის ინტერესის გაღრმავებას იწვევს.
7. არ დაგავიწყდეს, კრიტიკულობა ადამიანის უდიდესი მონაპოვარია.
8. გაეპრანჭე შენს მოსწავლეებს, მათ ლამაზი მასწავლებელი მოსწონთ.
9. არ დაგავიწყდეს ყოველ დილით შენს მოსწავლეს კომპლიმენტი რომ უნდა უთხრა.
10. ეცადე, რაღაცას დაჰპირდი და აუცილებლად შეუსრულე, ეს თამაში კომუნიკაბელურს ხდის მოსწავლეს.
11. დამაჯერებლად გამოიყურებოდე - მოსწავლის რწმენის აღზრდაა.
12. ხომ გახსოვს, შენ რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.
13. დაიცავი შენი უფლებები, რათა მოსწავლემ ისწავლოს თავის უფლებების დაცვა.
14. არასოდეს მოიტყუო.
15. იყავი უშუალო, მომთხოვნი და სამართლიანი.
16. დაუმეგობრდი შენი მოსწავლეების ავტორიტეტს.
17. არასოდეს ცუდად არ დაახასიათო ცუდი ადამიანიც კი, ვიღაცის ცუდი ხასიათი ყოველთვის გაამართლე. ბავშვობის ასაკში უკეთესია იცოდეს მან, რომ ამ ქვეყანაზე ცუდი ადამიანები არ არსებობენ.
18. ეცადე, რაც შეიძლება ფერადად დაანახო სამყარო შენს მოსწავლეს.
19. იყავი ფანტაზიორი, მოსწავლე აუცილებლად მოგბაძავს.
20. შენი კოლეგიალობა - კლასის ერთსულოვნებაა.
21. ნუ შეეცდები შენს მოსწავლეებს დაანახო, რომ ყველაფერი იცი, იცოდნენ მათ, რომ შენ ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, ისინი ანალიზს აუცილებლად გააკეთებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა ისწავლონ.
22. ძიების უნარი სასწავლო პროცესის გადახალისების მთავარი მომენტია, აზროვნების, გონების წრთობაა.
23. გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს გაითვალისწინე კლასის ინტერესი.
24. გამოიყენე ბუნება გაკვეთილის ჩასატარებლად, ეს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
25. ნუ დაგავიწყდება, განათლებაზე მთავარი ხომ მათი ჯანმრთელობაა.
26. ნუ იქნები ნიშნის წერაზე ორიენტირებული, მთავარი ხომ შენი მოსწავლის ცოდნაა.
27. კარგი იქნება, თუ შენს მოსწავლეს მასწავლებლობანას ათამაშებ გაკვეთილზე.
28. მოსწავლის მიერ გამოთქმულ მცდარ აზრს დადებითი არგუმენტები მოუნახე, მიეცი მას
საშუალება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.
29. გამოიყენე შენს გაკვეთილზე მოსწავლის მიერ გამოყენებულ რომელიმე საუკეთესო მეთოდი ან
ფრაზა.
30. შეაქე სუსტი მოსწავლე ყოველ დღე, ის სულ მალე წარმატებული გახდება.
31. გაუკეთე საკუთარ თავს შეფასება და ეცადე მოსწავლემ თვითშეფასების სისტემას სისტემატიური
სახე მისცეს.
32. ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წრთვნი.
33. ყოველთვის გახსოვდეს მოსწავლე ,,ნაძვისხეა,, და შენ მის გარშემო ტრიალებ.

ყოველივე ამას შენ აუცილებლად შესძლებ! იცოდე შენ ქვეყნის ხვალინდელ დღეს ქმნი!

суббота, 1 июня 2013 г.


გაკვეთილის  თემა:
       ,,უცხოობაში რაა სიამე?"
    ნიკოლოზ ბარათაშვილი-,,ბედი ქართლისა“
სწავლების საფეხური   და  კლასი: 
მე-9 კლ. საბაზო საფეხური
ინტეგრირებული საგნები, 
საგნის  პედაგოგის სახელი და გვარი
ქართული-ლია ჩხაიძე
ისტორია-ეკატერინე ხონელიძე
მოსწავლეთა  რაოდენობა და განსაკ.მიდგომებისა და საჭიროების მოსწავლეთა პროფილი     
14 მოსწ.
განსაკ.მიდგომებისა და საჭიროების მოსწავლე  -არ არის




აკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნების მიხედვით):
ისტორია:

1.      მოსწავლეები ისაუბრებენ საქართველოს რუსეთთან შეერთების მიზეზებსა და შედეგებზე;
2.      განიხილავენ ნაწარმოებში ასახულ ეპოქას;
ისაუბრებენ კრწანისის ომზე.
წარმოაჩენენ ერეკლე მეფის პიროვნებას.
3.      ისაუბრებენ ანაქრონიზმზე;
4.      კამათის დროს დაიცავენ დისკუსიის წესებს;


ქართული :

1.      მოსწავლეები ჩამოაყალიბებენ:
·         ერეკლე მეფის პოზიცია
·         სოლომონ მსაჯულის პოზიცია
·         სოფიოს პოზიცია
2.      მსჯელობისას მოიშველიებენ არგუმენტებს;
3.      კამათის დროს დაიცავენ დისკუსიის წესებს;
4.      გამოიყენებენ შესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს;

ეროვნული სასწავლო  გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
ისტორია:

 მოსწავლე აანალიზებს და აფასებს ერთი და იმავე ისტორიული მოვლენის ინტერპრეტაციას.

 მოსწავლე აანალიზებს ისტორიულ წყარობს, მსჯელობს იმ პრობლემებზე, რომლებმაც განაპირობა განსხვავებული ინტერპრეტაციის არსებობა.

ქართული:

მოსწავლე წარმოადგენს საჯარო მოხსენებას კონკრეტული მიზნით კონკრეტული აუდიტორიის წინაშე;

მოსწავლე ამოიცნობს და იოყენებს საჯარო გამოსვლის ეფექტიანობის გასაძლიერებელ საშუალებებს;

 იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს საჯარო გამოსვლის მომზადების დროს;

მსჯელობის დროს იყენებს ესაბამის ენობრივ კონსტრუქციებს.




საკლასო მენეჯმენტი/

თანმიმდევრობა,

აქტივობა 
1.      მინი-ლექცია
სლაიდ-შოუს ჩვენება - 5 წთ;
2.      ისტორიკოსთა ჯგუფის პრეზენტაცია- 10 წთ;
3.      ლიტერატორთა ჯგუფის პრეზენტაცია-10წთ.
4.      დისკუსია - 10 წთ.
5.      5-წუთიანი წერა -5 წთ.

მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს ,რომ ინტეგრირებული გაკვეთილი ტარდება  .ბარათაშვილის პოემის მიხედვით ,,ბედი ქართლისა”.თითოეული ნაწარმოების შესწავლის დროს უდაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ეპოქის მიმოხილვას,შემდეგ ლიტერატურულ ნაწარმოებზე დაკვირვებას და რეალურისა და მწერლის გამონაგონის შედარება-შეპირისპირებას. .ბარათაშვილის პოემა კი მდიდარ მასალას იძლევა ამ საკითხებზე სასაუბროდ.
პედაგოგი მოსწავლეებს უჩვენებს თავის მიერ მომზადებულ სლაიდ-შოუს თემაზე: ,,რანი ვყოფილვართ...” რათა გააცოცხლოს წარსულის სურათები,აღძრას მათში სიამაყისა და თავმომწონების გრძნობა.

   ისტორიკოსთა ჯგუფის პრეზენტაცია:
საქართველოს რუსეთთან შეერთება;
ნაწარმოებში ასახული ეპოქა;
კრწანისის ომი;
ერეკლე მეფე
ანაქრონიზმი

ლიტერატორთა ჯგუფის პრეზენტაცია:
ერეკლე მეფის პოზიცია;
სოლომონ მსაჯულის პოზიცია;
სოფიოს პოზიცია;
ავტორის პოზიციის ამოცნობა.


დისკუსია თემაზე:

მართებული იყო თუ არა მეფე ერეკლეს გადაწყვეტილება?


5-წუთიანი წერა თემაზე:    ,,უცხოობაში რაა სიამე?“



შეფასება:
განმავითარებელი,განმსაზღვრელი
შეფასების რუბრიკა:
1.      პრეზენტაციის შეფასება;
2.      დისკუსიის შეფასება;
3.      ნაწერის შეფასება.

(რუბრიკების ფურცლები დაურიგდებათ მოსწავლეებს ჯგუფებში,გამოკრულია საკლასო ოთახში)

საგანმანათლებლო რესურსები:
რესურსები:

1. სახელმძღვანელო:ქართული ლიტერატურა-მუზაშვილი,ჩუბინაშვილი.

2. საქართველოს ისტორია - საკითხავი წიგნი.

3. რ.დევდარიანი-ნიკ.ბარათაშვილის შემოქმედება.

4. თენგიზ წოწონავა-ლიტერატურული ნაწარმოებები სკოლაში.

5. ინტერნეტ-საიტები:google ge, lib ge,wikipedia,poverpoint,offise word.

6. კომპიუტერი,პროექტორი.

7. ფორმატები,ფლომასტერები,რუკა.
შენიშვნა