понедельник, 5 августа 2013 г.

ვინ არის ლიდერი?



ჩვენო, ძვირფასო მკითხველო,

როგორც დაგპირდით, გვინდა გაგაცნოთ ზოგადად ლიდერობის შესახებ ინფორმაცია. ამისათვის მოვიშველიებთ ჯონ მაქსველის (ლიდერობის და გავლენის უზადო პროფესიონალი) განმარტებას, რომლის ლექციებს და მითითებებს ძალიან ვაფასებთ ჩვენი გუნდის თითოეული წევრი.

აქტიური ადამიანისთვის, რომელიც ცდილობს გახდეს ლიდერი, შესაძლებელია ინტერაქტიული ჯგუფის გარემო, სადაც ყველა ადამიანი ჩართული განხილვაში და საუბრობენ სხვადასხვა თემაზე არ იყოს ხელსაყრელი, მაგრამ ასეთი გარემო ათასჯერ და ათიათასჯერ ჯობია, ისეთ გარემოს სადაც ცდილობ საუბარს და არავინ გისმენს.

ხშირად ასეთი ადამიანი იწყებს ფიქრს იმაზე თუ რატომ ვერ მართავს გუნდს, როგორ შეიძლება გავლენა მოვახდინო და ვიყო ნომერი ერთი საუბრის მართვაში.


ლიდერი არის პიროვნება, რომელსაც შეუძლია მოახდინოს გავლენა საზოგადოებაზე და გარემოებაზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის პასუხი კითხვებზე: როგორ გავხდე გავლენიანი პიროვნება გუნდში? როგორ გავზარდო ჩემი გავლენა საზოგადოებაზე და გარემოზე?

ჯონ მაქსველის თეორიის მიხედვით, ჩვენ განვასხვავებთ 5 ფაზას რომელიც უნდა გაიაროს ლიდერმა, რათა მიაღწიო ყველაზე სასურველ და ოპტიმალურ გავლენის დონეს.

1. პოზიცია – ამ დონეზე ხალხი ვალდებულია რომ მოგყვეთ თქვენი სტატუსის გამო და მეტი არაფერი. იმისათვის რომ გახდეთ ნამდვილი ლიდერი თქვენ უნდა აიწიოთ მეორე საფეხურით მაღლა.

2. ურთიერთობა – მეორე საფეხურის ძირითადი მამოძრავებელი სიტყვა არის ურთიერთობა. ეს კარგი დონეა, რადგანაც ხალხი მოგყვებათ თქვენ, რადგანაც მათ სურთ რომ მოგყვეთ. თქვენ მოგწონთ ხალხი და ისინიც იწყებენ თქვენდამი სიმპატიით განწობას. ამ ფაზაზე უნდა ეცადოთ რომ დაამყაროთ კავშირი ხალხთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ლიდერები უნდა ეცადნონ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა აიწიონ, ანუ გადავიდნენ მესამე დონეზე იმისათვის რომ მიაღწიონ სასურველ შედეგებს.

3. შედეგები – ამ საფეხურზე ხალხი მოგყვებათ იმის მიხედვით თუ თქვენ რა შედეგები დადეთ ორგანიზაციაში. ისინი საუბარს იწყებენ ორგანიზაციის წინსვლაში თქვენი დამსახურებების შესახებ. მე–3 საფეხურზე თქვენ უკვე გრძნობთ წარმატების და გამარჯვების გარემოს შეგრძნებას. აი, აქ ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან უმრავლესობა ფიქრობს რომ მე–3 საფეხური საკმარისია იმისათვის რომ ლიდერმა მიიღოს მოსალოდნელი კარგი შედეგები. თუმცა ამ საფეხურზე თქვენი შედები რომ არ

დაკარგოთ და გახდეთ სრულფასოვანი ლიდერი უნდა გადახვიდეთ მე–4 საფეხურზე.

4. ადამიანების განვითარება – თუ თქვენ ხართ მე–4 დონის ლიდერი, ხალხი მოგყვებათ იმ მოსაზრებით თუ რა გაგიკეთებიათ თქვენ მათთვის. მათ უყვართ რომ მოგყვეთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენთან ისინი ვითარდებიან როგორც პროფესიონალები, როგორც ადამიანები და ბედნიერად გრძნობენ თავს იმით რომ ისინი ყალიბდებიან უკეთეს პიროვნებებად და პროფესიონალებათ როცა თქვენს დაქვემდებარებაში იმყოფებიან. ისინი თქვენი ერთგულნი ხდებიან და ეს კიდევ ერთ კრედიტს გაძლევთ თქვენ რათა გადახვიდეთ მე–5 დონის ლიდერის საფეხურზე.


5. ინდივიდუალური პიროვნება – თუ თქვენ გაქვთ პოზიცია, თანამდებობა, კარგი კომუნიკაციის უნარ–ჩვევები, კავშირები, შედეგები და თქვენ ხელს უწყობთ ხალხს განვითარდნენ როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად, მე–5 დონის ლიდერის სტატუსი გენიჭებათ ავტომატურად. თქვენ ეს დაიმსახურეთ, ამდენი საფეხურის გავლის შემდეგ. ამ საფეხურზე უკვე ხალხი მოგყვებათ თქვენი ინდივიდუალიზმის გამო.

Комментариев нет:

Отправить комментарий