ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლამ დაიწყო მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გადამუშავება. ახალი პროგრამის განახლების პროცესში მიმდინარეობს დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები. ერთ-ერთი შეხვედრა მენტორ-მასწავლებლებთან გაიმართა.
შეხვედრას უძღვებოდა საზოგადოებრივი მომსახურების პროგრამის ხელმძღვანელი,ქალბატონი სოფიკო ლობჟანიძე.მენტორ-მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში მაძიებლებთან მუშაობის შესახებ.გამოიკვეთა პროგრამის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები,იწყება მასწავლებელთა პროგრამების რევიზია.დისკუსიაში მონაწილეობდა პროფესორი დავით მალაზონია.ილიას უნივერსიტეტის განათლების სკოლა ღირსეულ პედაგოგებს მოამზადებს ,მენტორ-მასწავლებლებიც ძალასა და ენერგიას არ დაზოგავენ მათთან სამუშაოდ.
Комментариев нет:
Отправить комментарий