პროექტის კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან:
დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა და მათ დაცვაზე ზრუნვა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს.
პროექტის კავშირი ზოგადი განათლების შესახებ კანონთან :
ბ) მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა.
პროექტი მიზანი:
- კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებებით, მოსწავლეების, მშობლებისა და სხვათა ჩართულობით ცნობიერების ამაღლება...
- მოსწავლეებში (და არა მარტო მოსწავლეებში) ეროვნული საგანძურის - მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების - ისტორიის გაცნობის, დაცვის, ზრუნვის, გაფრთხილებისა და მოვლა-პატრონობის სურვილის გაღვივება, ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემა და დაფასება;
- საგნობრივ კათედრებს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გაფართოება;
- სასკოლო თემის - მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასკოლო ცხოვრებაში; პარტნიორი სკოლებისათვის გამოცდილების გაზიარება;
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანები:
კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია/დანერგვაში ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება;
კლასგარეშე /არაფორმალური და ფორმალური აქტივობების დაგეგმვა მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების, თანაბარი ჩართულობის გათვალისწინებით;
პროექტის განხორციერებისათვის საჭირო აქტივობების დაგეგმვა/განხორციელების მიზნით საგნობრივი კათედრების შეხვედრების უზრუნველყოფა;
აქტივობების შერჩევა სსსმ მოსწავლეების უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით;
სასკოლო საზოგადოების წევრებსა და სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან (დირექცია, პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები,დამრიგებლები, სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, მოსწავლეები, მშობლები და სხვა) თანამშრომლობა;
სოციალურ ქსელში (მედიაში) შექმნილი ბლოგისა და პრესკლუბის საშუალებით პრობლემის განზოგადება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება...
სხვადასხვა ტიპის რესურსის შექმნა (კლუბი, ბანერები, ბუკლეტები, ბარათები, ელ. ჟურნალი, სლაიდები, ფოტო და ვიდეო ალბომები, ნახატები, ჩანახატები.....)
სამიზნე ჯგუფები:
ჩვენი პროექტის სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარები იქნებიან: მოსწავლეები, მშობლები, სასკოლო საზოგადოების, თემის/გარე სასკოლო საზოგადოების (ადგილობრივი თვითმმართველობა, არასამთავრობო, სახელმწიფო ორგანიზაციები, ბიზნეს და სათემო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, და სხვა) წარმომადგენლები; პროექტის განხორციელებისას ეფექტური სარგებ-ლის მოტანა შეეძლება მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების ენთუზიაზმს, ყველა რგოლის დაინტერესებასა და ჩართუ-ლობას, ხშირ კონტაქტს კულტურის მუშაკებთან, საზოგადოეებრიობის წარმომადგენლებთან.
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას კულტურული მემკვიდრეობის მატერიალური და არამატერი-ალური ძეგლების შესახებ; პროქტზე მუშაობის შედეგად მიღებული ცოდნა/გამოცდილება მომავალში გამოადგება ყველა მონაწილეს: მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს... ისინი დაინახავენ ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად საკუთარი ჩარ-თულობით განხორციელებულ ცვლილებებს. აღნიშნული პროცესები დადებითად აისახება სასკოლო ცხოვრებაზეც, კერძოდ, გააქტი-ურდება კათედრებს შორის თანამშრომლობა, ყველა მოსწავლე, უნარისა და შესაძლებლობების მიუხედავად, ჩაერთვება სხვადასხვა აქტივობაში. წარმოჩინდება მოსწავლეთა დაფარული უნარები და ინტერესები, გაიზრდება სამოქალაქო პასუხისმგებლობა, დამყარდება მჭიდრო ურთიერთობა სასკოლო თემთან.
Комментариев нет:
Отправить комментарий