2022 წლის, 29 მაისს, ქ, მცხეთაში, დანიურ-ქართული პროექტის მორიგ რეგიონალურ სემინარზე, მცხეთის, დუშეთის, გორის მუნიციპალიტეტებისა და დედაქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების, სპმთპ-ის წევრი 60-მდე მასწავლებლები ჩაერთვნენ.
რეგიონალური სემინარი, თემაზე: ,,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები“, სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ გახსნა. მან დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა, პროექტის კოორდინატორები: სსიპ ქ. თბილისის N: 32 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი, ლია ჩხაიძე და სსიპ ქ. გორის N:7 საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელი, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნათია გაბროშვილი. მათ 2019 წელს დანიაში გაიარეს სტაჟირება, კოორდინაცია გაუწიეს პროექტის პირდაპირ ბენეფიციარ კოლეგებთან ერთად, დანიელი კოლეგების მხრიდან გაზიარებულ წარმატებულ პრაქტიკას, სწავლა-სწავლების 21-ე საუკუნის მოთხოვნების ოთხდღიანი სემინარის მასალების ადაპტირებას სკოლებში და გუნდურად მოამზადეს მასალები, პროექტის რეგიოანლური სემინარის არაპირდაპირი ბენეფიციარი სკოლების მასწავლებელთა ჩართულობისთვის.სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, დანიურ-ქართული თანამშრომლობისა და პარტნიორობის პროექტის მნიშვნელობასა და შედეგებზე ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა პროექტის ფარგლებში, ბოლო 5 წელის განმავლობაში მონაწილე ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ბენეფიციარი სკოლების, სპმთპ-ის წევრ მასწავლებლებს, ვინც პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეიტანეს წვლილი და მაღალი მოტივაციით ნერგავენ საქართველოს 200-ზე მეტ სკოლაში თანამედროვე მეთოდოლოგიებს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრაქტიკას.
ნათია გაბროშვილმა და ლია ჩხაიძემ, კოლეგებს დანიის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ესაუბრნენ, გაუზიარეს მათი დანიაში სტაჟირების შთაბეჭდილებები, დანიის სკოლებში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმსჯელეს პარალელების გააზრების შესაძლებლობებზე.
რეგიონალური სემინარი ითვალისწინებდა 21-ე საუკუნის კომპეტენციებისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის საჭირო, აქტივობებით დატვირთულ დღის წესრიგს. დღის განმავლობაში პრაქტიკული აქტივობები ეფუძნებოდა საგანთა შორის ურთიერთკავშირს, მოსწავლეებში გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციების უნარების განვითარებას, მოსწავლეებს შორის კარიერული დაგეგმვის ხელშეწყობას და სხვა.
სემინარზე მონაწილე მასწავლებლებმა ერთობლივად წარმოადგინეს ჯგუფური მუშაობის პრეზენტაციები, შეასრულეს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების, კვლევის უნარებისა და მოძიებაზე დაფუძნებული აქტივობები. გაიზიარეს მედია წიგნიერების, ყალბი ამბების დიფერენციების მიზნით შემუშავებული მეთოდები. მონაწილეებს შორის, განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია წერითი უნარების განმავითარებელმა ,,ფლუმის 5 კუთხისა“ და კრიტიკული აზროვნების ხელშემწობმა ,,პირველწრაოზე მუშაობის” მეთოდებმა.
პრაქტიკულმა და თეორიულმა საკითხების სიღრმისეულმა ანალიზმა და ინტერაქციამ კარგად წარმოაჩინა ქართველი მასწავლებლების სწრაფვა, მათი პროფესიონალიზმი და მონდომება. სწავლებისა და ინოვაციების უნარების, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის განმავითარებელი მეთოდების გაზიარების შემდეგ, მსმენელები აღნიშნავდნენ, რომ წარმოდგენლ მასალებს გამოიყენებენ შემაჯამებელი სამუშაოს შესრულების, კომპლექსური დავალების, პრეზენტაციების უნარების თუ განმავითარებელი შეფასებებზე სამუშაოდ მოსწავლეებთან.
სემინარის დასასრულს, მასწავლებლებმა სპმთპ-ის პრეზიდენტთან, მაია კობახიძესთან, კითხვა პასუხის რეჟიმში, მათთვის საინტერესო და საჭირო საკითხებზე დისკუსია გამართეს. ,,სპმთპ-ის პრეზიდენტის წევრებისადმი მიმართვის“ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ, მადლობა გადაუხადეს მაია კობახიძეს, მისი ლიდერობით, სპმთპ-ის ენითაღუწერელი საქმიანობისთვის და ხელშესახები შედეგებისთვის.
რეგიონალური სემინარი ერთ-ერთი წარმატებული აქტივობაა, დანიურ-ქართული პროექტის - ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირთან (სპმთპ) თანამშრომლობით“ ფარგლებში.
დანიურ-ქართული პროექტი 2017 წლიდან ხორცილედება, დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა პროფკავშირის (GL) მიერ, რომლის მიზანია, ქართველ მასწავლებლებს შორის თანამედროვე მეთოდოლოგიების დანერგვისა და გავრცელების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში სპმთპ ქმნის მაღალი მოტივაციის და პროფესიონალ მასწავლებელთა ქსელს.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლიერებას გამოხატავს დანიური პროფკავშირის და დანიის სკოლების მასწავლებლების მიმართ თავდაუზოგავი და შედეგებზე დაფუძნებული პროექტისთვის და პროექტის შემდგომი ეტაპზე მუშაობისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий