ჩემო ქვეყანავ!
ჩემო ხალხო!
თბილო,ლამაზო......
მომილოცნია ახალი წლის ნანატრი დილა.....
ციდან ეთოვოს სამშვიდობო ფანტელებს მუდამ,
წამოსულიყოს სიხარულის ულევი წვიმა................
ჩემო ლამაზო,ტკბილო ხალხო!
ერო ძლიერო!
რასაც აქ ვწერ,ეს მატიანეა... მინდა ყველაზე ძვირფასი სახელები გამოვამზეურო, ლამაზი წამები ძვირფას მოგონებად შემოვინახო, უგულობა - სიყვარულად, ტყუილი -სიმართლედ, შური -სიკეთედ, უმადურობა -მადლიერებად ვაქციო, მოვესათუთო და მოვეხმატკბილო სამყაროს უძვირფასეს ქმნილებებს - ადამიანებს!
თუკი სიცოცხლე ტკბილი სევდაა ,
ადამიანად ამ ქვეყნად ყოფნის..
თუკი სიკვდილიც სევდად მონათლე,
სევდად არყოფნის...
მაშ, სიხარული სადღა არის,
ტკბობა ამ ყოფნით?
სცივათ ისევე გულქვაობით
გაყინულ სულებს...
და ხელს ითბობენ
მარადიულ ცეცხლის კოცონთან...
შენ რომ დაანთე,
სახმილად რომ უდებ
სიტყვებს ძარღვიანს,
ცეცხლის ნაპერწკლებს
გააქვთ ტკრციალი...
ნათდება ბნელი...
სურნელს აფრქვევს ირგვლივ ყვავილი,
ღმერთის ხელით გამოგზავნილი...
ცოფმორეულნი იკურნებიან...
ქვეყნიერებას ავსებს რწმენის თბილი სურნელი,
შენ სანთელივით ჩამოიღვენთე,
იწვოდი ჩუმად,კრძალვით, რიდებით....
ასინათლებდი,რაც იყო ბნელი
და რაც გიყვარდა თავდავიწყებით...
აღიმილებდი სევდას და ბურუსს,
ათავთავებდი სიტყვებს მადლიანს...
მწიფე ყანაში იდექი მხნედ და
კალმით ლეწავდი,რაც გაბადია ...
ჩამოიღვენთა, დადნა სანთელი,
სულის ტკივილი, მწუხრის ნათელი...
თავად აუნთე შენს თავს კანდელი.
,,ისევ ვეტრფი აყვავებულ იასამანს,
ყოველ დილით სურნელებას მაფრქვევს.........
მიყვარს გულით და ძლიერ გთხოვთ,როცა მოვკვდე
ჩემს საფლავზე ეს ყვავილი დარგეთ....
იჩურჩულოს ჩემს შეწყვეტილ სიცოცხლეზე,
ღრმა ფესვებით ჩამეკონოს გულში...
ნურვინ მოწყვეტთ ჩემს სანატრელ იასამანს,
ნუ გაურევთ ძვირფას თაიგულში....
მის სურნელში ჩემს საუბარს ისევ იგრძნობთ,
ეს თვალებიც შემოგხედავთ მყისვე,
იასამნის ნაზ ფოთოლთა შარიშურში
ჩემი კაბის უკვდავ შრიალს ისმენთ....
მაოცებს....ბევრი რამ მაოცებს...
ადამიანების ქამელეონობა მაკვირვებს...მაინც როგორ შეუძლიათ,გიყურონ
თვალებში და მოგატყუონ...თან შენ,რომელიც მისი მეგობარი ხარ....თან ისე
ლამაზად,რომ არც ნაწყენი დარჩე და პირიქით,მადლობაც უძღვნა ასეთი გუ-
ლისხმიერებისათვის...ხომ დიდი ხელოვნებაა!
მაგრამ ასეთი ხელოვნებაც მას ჰქონდეს და ასეთი თავგამოდებაც...
მე კი,ღმერთო,ნუ გამაგიჟებ!
გამაძლებინე და შემაძლებინე განვერიდო ავს და ვაკეთო ის,რასაც
ვაკეთებდი დღემდე....გულში დარდი არა მაქვს იმის გამო,რომ ჩემით ვინმეს რამე
დაუშავდა....ასე გავზარდე შვილებიც და ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე,რაც კი
ამქვეყნად გამაჩნია,მინდა ვთქვა,რომ -ჩემი ოჯახია....
სანთლის შუქი თუ სულს არ ანათებს,რაღა მადლია?!
ვიპოვე ჩემი მოსკოველი ბიძაშვილები.................
როგორ მიხარია!!!!!!!
ეს მარინა ჩხაიძეა,ოთარი ბიძიას გოგო...............
ნახეთ,რა ლამაზები არიან..................
ეს არის ჩემი პატარა ნატა...ალიკოსა და მაკას ქალიშვილი...............ბათუმინატა ჩხაიძე
ნინიკო,ზურა და თამო
რძალი მულებში...
თეონა და ნატა...ნ
ჩემი სიძე-ქალიშვილი:ირაკლი და თეონა