,,ისევ ვეტრფი აყვავებულ იასამანს,
ყოველ დილით სურნელებას მაფრქვევს.........
მიყვარს გულით და ძლიერ გთხოვთ,როცა მოვკვდე
ჩემს საფლავზე ეს ყვავილი დარგეთ....
იჩურჩულოს ჩემს შეწყვეტილ სიცოცხლეზე,
ღრმა ფესვებით ჩამეკონოს გულში...
ნურვინ მოწყვეტთ ჩემს სანატრელ იასამანს,
ნუ გაურევთ ძვირფას თაიგულში....
მის სურნელში ჩემს საუბარს ისევ იგრძნობთ,
ეს თვალებიც შემოგხედავთ მყისვე,
იასამნის ნაზ ფოთოლთა შარიშურში
ჩემი კაბის უკვდავ შრიალს ისმენთ....
Комментариев нет:
Отправить комментарий