მაოცებს....ბევრი რამ მაოცებს...
ადამიანების ქამელეონობა მაკვირვებს...მაინც როგორ შეუძლიათ,გიყურონ
თვალებში და მოგატყუონ...თან შენ,რომელიც მისი მეგობარი ხარ....თან ისე
ლამაზად,რომ არც ნაწყენი დარჩე და პირიქით,მადლობაც უძღვნა ასეთი გუ-
ლისხმიერებისათვის...ხომ დიდი ხელოვნებაა!
მაგრამ ასეთი ხელოვნებაც მას ჰქონდეს და ასეთი თავგამოდებაც...
მე კი,ღმერთო,ნუ გამაგიჟებ!
გამაძლებინე და შემაძლებინე განვერიდო ავს და ვაკეთო ის,რასაც
ვაკეთებდი დღემდე....გულში დარდი არა მაქვს იმის გამო,რომ ჩემით ვინმეს რამე
დაუშავდა....ასე გავზარდე შვილებიც და ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე,რაც კი
ამქვეყნად გამაჩნია,მინდა ვთქვა,რომ -ჩემი ოჯახია....
სანთლის შუქი თუ სულს არ ანათებს,რაღა მადლია?!
Комментариев нет:
Отправить комментарий