четверг, 31 декабря 2009 г.

გილოცავთ ახალ 2010ნელს!


ჩემო ქვეყანავ!

ჩემო ხალხო!

თბილო,ლამაზო......

მომილოცნია ახალი წლის ნანატრი დილა.....

ციდან ეთოვოს სამშვიდობო  ფანტელებს მუდამ,

წამოსულიყოს სიხარულის ულევი წვიმა................

ჩემო ლამაზო,ტკბილო ხალხო!

ერო ძლიერო!

среда, 23 декабря 2009 г.

სანთელი


იღვენთება სანთელი,

ირგვლივ მკრთალად ანათებს........

ო,ასეთი სანთლები

მეც ხომ ბევრი ავანთე........

ავანთე და აგინთე,

ჩვენს სიყვარულს ვულოცე,

მარტო კი არ ვყოფილვარ,

ლოცულობდი გულო შენც........

დაილია სანთელი...

ლოცვა ლოცვად კვლავ დარჩა,

სიყვარული გულში მაქვს,

სანთელთან კი წვა დამრჩა.................

                                                 ლიკა.

ახალო წელო,რა მოგვიტანე?


ახალო წელო!

ბევრი საჩუქარი,

ბევრი სიხარული,

დიდი სიყვარული 

გამოიმეტე!

შენ ხომ გულუხვი ხარ,დედასავით!

вторник, 15 декабря 2009 г.

ნაფერები სტრიქონები...ლია ჩხაიძე



გოდერძი ჩოხელის ხსოვნას


თუკი სიცოცხლე ტკბილი სევდაა ,

ადამიანად ამ ქვეყნად ყოფნის..

თუკი სიკვდილიც სევდად მონათლე,

სევდად არყოფნის...

მაშ, სიხარული სადღა არის,

ტკბობა ამ ყოფნით?

სცივათ ისევე გულქვაობით

გაყინულ სულებს...

და ხელს ითბობენ

მარადიულ ცეცხლის კოცონთან...

შენ რომ დაანთე,

სახმილად რომ უდებ

სიტყვებს ძარღვიანს,

ცეცხლის ნაპერწკლებს

გააქვთ ტკრციალი...

ნათდება ბნელი...

სურნელს აფრქვევს ირგვლივ ყვავილი,

ღმერთის ხელით გამოგზავნილი...

ცოფმორეულნი იკურნებიან...

ქვეყნიერებას ავსებს რწმენის თბილი სურნელი,

შენი სიტყვიდან გამონაშუქი.




გოდერძი ჩოხელს

შენ სანთელივით ჩამოიღვენთე,

იწვოდი ჩუმად,კრძალვით, რიდებით....

ასინათლებდი,რაც იყო ბნელი

და რაც გიყვარდა თავდავიწყებით...

აღიმილებდი სევდას და ბურუსს,

ათავთავებდი სიტყვებს მადლიანს...

მწიფე ყანაში იდექი მხნედ და

კალმით ლეწავდი,რაც გაბადია ...

ჩამოიღვენთა, დადნა სანთელი,

სულის ტკივილი, მწუხრის ნათელი...

ჩუმი წვითა და ჩუმი ვედრებით,

თავად აუნთე შენს თავს კანდელი.

понедельник, 14 декабря 2009 г.

ასმათლია












ორად ორი მეგობარი,
ასმათლია ვართ...

воскресенье, 13 декабря 2009 г.

სიცოცხლის აზრი და მნიშვნელობა.....







ჩემი სიცოცხლის აზრი და მნიშვნელობა არის ჩემი პატარა  ლიზი

ი ა ს ა მ ა ნ ი


,,ისევ ვეტრფი აყვავებულ იასამანს,

ყოველ დილით სურნელებას მაფრქვევს.........

მიყვარს გულით და ძლიერ გთხოვთ,როცა მოვკვდე

ჩემს საფლავზე ეს ყვავილი დარგეთ....

იჩურჩულოს ჩემს შეწყვეტილ სიცოცხლეზე,

ღრმა ფესვებით ჩამეკონოს გულში...

ნურვინ მოწყვეტთ ჩემს სანატრელ იასამანს,

ნუ გაურევთ ძვირფას თაიგულში....

მის სურნელში ჩემს საუბარს ისევ იგრძნობთ,

ეს თვალებიც შემოგხედავთ მყისვე,

იასამნის ნაზ ფოთოლთა შარიშურში

ჩემი კაბის უკვდავ შრიალს ისმენთ....

უყველაფროდ და უარაფროდ...


უყველაფროდ და უარაფროდ მიჭირს ცხოვრება,

ცხოვრება ჩემი სავსეობის ნატერფალია...

ამ ნაფეხურებს ისე ვტკეპნი,ისე ვანაზებ,

როგორც ზღაპრიდან მოვლენილი თეთრი ფერია..............

                                                    ლიკიკო

суббота, 12 декабря 2009 г.

რაღა მადლია?!


მაოცებს....ბევრი რამ მაოცებს...

ადამიანების ქამელეონობა მაკვირვებს...მაინც როგორ შეუძლიათ,გიყურონ

თვალებში და მოგატყუონ...თან შენ,რომელიც მისი მეგობარი ხარ....თან ისე

ლამაზად,რომ არც ნაწყენი დარჩე და პირიქით,მადლობაც უძღვნა ასეთი გუ-

ლისხმიერებისათვის...ხომ დიდი ხელოვნებაა!

მაგრამ ასეთი ხელოვნებაც მას ჰქონდეს და ასეთი თავგამოდებაც...

მე კი,ღმერთო,ნუ გამაგიჟებ!

გამაძლებინე და შემაძლებინე განვერიდო ავს და ვაკეთო ის,რასაც

ვაკეთებდი დღემდე....გულში დარდი არა მაქვს იმის გამო,რომ ჩემით ვინმეს რამე

დაუშავდა....ასე გავზარდე შვილებიც და ჩემი ყველაზე დიდი სიმდიდრე,რაც კი

ამქვეყნად გამაჩნია,მინდა ვთქვა,რომ -ჩემი ოჯახია....

სანთლის შუქი თუ სულს არ ანათებს,რაღა მადლია?!

четверг, 10 декабря 2009 г.

სისხლი სისხლისანი და ხორცი ხორცისანი...


ვიპოვე ჩემი მოსკოველი ბიძაშვილები.................

როგორ მიხარია!!!!!!!


ეს მარინა ჩხაიძეა,ოთარი ბიძიას გოგო...............

ნახეთ,რა ლამაზები არიან..................


ჩემი დაკარგული ბიძაშვილი

პავლიკ ჩხაიძე

მოსკოვი


ეს არის ჩემი პატარა ნატა...ალიკოსა და მაკას ქალიშვილი...............ბათუმი

ნატა ჩხაიძე


ნინიკო,ზურა და თამო










რძალი მულებში...



თეონა და ნატა...ნ





დათო ჩხაიძე

  • ალიკო ჩხაიძე და ავთო ებრალიძე


ჩემი სიძე-ქალიშვილი:ირაკლი და თეონა




ღონისძიების სამზადისი