суббота, 27 февраля 2010 г.

ასე დამთავრდა თებერვალი.................










კლარა მასწავლებელი-მემატიანე

იზა ხურციძის საღამო

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ იზა ხურციძეს წარდგენა არ ჭირდება.......

მას ყველა იცნობს ქ.თბილისის №32 საჯარო სკოლაში,

როგორც კეთილშობილ,ენერგიულ,შემოქმედ,

ინიციატივიან,გულისხმიერ და პროფესიონალ პედაგოგს................




მრავალი შესანიშნავი ღონისძიების
ავტორს სულაც არ უჭირს
ბავშვების მოტივირება,
მუშაობს მათთან მთელი რუდუნებით,
აწყობს ლიტერატურულ  საღამოებს,
დისკუსიებს,ვიქტორინებს.....
იწვევს საპატიო სტუმრებს..........
და,ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მოზარდთა სულში
სიკეთისა და განათლების მარცვალს თესავს.....................
მოწეული მოსავალი კი სასიამოვნოა..........

ხარობენ ბავშვებიც,მშობლებიც და პედაგოგებიც............

ინსცენირებებით გამრავალფეროვნებული ღონისძიება

დიდ ინტერესს იწვევს............

პედაგოგისა და ბავშვებისაგან კი

დიდი შრომისა და მონდომების შედეგია.........









ღონისძიებას სხვა კლასის მოსწავლეებიც ესწრებიან..........





პედაგოგი სიგელის გარეშე არ ტოვებს არცერთ მოსწავლეს და თითოეული მონაწილის შესახებ ლექსად წარმოადგებს გამოცანა-დახასიათებას..........

ეს უბრალოდ არ ხდება.ამას როცა აკეტებ,ბავშვის თვალით უყურებ სამყაროს,სიხარულს უნაწილებ სხვას და.......იხდი ვალს უფლის წინაშე............



ბავშვებს სიხარულით უფეთქავთ გული.....დაე,მრავალი ასეთი ლამაზი დღე  გაგთენებოდეთ,ჩვენო პატარებო!

თქვენ  კი ენერგია და  სიყვარული მოყვასისა არ მოგკლებოდეთ,ქალბატონო იზა!


მუსიკის კვირეული








ქალბატონი ნანა ბოგვერაძე მრავალი შესანიშნავი ღონისძიების ავტორია.მან დააარსა ,,ხელოვნების სალონი”,რომელიც შემოქმედი მოსწავლეების წარმოჩენას ემსახურება.....სალონში ამჯერად 
მუსიკის კვირეული  მოეწყო...მონაწილე პატარა მუსიკოსები მშვენვრად  შესრულებული ნაწარმოებებით  წარდგნენ მაყურებლის წინაშე...თეორიული ცოდნაც გამოავლინეს მუსიკის,კომპოზიტორებისა თუ  შესრულებული ნაწარმოებების გარშემო....

პროექტზე მუშაობა.................






ფიქრები საკუთარ თავთან....

ვმუშაობ პროექტზე:ორი შიო მღვიმელი.

მოსწავლეები მე-6 კლასელები არიან....

ეძებენ ინფორმაციას,ახარისხებენ,სწავლობენ...მე თვალყურს ვადევნებ....

ზოგჯერ ვუბრაზდები კიდეც,თუ ზარმაცობას შევამჩნევ....მერე ვნერვიულობ...რატომ გავუბრაზდი,პატარები არიან-მეთქი....მინდა ისწავლონ საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება,მინდა იყვნენ საუკეტესონი....თუმცა პროექტზე პირველად მუშაობენ....რა ქნან?!მეცინება...სიტყვა პროექტიც არ იცოდნენ,რა იყო.....ახლა კი....

ვნახოთ,რას იზამენ ჩემი პაწუკები..............

ფიქრები.............................




ნოდარ ტაბიძე ჩვენი სტუმარია....

2010 წლის 26 თებერვალი ისტორიის ერთი ლამაზი ფურცელია....№32 საჯარო სკოლის მატიანეში უმშვენიერესი თარიღი ჩაიწერა:ეს ნოდარ ტაბიძის სტუმრობაა.

понедельник, 15 февраля 2010 г.

რომანტიკა

რომანტიკა...
ხარ ანტიკა...
არქტიდა და ანტარქტიდა...
ნეტა,მთელი ქვეყნის დარდი
ვიწრო მხრებზე ვინ აგკიდა?!

ვიცი,არ ვიცი,რა ვიცი


ვიცი?!

არ ვიცი,რა ვიცი...

რაც ვიცი,ისიც არ ვიცი...

არ ვიცი?!ამას განვიცდი...

ვიცი და 

მაინც არ ვიცი...


გადაიქროლებს მარტის დილა ზეცის ნაპირებს...

და ჩემი სევდაც სადღაც ,შორეთს გაინაპირებს....

რა  ეშველება ამდენ დარდს და ამდენ აპრილებს....

ანდა იმ ტკივილს,ყველა ჩვენგანს რომ აგვატირებს?!

როგორ მინდა შენთან ,ჩემო მაგნოლია!


მენატრება იმ დღეების ლამაზი დილა...

მშვიდი საღამო და ვარსკვლავებიანი ღამე...

მოდი,საიმედო მითხარი რამე!

სულის ლაბირინთებში................


სულის ლაბირინთებში უცნაურობები ბუდობს...

თანაც ისე ღრმად,რომ ძნელია დანახვა...

.თავადაც ვერ ამჩნევ და არ იცი,როდის ამოყოფს

თავს დიდი  ხნით მიყუჩებული ტკივილი....

ფიქრობ და...ვერ ერევი თავს...გრძნობ,რომ იღლები...

ბევრია საკეთებელი...განსასაზღვრელი...

მაგრამ ცოტაა ისეთი,ვინც შენსავით ფიქრობს,ვისაც 

შენსავით ტკივა...

მაგრამ,ამითი არაფერი იცვლება....ერთფეროვნება 

მოსაწყენია...

გულგრილობა კი -დამღუპველი....რა ვქნა...

ვიცინო თუ ვიტირო?!

ასეთ სიტუაციაში სიცილი რომ არ შემიძლია?

воскресенье, 7 февраля 2010 г.

თოვლის ფიფქივით ლამაზი არის ჩვენი სიყვარული...

ისევ ეწვია თბილისს ფიფქები...
ისევ დათოვა გულში სიცივემ...
რა ვქნა,თუ ვერ ვძლებ,კარგო,უშენოდ...
წავალ და უფალ ღმერთთან ვიჩივლებ....

თემქის მიდამოს ,თეთრად დაფენილს,
ფიჭვნარში ფიქრებს უქსოვს ზამთარი....
რა გაზაფხული,რის გაზაფხული?!
თბილი ამინდი ან კი სად არი?!





ჩემი ბაღი!
სახლის წინ ხარ,თეთრი თოვლით მოსირმული....
ჩემი ბაღი...
ჩემი სულის სიანკარე-
სულის თაღი....
როგორ მინდა მოგეფერო,
როგორც ბავშვი,
შემირხიო სულის ქნარი,
ვიყო მთვრალი,
განა დარდით?!
სიყვარულით შეშლილი და არეული,
როგორც მარტი....




вторник, 2 февраля 2010 г.

ჩემი ,,სამოთხის გვრიტები”


,,სამოთხის გვრიტები”ლიტერატურული წრეა,

რომელიც ჩვენ-ლია ჩხაიძემ და ასმათ ჭარელიძემ

ჩამოვაყალიბეთ ჩვენი უნიჭიერესი ბავშვების წყალობით...

გნებავთ გაიცნოთ ისინი?!

იხ:  gvritebi-lia.blogspot.com