ისევ დათოვა გულში სიცივემ...
რა ვქნა,თუ ვერ ვძლებ,კარგო,უშენოდ...
წავალ და უფალ ღმერთთან ვიჩივლებ....
ფიჭვნარში ფიქრებს უქსოვს ზამთარი....
რა გაზაფხული,რის გაზაფხული?!
თბილი ამინდი ან კი სად არი?!
სახლის წინ ხარ,თეთრი თოვლით მოსირმული....
ჩემი ბაღი...
ჩემი სულის სიანკარე-
სულის თაღი....
როგორ მინდა მოგეფერო,
როგორც ბავშვი,
შემირხიო სულის ქნარი,
ვიყო მთვრალი,
განა დარდით?!
სიყვარულით შეშლილი და არეული,
როგორც მარტი....
Комментариев нет:
Отправить комментарий