вторник, 29 июня 2010 г.

შეგონებანი

,,ნუ იქნები გზაზე მდგარი სვეტი,რომელიც ქალაქის გზას მიუთითებს,მაგრამ თავად ადგილიდან არ იძვრის:არამედ იყავი წინამძღოლი,რომელიც სხვებსაც უჩვენებს გზას და თავადაც წინ მიდის.”

,,ცოდვით დაცემული ვერ ასწავლის სხვას,თუ როგორ არ დაეცეს იგი ცოდვით”.

,,ფხიზელი სინდისი -საუკეთესო დამცველია მანკიერებისაგან”.

,,არ უნდა მიიყვანო თავი იქამდე,რომ რაიმე საქმეში სინდისი გამხელდეს.”

,,უმჯობესია ,მხოლოდ სინდისი გამშვიდებდეს და მთელი სამყარო გამტყუნებდეს,ვიდრე სინდისი გამტყუნებდეს და მთელი სამყარო გაქებდეს”.

,,ცოდვებით მოსვრილ სინდისში უდიდესი ცოდვებიც ძვლივს შეიმჩნევა,ისევე,როგორც გამჭვარტლულ სარკეში ცქერისას ვერც სახეს და ვერც ჩვენს მანკიერებებს ვერ ვხედავთ.” 

Комментариев нет:

Отправить комментарий