რასაც აქ ვწერ,ეს მატიანეა... მინდა ყველაზე ძვირფასი სახელები გამოვამზეურო, ლამაზი წამები ძვირფას მოგონებად შემოვინახო, უგულობა - სიყვარულად, ტყუილი -სიმართლედ, შური -სიკეთედ, უმადურობა -მადლიერებად ვაქციო, მოვესათუთო და მოვეხმატკბილო სამყაროს უძვირფასეს ქმნილებებს - ადამიანებს!
среда, 23 июня 2010 г.
მტკვრისა და არაგვის შესართავთან....
მდინარე მდინარეს ერთვის,ადამიანები კი თავიანთი უმსგავსო საქმეებით ერთმანეთს შორდებიან....ბევრი მათგანი ვერ აცნობიერებს,რომ სიმართლეა ის კელაპტარი,რომელიც ჯობია წაკითხულ ლოცვასაც,ანთებულ სანთელსაც,გაცემულ წყალობასაც...ჯობია,რადგან სიმართლე და მართალი საქმისათვის თავდადება იმ სანთელივით გაგინათებს გზას,იმ ლოცვასავით წამოგეშველება,იმ გაცემულ წყალობასავით შეგეწევა.......და თუ მართალ საქმეს არ ემსახურები,რატომ ანთებ სანთელს?არ გეშინია?უფალს,ხომ იცი,რომ ვერ მოატყუებ!ის ყველაფერს ხედავს,ყველაფერს გრძნობს.... ..და,თუ მდინარე მდინარეს ერთვის,მაშ,თქვენ რა მოგდით,ადამიანებო?!

Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий