საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში კლასების გაყოფასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საქართველოს საჯარო სკოლებს აქვთ უფლება მოახდინონ კლასის გაყოფა და ახალი კლასის შექმნა იმ შემთხვევაში თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 35 მოსწავლეს.
აგრეთვე ქართულის და უცხო ენების შესწავლის პროცესში სკოლას აქვს უფლება ამ დისციპლინების შესწავლის დროს მოახდინოს კლასის გაყოფა, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღემატება 25 ბავშვს და სკოლას გააჩნია შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ზემოთაღნიშნული მოქმედებები მიეკუთვნება საჯარო სკოლის კომპეტენციას და სკოლის ადმინისტრაცია არის უფლებამოსილი თავად გადაწყვიტოს მსგავსი საკითხები.
Комментариев нет:
Отправить комментарий