среда, 23 марта 2011 г.

პროფესიონალი მასწავლებლის 9 მახასიათებელი

      ოცდამეერთე საუკუნისათვის დამახასიათებელმა ცხოვრების კომპლექსურობამ და მიმდინარე სოციალურმა ცვლილებებმა დიდი გავლენა იქონია მასწავლებლის პროფესიულ როლზე.საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა, სკოლებში დასაქმების სტრუქტურის შეცვლამ პრაქტიკული სწავლების მნიშვნელობის აღიარებამ და სტანდარტების ამაღლებამ დამატებითი სირთულე შესძინა მასწავლებლის პროფესიას.ჩემი აზრით,სწორედ მასწავლებლის ამ ცხრა მახასიათებლიდან უნდა დაიწყოს "ახალი"პროფესიონალიზმის შენება,რომელიც ოცდამეერთე საუკუნის მოთხოვნებს უპასუხებს.ისინი პიროვნული განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.

მახასიათებელი 1:

ფიქრი საკუთარ თავზე მასწავლებლებს ურჩევს,იფიქრონ,თუ რას ნიშნავს სწავლება მათთვის და როგორ აფასებენ ისინი საკუთარ თავს მასწავლებლის რანგში.


მახასიათებელი 2:

თავდაჯერებული მუშაობა.აღნიშნული თავი მოგვიწოდებს,დავინახოთ,მოვისმინოთ და შევიმეცნოთ უფრო მეტი.აქ საუბარია თავდაჯერებულობის ზრდაზე საკუთარი,ინტუიციური მსჯელობის გზით,ასევე ქცევითი მოქნილობის ჩამოყალიბებაზე,რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში კრეატიული
რეაგირების შესაძლებლობას მოგვცემს.

მახასიათებელი3:

სტრესის დაძლევა.აღნიშნული თავის მიზანია,დაგეხმაროთ სტრესული საქმიანობისათვის თანამდევი გადაუჭრელი და დაგროვებული გონებრივი და ფიზიკური დაძაბულობის კონსტრუქციულ დაძლევაში.

მახასიათებელი4:

დროის განაწილება,მნიშვნელოვანი თვისებაა,რომელიც აუცილებელია წარმატებული პროფესიული ცხოვრების,კარგი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისათვის.

მახასიათებელი5:

ნდობის ჩამოყალიბება,კარგი ურთიერთობის საფუძველია.

მახასიათებელი6:

ყურადღებით მოსმენა,წარმოადგენს კარგი მსმენელისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

მახასიათებელი7:

ქმედითი გავლენის მოხდენა.თუ თქვენ შეძლებთ კარგი სამუშაო ურთიერთობის ჩამოყალიბებას სხვებთან,თქვენი სანდოობის ჩვენებით და ყურადღებით მოსმენით,მათ პატივისცემას დაიმსახურებთ.

მახასიათებელი8:

გავლენიანი ლიდერის ქცევა,ეხება იმ ცოდნას,უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებას,რომელიცმასწავლებელს გავლენიანს ხდის ადგილობრივ სამუშაო გარემოში.

მახასიათებელი9:

გავლენის სფეროს გაფართოება წარმოადგენს მასწავლებლის,როგორც აქტივისტი პროფესიონალის როლს,რომელიც გავლენას ახდენს პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიული სასწავლო გარემოს დამყარებაზე.

ოთხი საიდუმლო

...როგორც მინიმუმ,ოთხ საიდუმლს მაინც უნდა ფლობდეს მასწავლებელი:       ნოდარ დუმბაძე
1.უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები;
2.უსაზღვროდ უყვარდეს საგანი,რომელსაც ასწავლის;
3.ჰქონდეს უნარი-ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს,როგორც სენი უკურნებელი;
4.იყოს უაღრესად თანამედროვე,ჰქონდეს ცოდვა-მადლის ანუ სამართლის გაჩენისა და მოთმინების დიდი უნარი.სხვაგვარად ყველა მცდელობა იმისა,რომ იყო მოძღვარი,ფუჭია,ყალბი და უშედეგო.ნაკლი წინათაც ბევრი ჰქონდა სკოლას და,ალბათ,ახლაც ბევრი აქვს,ამაში უცნაური და მოულოდნელი არაფერი არ არის.ხანდახან ათას სიკეთესთან ერთად ისეთ უზნეო საქციელსა და ამბავს გაიგებ სკოლის გარშემო,ძალაუნებურად გიხარია,რომ ზოგიერთ მასწავლებელს აკაკის"გამზრდელი"არ აქვს წაკითხული,მშობელს"ხევისბერი გოჩა",ხოლო მოსწავლეს
მამის მკვლელი".მთავარი მაინც ის არის,რომ ბავშვმა სკოლაში,როგორც სალოცავ ტაძარში,ისე იაროს და იქ უწმინდესი და უნეტარესი სულიერი მოძღვარი დახვდეს.

მსოფლიოს მასწავლებელი

მსოფლიოს მასწავლებელი
Wise Camel 27 იანვარი 2011 გასართობი,საკითხავი,სასარგებლო 17 კომენტარი
       ( გადმოწერილია გასაცნობად)



სპეციალური პოსტი უფროსკლასელთათვის, ვისაც წელს გამოცდების ჩაბარების ბედნიერება უხვად მოელის…

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ბილ გეითსის შვილებს და ჩვეულებრივ აფრიკელ მოზარდებს? პასუხი რათქმაუნდა ცხოვრების პირობები არ არის, მათ ჰყავთ საერთო მასწავლებელი!

თუკი დაგუგლავთ მის სახელს, სამწუხაროდ პირველივეს ამოაგდებს ბოლივუდელ მსახიობს, ასევეა Facebook-ზე, სადაც ამ ადამიანის გვერდს ვერაფრით მივაგენი, რადგან ზემოდ ხსენებულ მსახიობის ასობით ფან გვერდი არსებობს, თუმცა მთავარი ამ პოსტში ეს არ არის…

გაიცანით… სალმან ხანი, წარმოშობით ინდოეთიდან და ბანგლადეშიდან, დაიბადა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალ ორლეანში, კერძოდ ლუიზიანაში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა მათემატიკისადმი სიყვარულით, მას აქვს ბაკალავრის ხარისხები მათემატიკაში, ელექტულ ინჟინერიაში და კომპიუტერულ მეცნირებებში, მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხები ელექტრულ ინჟინერიაში და კომპიუტერულ მეცნიერებებში მასაჩუსეტსის ტექნიკური უნივერსიტეტიდან (ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოში), მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში – M.B.A. (Master of Business Administration), ჰარვარდის ბიზნეს სკოლიდან და ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ ის მხოლოდ 33 წლისაა.

ის მუშაობდა ჰედჯ ჰონდში ანალიტიკოსად და საკმაოდ კარგადაც გამოიმუშავებდა ფულს, მოკლედ რომ ვთქვათ ჰედჯ ფონდი ეს არის უზარმაზარი ინდუსტრია, არაოფიციალური მონაცემებით 2008 წელს მისი წლიური ბრუნვა იყო 2.5 ტრილიონი დოლარი (ცნობისთვის ეს ძალიან დიდი თანხაა და მის ჩასაწერად საჭიროა 13 რიცხვი!) , სწორედ ამ სამსახურს დაანება თავი ჩვენი პოსტის გმირმა და დაიწყო ვიდეო გაკვეთილების კეთება, რომელზეც ხელი ნებისმიერ მსურველს უფასოდ მიუწვდება.

ყველაფერი კი ძალიან მოულოდნელად დაიწყო, 2004 წელს ის თავის უმცროსკლასელ ნათესავს ასწავლიდა კილოგრამების გრამებში გადაყვანას, ხოლო ცოტახანში მას თავიდან მოუწია მისთვის ახსნა, მაგრამ ამჯერად უკვე ინტერნეტის საშუალებით, ის ძალიან გაოცდა როდესაც მისმა ნათესავმა მას უთხრა, რომ ინტერნეტით ახსნილი მას უკეთ ესმოდა, ვიდრე როდესაც ის მის გვერდით იჯდა. ამის შემდეგ სალმა (მას ყველა ასე ეძახის “სალ”) გადაწყვიტა თავისუფალ დროს გაეკეთებინა პატარა ვიდეო გაკვეთილები და Youtube-ზე აეტვირთა, მისმა ვიდეოებმა პოპულარულობა მალე მოიხვეჭეს და სალმაც თავის მაღალანაზღაურებად სამსახურს თავი დაანება და ამ უფასო ვიდეოების კეთება დაიწყო, წერის მომენტში სალს გაკეთებული აქვს 2000-ზე მეტი ვიდეო, რომელიც მოიცავს თითქმის ყველა ძირითად ტექნიკურ დარგს: მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ორგანული ქიმია, კოსმოლოგია, ასტრონომია… ასევე აქვს გაკეთებული ვიდეოები ბიზნესის მენეჯმენტსა და ფინანსებზე… ასევე ცოტაოდენი ვიდეოები ისტორიაზე.

მაგალითად მათემატიკაში ვიდეოები იწყება ელემენტალური არითმეტიკით…



და ადის უმაღლეს კალკულუსამდე …



ასევეა სხვა დარგებში ფიზიკა, ქიმია და ა.შ.

როგორც სალის ერთერთი მოსწავლე, შემიძლია ვთქვა რომ ის საუკეთესო მასწავლებელია რომელიც ოდესმე მყოლია, მისი ახსნის მეთოდები არ ჰგავს იმ მასწავლებლების/ლექტორების ახსნის მეთოდებს რომლებიც ცდილობენ მაღალფერდოვანი და ძნელად გამოსათქმელი სახელის მქონე თეორიების მეშვეობით აგიხსნან ის რაც ორი სიტყვით შეიძლება იყოს ახსნილი, რათა მოსწავლის/სტუდენტის თვალში უფრო განათლებული გამოჩნდეს. მათგან განსხვავებით სალს არ ეშინია გამოჩინოს ის რომ მანაც არ იცის ყველაფერი, ის არასოდეს მალავს თავის შეცდომებს და აღიარებს მათ, როგორც თვითონ სალი იძახის, მისი ლექციების წარმატების მიზეზი ის არის რომ, სტუდენტს არ ეშინია ჩაუღრმავდეს იმას რაზეც კითხვის დასმას ჩვეულებრივ ლექციაზე ვერც კი გაბედავდა, ვთქვათ აღარ გახსოვთ როგორ იყოფა ერთმანეთზე ათწილადები (გამოტყდით რომ არ გახსოვთ, ეს საკმაოდ გავრცელებული ფენომენია და თუ ხშირად არ გიწევთ ათწილადების გაყოფა, მაშინ გავიწყდებათ როგორ კეთდება ეს, იმის მიუხედავად რომ ეს V კლასის მათემატიკაა), თუ შენ ხარ უმაღლეს სასწავლებელში და აღარ გახსოვს თუ როგორ იყოფა ათწილადები, მაშინ არამგონია გაბედო და იკითხო თუ როგორ ხდება ეს, ეს ხომ იქ მყოფთა ჩუმ ღიმილს გამოიწვევს (იმის მიუხედავად რომ მათ 90% არ ახსოვს თუ როგორ კეთდება ეს), ხოლო როდესაც შენ ინტერნეტში სწავლობ, შენ მხოლოდ გჭირდება რომ მოძებნო საჭირო ვიდეო და უყურო მას, სწორედ ეს არის ინტერნეტით სწავლის ხიბლი…

როდესაც ისეთი ადამიანი როგორიცაა ბილ გეითსი, ამბობს რომ ისიც სწავლობს ამ საიტიდან და მისი შვილებსაც ურჩევს უყუროს სალის ვიდეოებს, ეს უკვე დიდი მიღწევაა, ალბად დამეთანხმებით…



ცოტა ხნის წინ გუგლმა გამოაცხადა კონკურსი იმ საიტებისთვის რომელებსაც დიდი წვლილი შეაქვს მსოფლიიო განვითარებაში, სალის საიტი იყო ერთერთი რომელმაც მოიგო 2 მილიონი დოლარი, რომელიც მთლიანად მოხმარდება საიტის განვითარებას…



სალმან ხანის კონფერენცია რომელიც დაგანახებთ თუ როგორი ადამიანია და როგორია მისი სამომავლო გეგმები საიტთან დაკავშირებით



ალბათ მიხვდებოდით, რომ სალი არის ჩვეულებრივი ადამიანი რომელსაც უბრალოდ სურს განათლება მისცეს მას ვისაც ეს უნდა, ის ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობს, ჰყავს ოჯახი, და მთელ თავის თავისუფალ დროს თავისი საიტის განვითარებას უთმობს.



კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, სალის ვიდეოები ყველაზე მოხმარებადი ვიდეოებია ინტერნეტში, რომლებიც განათლებას ემსახურება, ყოველთვიურად სალის ვიდეოებ 20 000 უნიკალური მომხმარებელი უყურებს, ეს კი “ხანის აკადემიას” აქცევს ყველაზე დიდ სასწავლებლად მსოფლიოში!!!

თუ წაიკითხეთ პოსტი, ალბათ მიხვდით, რომ ადამიანის მიმართ უდიდესი სიმპატიით ვარ განწყობილი და დიდ პატივს ვცემ მის შრომას, მაშ ასე თუ მზად ხარ დაიწყო შენი გზა განათლებისკენ მაშინ დააწექი ქვემოთ სურათს!!!

суббота, 19 марта 2011 г.

გაზაფხულია..........

გაზაფხულია... და გეუფლება რაღაც უჩვეულო  განცდა... თითქოს ტანსაცმელიც გიმძიმებს მხარს...თითქოს, რაღაც გაწუხებს... გინდა შეიცვალო...გახალისდე....გინდა რაღაც მოიშორო....მოიშორო ის, რაც გაწუხებს.............მაგრამ ვერ ხვდები, რა გაწუხებს? რა არის ის ზედმეტი? ანუ გაურკვევლობა უფრო მეტად გვაწუხებს.............მე მგონი, ყველაზე კარგი რეცეპტი ამ შემთხვევაში ერთია: გაიღიმეთ! 

пятница, 18 марта 2011 г.

ჩემი საყვარელი ადამიანები.............


ნანა,ელისო,ლიკა-სამაია 
 
  
ირინა ,ნანა,იური,ნინო 
  
ჩვენი ნინო დონაძე
ელისო და ლიკა 

შორენა და ირინა 
შორენა,ნინო,გიული,ნინო......... 

დირექტორ-მენეჯერი დუეტში 

32-ე საჯარო სკოლის პედაგოგები


მე, ვისაც ასე ძალიან მიყვარს ჩემი კოლეგები........ყველას ვეფერები და გულსი ვიხუტებ............ 

ნინო მელქაძე წითელი ვარდებით

პედაგოგი ლია ჩხაიძე 


ყველასათვის საყვარელი ქალბატონი დოდო მინდიაშვილი

ჩვენი დირექტორი ქალბატონი ნანა ქაჯაია და პედაგოგი ნანა ჯოჯიშვილი 

სურათზე არიან:შორენა ცნობილაძე,ნინო დონაძე,გიული ბუაძე,ნანა ჯოჯიშვილი,ნინო გიორგაზე,ლაურა აბუაშვილი.

пятница, 11 марта 2011 г.

 
გაზაფხულის მობრძანებას ისედაც ახლავს სიხარულის განცდა......ამ განწყობას კიდევ უფრო მეტად ალამაზებს 2 ერთმანეთზე უფრო ლამაზი დღესასწაული- დედის დღე და ქალთა დღე...........ქალი გაზაფხულივით მშვენიერია..ქალი გაზაფხულივით სურნელოვანია... ქალი გაზაფხულივით იმედის მომცემია... ქალი გაზაფხულივით თბილი და სასიამოვნოა.......და, ბოლოს, ქალი სამყაროს შემოქმედია.........ქალი დედაა...დედობაა მისი უპირველესი მოვალეობა.........,,ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა......" 
ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ჩემო საყვარელო ქალბატონებო!
იის კონასავით შეკრულ 2 თარიღს გილოცავთ ერთად! მუდამ გვახსოვდეს, რომ ვართ ქალი, ვჭირდებით შვილებს, მეუღლეს, მეგობარს, ოჯახს, კოლექტივს, საზოგადოებას..........მაგრამ ყველას ახსოვდეს, რომ ამ სათუთ არსებასაც ჭირდება სითბო, ალერსი, გაფრთხილება და ,რაც მთავარია, აღქმა იმისა, რომ ის ქალია.........
დედობის მადლი და სიკეთე არ მოკლებოდეს ქალს....... 



вторник, 8 марта 2011 г.

პროექტი

                                ქალი 
1.
პროექტის სახელი: ქალი
2.
პროექტის მოკლე აღწერა:როგორი არის საერთოდ ქალი,რა მოსწონს და რა უყარს ქალს,როგორ უნდა გაუფრთხილდეთ მას.
3.
პროექტის სრული აღწერა:" ქალი ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა",.როდსაც ღმერთმა შექმნა ქალი და მას მისცა: გედის სილამაზე,ფურ_ირმის თრთოლვა,ფარშევანგის სიდინჯე,მტრედის უწყინარობა,ვარდის სურნელება და არწივის სიძლიერე,ამ ნაზ თვისებებთან ერთად ქალი რომ არ დაჩაგრულიყო და მეტისმეტად სრულყოფილი რომ არ გამოსულიყო სხვა თვისებებიც დაუმატა:მგლის ეშმაკობა,გველის შხამი,ვეფხვის სისასტიკე,კურდღლის შიში,ღრუბელთ ცრემლთა დენა და ქარის ცვალებადობა,ეს თვისებები ყველაფერი ქალის სხეულში მოათავსა,ჩაბერა სული,მისცა მამაკაცს და უთხრა: გ ა უ ფ რ ტ ხ ი ლ დ ი ! ! !
" ქალს! თუ ყოველთვის არ უთხარი მოყვარხარო,
გულში უნდობლობა შეუღებს კარებს
ქალს მუდამ ოცნების ტაძარში შეჰყვახარ
და მუდამ ფერება სჭირდებათ ქალებს.
ქალი მკვლელს დაეძებს,ერთგულს და უძლეველს
არ უნდა ალერსი,ძოწი და ლალი
არა გთხოვს სამკაულს ლამაზს და უძველესს
თვით სიყვარულია საუნჯე ქალი!!!"
4.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 9_კლასი,15 წლისები
5.
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, დისკუსიის გამართვა, გამოფენის, პრეზენტაციის მოწყობა…
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ბროშურა, ჩანახატები, ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8.
სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან და ისწავლიან თუ როგორ უნდა დააფასონ ქალი.
9.
სამუშაო ენა: ქართული
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - სხვადასხვა საშუალებებით (ბიბლიოთეკა, ინტერნეტი …) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა…
ისტორია - გაეცნობიან ეპოქას,თუ რომელ ეპოქაში როგორ ფასდებოდა ქალი .
ხელოვნება - ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების გაცნობისას წარმოშობილი იდეების ნამუშევარში გადმოცემა, მონაწილეობა სხვადასხვა სახის ღონისძიებაში (ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, პრეზენტაცია), პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება…
მუსიკა - მოსწავლე ეცნობა მუსიკალურ ნაწარმოებებს, შეარჩევს და მიოძიებს წარმოდგენისთვის საჭირო მუსიკალურ, ლიტერატურულ მასალას და იყენებს ზეიმის მუსიკალურ გაფორმებაში, განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს…
უცხო ენები - მოსწავლე მოიპოვებს მისთვის საჭირო ინფორმაციას უცხო ენაზე, ახარისხებს, თარგმნის.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, გაცვლა.
11.
მონაწილეები სხვა სკოლებიდან

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
ნინო იაკობიძე
13.
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: iakobidzenino4@gmail.com
14.
პროექტის ფორუმი:ქალი
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://qali.blogspot.com
Автор: nino на 0:11 0 коммент.

სიყვარული – უცნაური საჩუქარია,



სიყვარული – უცნაური საჩუქარია, რომელიც ისეთ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს, რომლის დროსაც არა მარტო ჭკუას კარგავს იგი, არამედ შეუძლია წარმოუდგენელი სიმაღლეები დააპყრობინოს, ხოლო შემდეგ ტანჯვაში და ზოგჯერ სისასტიკეშიც კი ჩააგდოს. ანუ ადამიანი განიცდის ადამიანური გრძნობების მთელ გამას: ეჭვებიდან დაწყებული მეტყველების უნარის დაკარგვით დამთავრებული მის დანახვაზე.


შეეკითხეთ ნებისმიერს, თუ რა არის სიყვარული და გასაგებად ვერავინ აგიხსნით ამ სიტყვის არსს. გახშირებული გულისცემა, ციებიანივით სუნთქვა, კუნთების კანკალი, სველი ხელისგულები, აწითლებული ლოყები, უმიზეზო ღიმილი... უჩვეულოდ მოვარდნილი და ყოვლისმომცველი ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. მაგრამ ბუნებამ, რომელმაც ჩადო ადამიანში სიყვარულის სიგიჟე, განკურნებაც გაითვალისწინა. ეს ქარბორბალა ყოველ ადამიანში სხვადასხვა დროით გრძელდება: ვიღაცისთვის ერთი თვე, ვიღაცისთვის 1–2 წელი. ერთი სიტყვით, სიყვარული ან თანაბარ, თბილ გრძნობაში გადაიზრდება, ან ტკივილიან განშორებას იწვევს .


მაშ რაში გვჭირდება იგი, იკითხავთ თქვენ, თუ ტანჯვა–წამების მოტანაც შეუძლია? შობადობისათვის? მაგრამ სიყვარულის გარეშეც შეიძლება გამრავლება. ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ, როცა უყვარდება, ადამიანს უკეთესი მომავლის იმედი აქვს და დარწმუნებულია იმაში, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა, რომ გვერდს აუვლის გაუმართლებელი სასიყვარულო განცდები, ხოლო მისი სიყვარული მარადიული იქნება და მხოლოდ სიხარულსა და კმაყოფილებას მოუტანს.


ათასწლეულების უკანაც კი ადამიანები ცდილობდნენ გარკვეულიყვნენ სასიყვარულო განცდების ბუნებაში და რაობაში(რატომ მოაქვს სიყვარულს ერთი ადამიანისათვის ბედნიერება, ხოლო მეორისათვის – იმედგაცრუება და მწუხარება?) და მივიდნენ დასკვნამდე, რომ სიყვარული სხვადასხვაგვარი არსებობს. თუმცა ადამიანები მას ერთი სიტყვით – სიყვარულით მოვიხსენიებთ, მაგრამ განცდები და მდგომარეობა ამ დროს სულ სხვადასხვანაირია: ვნება, გატაცება, აღფრთოვანება, პატივისცემა და ა.შ.


ალბათ გქონიათ ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როცა დაცინვით იხსენებდით თუ როგორ სიგიჟემდე გიყვარდათ სკოლაში და გეჩვენებოდათ, რომ ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდებოდა. ასევე გაგეცინებათ თქვენს ახლანდელ სიყვარულზე 20 წლის შემდეგ. ხოლო ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ სიყვარული პირობითად შეიძლება რამდენიმე ტიპად დავყოთ: სიყვარული–დრამა, სიყვარული–შეპყრობა, სექსუალური ვნება და სიყვარული–პატივისცემა.


პრინციპში, ყოველმა ქალმა შეიძლება განიცადოს ყველა ეს განსხვავებული გრძნობათა გამა საკუთარ გამოცდილებაზე. მაგრამ რა თქმა უნდა არა ყველა ერთად, არამედ ეტაპობრივად. მაგალითად, მოზარდთა სიყვარული სიყვარული–დრამის კატეგორიას განეკუთვნება, რადგან მისთვის დამახასიათებელია ბრმა ნდობა და თავისი სასიყვარულო ობიექტის გაღმერთება, ისევე, როგორც საკუთარი თავის. ხოლო ეს ყველაფერი იმიტომ, რომ პირველი სიყვარული – ეს კონკრეტული ადამიანის მიმართ სიყვარული კი არ არის, არამედ უფრო საკუთარი თავის მიმართ.


როგორც წესი, იგი ხშირად წარუმატებელია და ეს უფრო მტკივნეული ხდება. ეს ხომ თქვენი პირველი გამოცდილებაა და თუ მან იმედგაცრუება მოგიტანათ, ამან შეიძლება დიდი ხნით გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან, დაკარგოთ ნდობა ადამიანების მიმართ. ამ სიყვარულის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადატანის საშუალებაა – მიიღოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. რა თქმა უნდა გამოცდილი მეგობრის გარეშე(მაგალითად, დედის) გაგიჭირდებათ.


სიყვარულის მეორე კატეგორიაა – სიყვარული–ვნება. იგი შედარებით გვიან მოდის – 18–22 წლის ასაკში. ეს არის სურვილი, ფლობდეთ მას მთლიანად. ასეთი სიყვარული უფრო თვითდამკვიდრებისათვის არის საჭირო, ვიდრე სიამოვნებისათვის. კიდევ, ამ ასაკში ხშირად ამბობენ: ‘’მას ყავს თეთრი მერსედესი და აქვს სახლი საზღვარგარეთ’’, ანუ პირველ რიგში ფასდება ადამიანის მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ შეცდომა იმაშია, რომ ამ ასაკში იშვიათად მიუგდებენ ხოლმე ყურს შეგრძნებებს. უბრალოდ ეძებენ კონკრეტულ ადამიანს და მეტი არაფერი. თქვენ კი შეეკითხეთ საკუთარ თავს, რას გრძნობთ ამ ადამიანის მიმართ: სიყვარულს, თუ უბრალოდ ეს ის ადამიანია, რომელსაც აქვს მატერიალური კეთილდღეობა, რომელიც გაწყობთ თქვენ?


ხოლო თუ ეს შესანიშნავი გრძნობა 25–29 წლის ასაკში გეწვიათ, მაშინ ეს საკუთარი თავის სიყვარულის სხვა სახეობაა, მაგრამ უკვე უფრო ობიექტურ თვითშეფასებაზეა დაფუძნებული. ანუ ამ ასაკში მამაკაცის მიმართ გარეგნული უნდობლობის მიუხედავად ქალი შინაგანად რჩება ადამიანად, რომალსაც სწამს წმინდა და სუფთა სიყვარული. უბრალოდ, მამაკაცების გარდა იგი საკუთარი თავის შემჩნევასაც იწყებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს იტანჯება კაცი, რადგან პირველ რიგში თქვენ საკუთარ თავზე ხართ ჩაციკლული, საკუთარ ცხოვრებაზე და განცდებზე და არა ადამიანზე, რომელიც გიყვართ.


30 წლის შემდეგ, პირიქით, იკლებს სიყვარული საკუთარი თავის მიმართ. ქალს ეჩვენება, რომ მას უკვე აღარავინ შეიყვარებს და რომ მან თავის დროზე გაუშვა ეს შანსი. აღმოცენდება უნდობლობა და ეჭვები უცებ გამოჩენილი მამაკაცის მიმართ: თუ იგი ამ ასაკში ჯერ კიდევ არ დაქორწინებულა – ნიშნავს, რომ რაღაც ისე ვერ არის(ან ჯანმრთელობის მხრივ, ან ხასიათის გამო). ხოლო თუ განქორწინებულია – კარგი ვინმეც ყოფილა, თუ ცოლმა ვერ გაუძლო. მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ გიყვართ, თქვენი აზრით ეს მნიშვნელოვანი არგუმენტები გადაწონის ხოლმე.


ხოლო ნამდვილი სიყვარული 40 წლის ასაკისათვის მოდის. სიყვარული ყველაზე მეტად სიყვარულს სწორედ ამ ასაკში ჰგავს. მისი დამტკიცება არავისთვისაა საჭირო – ორმოცი წლის ქალმა შესანიშნავად იცის, რომ თუ დასამტკიცებელია რამე, მაშინ ის სიყვარული არ ყოფილა. გიყვართ უკვე არა გარეგნობისათვის, არა ფულისათვის, არა ძლიერებისათვის – საერთოდ არაფრისათვის, უბრალოდ გიყვართ და ამას ყოველი უჯრედით გრძნობთ. თქვენ უბრალოდ ტკბებით იმის გამო, რომ ხედავთ და შეიგრძნობთ ამ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვართ და რომელსაც ნამდვილად უყვარხართ. იწყება ახალი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. კომპლექსები უკვე ნაკლებად გაწუხებთ, არ გაქვთ მარტო დარჩენის პანიკური შიში.


როგორც ხედავთ, სიყვარული მრავალსახიანია და ვერავინ გეტყვით ზუსტად, თუ როდის და ვინ შეგიყვარდებათ და რომელი სიყვარული გეწვევათ ზემოთ ჩამოთვლიდან. მაგრამ იმაში, რომ ადრე თუ გვიან მოხდება ეს, ეჭვი ნუ შეგეპარებათ.