воскресенье, 16 октября 2011 г.


რამ გაგაჩინა ქალაო…-ვაჟა


რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავი, ხელით შემახო,
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!

რომ დავიხოცნეთ, იქაცა
კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.
შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოს
ქალი, კაცი და ქვეყანა?..

ოღომც-კი შენთან მამყოფე, —
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,
მოვკვდე შენს დაუტირებლად,
თუ შეგადარო მზესთანა!

თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,
ისეც მზეობას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები!

რამ გაგაჩინა ქალაო…-ვაჟა


რამ გაგაჩინა, ქალაო,
ლერწმად აჭრილო წელშია?
ნეტავი, ხელით შემახო,
შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია!

რომ დავიხოცნეთ, იქაცა
კიდევ გიპოვნი მკვდრებშია.
შენს იქით, ვინ სთქვა, რო იყოს
ქალი, კაცი და ქვეყანა?..

ოღომც-კი შენთან მამყოფე, —
თუნდ ბინას დავსცდე თემთანა,
მოვკვდე შენს დაუტირებლად,
თუ შეგადარო მზესთანა!

თუნდ სრულად გასწყდენ ვარსკვლავნი,
მზემ ტანთ ჩაიცვას შავები,
ისეც მზეობას მიზამენ
შენი ფოფინა თვალები!

სიყვარული-ვაჟა-ფშაველა


შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა…
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა.
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!”
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამი სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია,
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია

ჩემის კაცობის გვირგვ


(სიმღერა)
 ჩემის კაცობის გვირგვინო, 
ჩემო სამშობლო მხარეო! 
შენგან შობილი ოცნება 
გულს შანთად გავიყარეო. 
არ მიმეფარო თვალთაგან, 
დამიცევ, დამიფარეო. 
ბევრს ტანჯვას გამოვლილი ვარ, 
ბევრი დღე ვნახე მწარეო. 
არ დაიმალვის, როგორც მზე, 
რაც მე ცრემლები ვღვარეო. 
ის მოიგონე, მაინცა, 
ბეჩავო არე-მარეო! 
ჩემს ცრემლს უბეში ინახავ, 
ვიცი, სამშობლოს მთვარეო; 
არ მიღალატო, ოცნებავ, 
მნახოდი მალე-მალეო. 
კი არ შემომწყრე, მიმუხთლო, 
იარო გარე-გარეო. 
თუ ამას იზამ, წინა დღით 
საფლავი გამითხარეო. 
მოვკვდე, კაცთ ხელი მერიდოს. 
ოცნებავ, დაგიბარეო: 
შენ მნახე, შენა, მარტო შენ, 
გულს მიწა მომაყარეო. 


                                                  1910 წ.

თამარი


თამარ მეფე


თამარს უამბო დედამა: „შვილო, სიზმარი ვნახეო,
საწუთროს ჯამში ჩავხედე, ქვეყანა დავინახეო, -
შენ იყო მთელი ხმელეთი, შაგნებით შაინახეო!“
თამარ მეფე და ხონთქარი


თამარ მეფე და ხონთქარი
მაღალმა ღმერთმა წაჰკიდა,
ზღვაში ჩაუშვა ხომალდი,
ზედ ალმასები დაჰკიდა,
შიგ ჩასხა ქართველთ ლაშქარი
მრავალ წყალობას დაჰპირდა.


***


ათასი კაბა ყმა მყავდა,
ყველანი ოქროს ღილითა,
ვაჭმევდი დედალ ხოხობსა,
ვასმევდი ბროლის ჭიქითა,
ვინც კი შემება, შევები
ალალითა და ჯიქითა.
აწი თქვენ იცით, მეფენო,
ვინც დარჩით ამას იქითა.


***


ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო,
ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო,
კბილი – მარგალიტი, თვალ-წარბი – გიშერი,
შავი დალალები აბრეშუმისა;
თავზე მუზარადი, წელზე – ჯავარდენი,
ატლასის კაბაზე – რკინის აბჯარი;
ცხენი ქვიშისფერი, ლაგამი ოქროსი,
ლაგამი ოქროსი, ტახტა ვერცხლისა.
ეცერს მობრძანდები, თამარ დედოფალო,
თამარ დედოფალო, თაიმარალი,
ყველგან წვიმაა და ყველგან თოვლია,
ეცერის ვაკეზე მზე დგას ცხრათვალა.
თამარ ქალი


თამარ ქალო, ქვეყნის თვალო,
რა ლამაზი რამე ხარო;
ნეტავ რა არის მისთანა,
ამომავალი მზისთანა?
ნეტავ რა არის მისთანა?
მეფისა თამარისთანა?
ნეტავ რა არის მისთანა?
საყდარი გელათისთანა?


***


ლატალს მობრძანდა თამარი,
ლაჰლას ნათელი მოფინა.
- სვანეთი ვაკე მეგონა,
სულ მთა და გორი ყოფილა.


***


თამარ მეფევ, თამარე,
სად ყოფილხარ, თამარე?
ვის ეომე, ვინ დარსხე,
ვინ დაამხე, თამარე?
მტერი დაგიმარცხებია,
დავლით მოხვალ, თამარე,
სვანეთს მოხვალ, დავლით მოხვალ,
ძლევით მოხვალ, თამარე.


***


თამარ დედოფალი ვიყავ,
თავი ძირს აღარ დავიღე,
ზღვაში ჩავყარე სამნები,
ხმელეთი ჩემსკენ მოვიგდე;
ქაჯებსა დავდე იჯარა,
ისპაანს ხარჯი ავიღე,
სტამბულს ხმალი ვკარ, დარუბანდს,
შაქს საბალახე ავიღე,
უსიერი მთა გავკაფე,
დიდი შარა-გზა გავიღე;
ღადა-ღუდა ტყე ვიარე,
ქვაზე საყდარი ავიგე.
ამდენი საქმის მოქმედმა
ცხრა ადლი ტილო წავიღე.

ბუნების მგოსანი-ვაჟა


ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპონდენცია "წერილი ხევსურეთიდან" 1879 წელს დაიბეჭდა ("დროება" №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა "ფეოდალის აღზრდა" - 1880 წელს ("ივერია", № 4); პირველი ლექსი "მეომარი" - 1881 წელს ("იმედი", № 3 - 4); პირველი მოთხრობა "სურათი ფშავლის ცხოვრებიდან" - 1881 წელს ("დროება", № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში: "მთას ვიყავ" (1890), "სიმღერა" (1896), "სიტყვა ეული" და სხვ.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკური ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც ("გამამერია ჭაღარა" (1894), "მთათ მითხრეს" (1897) და სხვ.). ქართველი ხალხის გაღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებაზე მებრძოლ, შეუპოვარ კილოზეა დაწერილი მისი ლექსები ("ომის წინ ჯარის სიმღერა", (1888), "ბაკლერი", (1899), "კახეთს" (1913), "ფშაველი ჯარისკაცის სიმღერა" და სხვ.).

ვაჟა-ფშაველას პიროვნული სრულყოფის, "კაი ყმის" ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში ლექსები: "კაი ყმა" (1908), "პასუხი ბაჩანას" (1913), "ფშავლის სიყვარული" (1891) და სხვ.
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება - ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: "ალუდა ქეთელაური" (1888), "ბახტრიონი" (1892), "სტუმარ-მასპინძელი" (1893), "გველის მჭამელი" (1901) და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პოემებით პოეტმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ის ძირითადი, რომ ცხოვრება აუცილებლად მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას, რაც შესაძლებელია მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით.

ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: "შვლის ნუკრის ნაამბობი" (1883), "ხმელი წიფელი" (1888 - 1889), "ქუჩი" (1892), "მთანი მაღალნი" (1895) და სხვ.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა "მოკვეთილი" (1894). ისიც აღსანიშნავია, რომ იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს ("ლაშარობა" (1888), "ფშავლები" - "ძველი და ახალი ფშავლების პოეზია" (1896) და სხვ.). "ცივილიზებულ" სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერების პირველმიზეზები და მათგან განკურნების საღი წყაროები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

ვ ა ჟ ა - ფ შ ა ვ ე ლ ა-150 წლისთავი



ვაჟა–ფშაველა. ნამდვილი სახელი–ლუკა რაზიკაშვილი. დაბადებული სოფელ ჩარგალში 1861 წ 14 ივლისს.
ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას იამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს.“
ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ,ეს თმიანობა იმისი ნიშანია,დავლათიანი იქნება,სახელიანიო.პავლეს,ვაჟას მამას,სოფლის მღვდელს,თავის ექვს შვილში ეს მესამე განსაკუთრებით ჰყვარებია.
ვაჟა ათ წლამდე ჩარგალში იზრდებოდა.შემდეგ–თელავის სასულიერო სასწავლებელი,სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა „ალფა,ბეტას“ ზეპირობის გამო.ვაჟა ბუხარში იჯდა და იქიდან უყურებდა ამ საშინელებას.დიახ,ბუხარი იყო მისი სკამი მთელი ორი წელი,რადგან ადგილი აღარ იყო შეგირდისთვის.
1877 წელს ვაჟა სწავლას აგრძელებს თბილისის ალექსანდრეს სახელობის ორკაციან სამოქალაქო სასწავლებელში.შემდეგ გორის სემინარიაში.1882 წელს ვაჟა გაანაწილეს სკოლის მასწავლებლად სოფ.ტოლათსოფელში.შემდეგ ისევ გორი.თავად ამილახვრის ოჯახში შინამასწავლებლად მიწვევა და აქვე დაოჯახება ამილახვრის უკანონო შვილზე,კეკე ნებიერიძეზე.
22 წლის ვაჟა სწავლის გასაგრძელებად პეტერბურგს მიემგზავრება. ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში უკან ბრუნდება
იმ დროს საქართველოში გავრცელებული იყო მუშტი–კრივი,თუ როგორი მოკრივე იყო ვაჟა,ამაზე მეტყველებს პეტერბურგში მისი ყოფნის ერთი ეპიზოდი.
პეტერბურგში ყოფნის დროს, ვაჟას და გიორგის (ვაჟას უფროს ძმას) ფული სრულიად გამოლეოდათ.შეხვედრიათ ნაცნობი გერმანელი სტუდენტი,რომელსაც უთქვამს: „წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს,სადილი იმან გადაიხადოსო.“ არც იმას ჰქონია ფული და გაპარულა. ბილიარდის ფულის გადახდაზე ამტყდარა მთელი მუშტი–კრივი. როგორც შემდგომში გაირკვა, ვაჟას უცემია ცნობილი ბოქსიორი.
დიდმა პოეტმა პეტერბურგში ყოფნისას დაუდო სათავე ფსევდონიმად „ვაჟა–ფშაველას“ ხმარებას.მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ.რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა.შ.
ვაჟა–ფშაველა პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა.მან, როგორც მთიელმა,იცოდა ფშავ–ხევსურეთში „ვაჟა“ ბიჭს, კარგ ბიჭს, ვაჟკაცს რომ ნიშნავდა.
1886 წლიდან კი მწერალმა ფსევდონიმი „ვაჟა–ფშაველა“ სახალხოდ დაიმკვიდრა. ვაჟას მერეც უხმარია სხვადასხვა ფსევდონიმი: „მწარია“, „ჟულაკა გოგოჭური“, „ფშაველა ვეფხვაიძე“, „ველაფშა“, „ვ–აფ–ლა“, და სხვა.
გადის წლები. გამოყრუვდა „ღვდლიანთ სახლი“. ძმები წავიდ–წამოვიდნენ. ერთადერთი და მართაც ყვარელში გათხოვდა. დარჩა მარტო ვაჟა თავისი მეუღლით და წვრილშვილით მძიმე ცხოვრების პირისპირ. ვაჟა ამ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო ( 30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. ეს უყო „ციმბირის წყლულმა“, თვალიც იმისგან ჰქონდა დაზიანებული. თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და ახლა „ რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.
1902 წელს ვაჟას გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე კეკე– მეხუთე შვილზე უმტყუნა. ლექსს გაანდო თავისი წუხილი.
„იას უთხარით ტურფასა,მოვა და შეგჭამს ჭიაო...
მიწავ,შენ გებარებოდეს, ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე, როგორიც შენი ზნეაო“
მალე ვაჟა ირთავს მეორე ცოლს– თამარს. თამართან ვაჟას ერთი შვილი შეეძინა, ვახტანგი. ეს იყო ვაჟას მეხუთე შვილი.
1915 წელი. ვაჟამ მთელი ზამთარი იავადმყოფა. ივლისის 27–ში კი, წმინდა ნინოს ლაზარეთში გარდაიცვალა.
ვაჟა დამარხეს თბილისში, დიდუბეში, ფშაური წესისა და დატირების გარეშე. ფშავში კი წესი დაუყენეს და დაიტირეს დამარხვის გარეშე. ვაჟას ნაბადი გაშალეს ეზოში და ზედ დააწყეს მისი ხმალ–ხანჯალი, თოფი, ფარი.
გარდაცვალებიდან ოცი წლისთავზე ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს. ეს ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა პოეტმა გიორგი ლეონიძემ და „ცისფერყანწელებმა“ გააკეთეს.
ოცნება თუ რეალობა…
pumpula balishi 25 აპრილი 2010 გასართობი,სურათები




შემოდით..


ოცნება სულის მდგომარეობაა,ის მდგომარეობა როცა სულს რამე ძალიან უნდა,ოცნებობს და თავის ოცნებებში იფანტება,ზოგი ოცნებობს მარტოობაზე,ზოგი სიყვარულზე,ზოგი მეგობარზე,ფულზე… “ოცნებები ყველანაირია როგორც ცისარტყელის ფერები,ზოგჯერ ადამიანი ოცნებებს უღრმავდება და რეალობაში ურევს,გონია რომ რეალობა ოცნებასავით ტკბილი და საამურია 
      ელანდება ყველაფერი,ფიქრობს ყველაფერზე და გონია რომ ადამიანები და ცხოვრება ისე ითამაშებს როგორც მის ოცნებებში..ზოგს ოცნებებში ელანდება ადამიანი,რომელსაც არც კი იცნობს და ცდილობს ოცნებებით გაიცნოს,ოცნებებში ის მას უყვარდება ისეთი როგორ ადამიანზეც მუდამ ოცნებობდა,ოცნებობდა და ეგონა რომ რეალობაც ისეთივე საამური იქნებოდა როგორც ეს ტკბილი ოცნება…
          ოდესმე შენს ოცნებას ჩახედავ თვალებში და დაინახავ ისეთს როგორიც მუდამ გელანდებოდა,თვალებს კარგად გაახელ და გაიცინებ,,ისიც გაგიღიმებს ალბათ…
                  ალბათ ოცნებაც ფიქრებში შEირევა,დააწვიმს დაათოვს და ოცნების სიყვარულით ილუზიებს შექმნი,,,
            თ უმცა რეალობა შეიძლება არც ისეთი მარტივი აღმოჩნდეს როგორც ოცნება,შეიძლება ადამიანმა პეპლის უკან უბრალო მტვერი აღმოაჩინოს და დაინახოს თუ რა იმალებოდა ოცნების მიღმა.
          თუმცა  ერთ წამში შEიძლება აღმოაჩინოს რომ ის ოცნება რომელზედაც მუდამ ფიქრობდა საკუთარი თავი ყოფილა და თვითონ შექმნა..
მერე გაივლიან წუთები,წამები,დღეები , გაივლიან როგორც ღრუბლები,მიმოფანტულ მზის გარშემო გამომწყვდეულ ტუსაღებივით და აღმოჩნდები მარტო,შენს ოცნებებთან და რეალობასთან რომელიც ესეთი ამაო და დამაფიქრებელია..
              მაგრამ ნუ გაიტეხ გულს რადგან ყოველთვის იქნება ვიღაც ვინც მუდამ მოგისმენს,უბრალოდ სიცარიელეც კი რომელიც მუდამ დაგზდევს თან..
რეალობა ხომ ერთ დიდ,იდუმალებით მოცულ სიბნელეს გავს რომელსაც თითქოს ბოლო არ ააქვს,,
          ნუ დამწუხრდები რადგან ყველაფერს ააქვს დასასრული ოცნებასაც და რეალობასაც კი..

უფლის კვართის დღესასწაული! გილოცავთ......

14 ოქტომბერი-მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე,
იესო ქრისტეს კვართისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაულია. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ უფლის კვართი წილად ხვდა მცხეთიდან იერუსალიმში წარგზავნილ ელიოზ მცხეთელსა და ლონგინოზ კარსნელს, რომლებმაც ეს უდიდესი სიწმინდე მცხეთაში წამოასვენეს. იერუსალიმიდან დაბრუნებულ ელიოზს თავისი და სიდონია შეეგება, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი და მიიცვალა. სიდონია კვართითვე დამარხეს; წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევისას წმ. მეფე მირიანმა რომის იმპერატორ წმ. კონსტანტინესთან გააგზავნა მოციქულები თხოვნით, რათა ნათლობისათვის მღვდლები გამოეგზავნათ. მათ ჩამოსვლამდე სამეფო ბაღში ეკლესიის აშენება გადაწყდა. მშენებლებმა ნაძვის ხისგან დამზადებულ ექვსი სვეტი აღმართეს, ხოლო მეშვიდეს, ყველაზე დიდს ძვრაც ვერ უყვეს. წმ. ნინოს ლოცვის შემდეგ, იმავე ღამეს ზეცით გარდმოსულმა ანგელოზმა ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი რამდენიმე დღის მანძილზე 12 წყრთის სიმაღლეზე ჰაერში გაჩერდა და ბრწყინვალებას აფრქვევდა. ამ ადგილზე უამრავი კურნება აღესრულებოდა. 14 ოქტომბერი, როგორც მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის) დღესასწაული გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).