пятница, 4 ноября 2011 г.

კულინარია

შოკმანჟე (დესერტი)

(shokmanje - deserti)

მასალა:

3 კვერცხი
0,5 ჭ შაქარი
50 გ. შოკოლადი
100 გ/ კარაქი
1,5 ს.კ კაკაო
1 ს.კ კონიაკი

მომზადება:

გააცალკევეთ კვერცხის გული ცილასაგან.კვერცხის გულისაგან გააკეთეთ გოგლიმოგლი ,ცალკე ათქვიფეთ ცილა.
შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე კარაქთან და კაკაოსთან ერთად.გააციეთ.შეურიეთ გოგლიმოგლი.დაამატეთ კონიაკი.შემდეგ შეურიეთ ათქვეფილი კვერცხის ცილა.ჩაალაგეთ ფორმებში.შეგიძლიათ მოაყაროთ ნიგოზი ან თხილი,
შედგით მაცივარში.


ეს სადღეგრძელო სიყვარულმა დამალევინა,მე სიყვარულმა დამაობლა დარდით ამავსო, და მაშ დავლიოთ სადღეგრძელო ობოლი გულისდა ეს ჭიქები სისხლისფერი ღვინით ავავსოთ, მას გაუმარჯოს ვინც სიყვარულსში დატანჯულიავისაც უგრძვნია სიყვარულის მწარე იარავისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდიამის სადღეგრძელოს ყანწით დავლევ ჭიქით კი არა!ეს არის ყველაზე მაგარი სადგერგრდზელო

ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო

(nagdi siyvarulis unda davlio)

- დაასხი! ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო,
ქვეყანა ცრემლის საუფლოა, სევდის გზა არი!..
-დაასხი, მუქთად დაგიხატავ შემკრთალ ალიონს,
დასტით, დუდუკით, თეთრი კრავით, დილის საარით!..
-დაასხი, ამ გზას მწუხარებით ბევრი ჩაივლის,
სანამ დრო არის, სანამ შემწედ არის უფალი,
სანამ მეძახის აშხვირებულ მთვარის დაისით,
განათებული ორთაჭალა, ვარდისუბანი..
დამცხრალა ძველი მუხამბაზი-რა დრო გავიდა!
რაც დარჩენილა, მასაც ალბათ ტილოს გავატან..
გაღიმებული მივტანტალებ იქით, საითაც
ეს დალოცვილი მზე თავდება, ქრება თანდათან..
შენ-შენი დახლით, ოქრო-ვერცხლით, არღნით, ამქარით,
მე-ჩემი დარდით, მარტოობით, გულის საკლავით,
-ღმერთის წინაშე შიშვლები ვართ, ბოლოს ორივეს,
დედიშობილას მიგვიბარებს სადმე საფლავი!


ლამაზ თვალებს გაუმარჯოს

(lamaz tvalebs gaumarjos)

მოდით იმ ლამაზ თვალებს გაუმარჯოს
რომელიც სათქმელზე მეტს ამბობს,
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს
რომელიც დაგწვავს და არ ნანობ.
როდესაც გკითხავენ რაზე ფიქრობ?
მიუგებ:არ ვფიქრობ არას.
მოდით იმ არაფერს გაუმარჯოს
რომელიც ყველაფერს მალავს..
იცოცხლეს გაუმარჯოს

(sicocxles gaumarjos)

წამი შეხვედრის და წამი განშორების,
წამი რწმენისა და იმედგაცრუების
წამი სიხარულის, წამი სიყვარულის,
წამი მარტოობის მწარე სინანულის.
ცალ-ცალკე წამია, ერთად აღებული
მთელი ცხოვრებაა - მსხვერპლად გაღებული.
სიხარულის,სინანულისა და სიყვარულის წამებით
შეკოწიწებულ ჩვენს ლამაზ სიცოცხლეს გაუმარჯოს!!!



გალაკტიონი




ხელოვნება

(xelovneba)


ვის უნახავს შავი წიგნი, წიგნი წითელ ასოებით,
დაწერილი სისხლის წვეთით, დაწერილი სასოებით?
გადიარეს გრიგალებმა, დღეს ეს წიგნი არვინ იცის,
და ჟამთ მტვერით იფარება წიგნი ცის და დედამიწის.


დიდხანს ვწერდი, დიდხანს მწვავდა შთაგონების ცეცხლი მწვავე,
ვწერდი ჟინით, ვწერდი ვნებით... და ჰა, იგი დავათავე.
და ვფიქრობდი: ჩემს შავს წიგნში თუ არს-მეთქი რამ ისეთი,
რომ არ აჩნდეს მწარე გესლი, რომ არ აჩნდეს სისხლის წვეთი?


და მეწვია შემდეგ ეჭვი, და მომწყინდა იგი მცნება.
ვთქვი: "სხვას რას აქვს ფასი ქვეყნად, რომ არ იყოს ხელოვნება"!..
მაგრამ ჩემში საუბრობდა მეორე ხმა, ხმა ფარული: -
"ხელოვნება - ეს ოქროა მიწის გულში დამარხული.


ხელოვნება მარგალიტს ჰგავს, მას ზღვა ფარავს შეუცვლელი,
რას იშვიათ თუ მისწვდება კაცის გული, კაცის ხელი...
არის წმინდა პოეზია და მუსიკა არის შორი,
მაგრამ ქვეყნად არ არსებობს - ის ალერსი, ის ამბორი.


არის საღვთო ბილიკები ამ სივრცისკენ მიმავალი,
აირჩიე მათგან ერთი, აირჩიე ერთი კვალი!"
შავი წიგნი არ თავდება, შავი წიგნი შუა წყდება...
მას იქით კი კაცის გრძნობა და გონება ვერას წვდება.

































თამაზ ჭილაძე



ადამიანთა სინამდვილეში არაფერს იმდენი წვრთნა, ვარჯიში, შრომა, ტანჯვა, წამება, გულისხეთქვა, შეშლილობამდე მისული სასოწარკვეთა არ სჭირდება, როგორც ნიჭთან დაკავშირებულ საქმიანობას. ნიჭი, მართალია, ღვთის საჩუქარია, მაგრამ მხოლოდ მას შეუძლია მისი მიღება, ვისაც სულიერი სიმტკიცე და ძალა გააჩნია. ნიჭიც ღმრთისაგან ბოძებული ხმიადის ის ნატეხია, რომელიც გამვლელსაც უნდა გაუყო, გამომვლელსაც და შინაც მთლიანად, ხელშეუხებლად უნდა მიიტანო.

დუმილის ნუ გრცხვენიათ


როცა სიტყვები სათქმელს სახელს არქმევენ, როცა გრძნობები მიმოფანტულია უკიდეგანო სამყაროში, როცა ერთმანეთს მხოლოდ ნაბიჯებიღა გვაშორებს - ჩუმდება გულისცემა. სიტყვებმა თავისი სათქმელი უკვე კარგა ხანია თქვეს,სათქმელმაც კი დაკარგა მნიშვნელობა, მხოლოდ გულისცემა არ დაემორჩილა ბუნების კანონებს და კვლავ მის მოლოდინში ფეთქავს. აზრებს კონებად აკოწიწებს და უკვე მერამდენედ უსმენს გზააბნეულ დიალოგს ილუზიასა და გონებას შორის.
ზღვარის გავლება რეალურსა და ირეალურ სამყაროს შორის არც ისე ადვილია, როცა ნებაყოფლობით მონობაში იმყოფები საკუთარ თავთან. ყველაფერი მარტივი რთული გეომეტრიული თეორემასავით ჩანს, რთული კი - უბრალოდ შეუძლებლად. სიტყვები ზედმეტი არასოდესაა, სამწუხაროდ ისინი ზომაზე ცოტაა მაშინ, როცა ყველაზე საჭიროდ და საჩქაროდ მიგვაჩნია.
ნათქვამია: დუმილის ნუ გრცხვენიათ, როცა სათქმელი არაფეი გაქვთო. სასირცხვილო და სათაკილო ამაში არც არაფერია, უხერხულად ჩანს მდუმარება, როცა სივრცე შიძლება საინტერესოდ გაჯერებული ყოფილიყო ორი ერთმანეთში გარდამავალი ხმით, ფლუიდების ხშირი ცვლით და არათანაბარი სუნთქვით





























ხილი და ხასიათი


ამერიკელი ფსიქოლოგები ამბობენ, ხილის სიყვარულის მიხედვით შეიძლება გაირკვეს ადამიანის ხასიათი, მაგალითად:

ფორთოხლის მოყვარული - ენერგიული, შემოქმედებითი და ყველასთვის სასურველი ადამიანია.

ვისაც მსხალი უყვარს - ნამდვილი ოპტიმისტი, მხიარული და სასიამოვნო ადამიანია, თანაც კარგი და ერთგული მეგობარი;

ვაშლის მოყვარული - კონსერვატორია, მისთვის მიუღებელია ცდები.

მარწყვის მოყვარული - ეჭვიანი და მესაკუთრეა.

ბალის თაყვანისმცემელი - ძალიან რბილი, თბილი და კეთილია, გულწრფელი და მზად არის თავი გაწიროს სხვებისთვის. უყარს სიურპრიზები და უწყინარი ხუმრობა.

ვაჟა-150