пятница, 4 ноября 2011 г.

დუმილის ნუ გრცხვენიათ


როცა სიტყვები სათქმელს სახელს არქმევენ, როცა გრძნობები მიმოფანტულია უკიდეგანო სამყაროში, როცა ერთმანეთს მხოლოდ ნაბიჯებიღა გვაშორებს - ჩუმდება გულისცემა. სიტყვებმა თავისი სათქმელი უკვე კარგა ხანია თქვეს,სათქმელმაც კი დაკარგა მნიშვნელობა, მხოლოდ გულისცემა არ დაემორჩილა ბუნების კანონებს და კვლავ მის მოლოდინში ფეთქავს. აზრებს კონებად აკოწიწებს და უკვე მერამდენედ უსმენს გზააბნეულ დიალოგს ილუზიასა და გონებას შორის.
ზღვარის გავლება რეალურსა და ირეალურ სამყაროს შორის არც ისე ადვილია, როცა ნებაყოფლობით მონობაში იმყოფები საკუთარ თავთან. ყველაფერი მარტივი რთული გეომეტრიული თეორემასავით ჩანს, რთული კი - უბრალოდ შეუძლებლად. სიტყვები ზედმეტი არასოდესაა, სამწუხაროდ ისინი ზომაზე ცოტაა მაშინ, როცა ყველაზე საჭიროდ და საჩქაროდ მიგვაჩნია.
ნათქვამია: დუმილის ნუ გრცხვენიათ, როცა სათქმელი არაფეი გაქვთო. სასირცხვილო და სათაკილო ამაში არც არაფერია, უხერხულად ჩანს მდუმარება, როცა სივრცე შიძლება საინტერესოდ გაჯერებული ყოფილიყო ორი ერთმანეთში გარდამავალი ხმით, ფლუიდების ხშირი ცვლით და არათანაბარი სუნთქვით





























Комментариев нет:

Отправить комментарий