пятница, 24 мая 2013 г.

პატივცემულო კოლეგებო!

2013 წლის 21 და 22 ივნისს, მასწავლებელთ პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, გაიმართება პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლების კონფერენცია თემაზე: „პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“.

კონფერენციაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, დაგვიდასტუროთ თქვენი მზაობა. დასწრების მსურველებს გაეგზავნებათ მოსაწვევები. განაცხადების მიღების ვადაა: 24 მაისიდან - 13 ივნისის ჩათვლით. მონაწილეობის მსურველები აუცილებლად დაგვიკავშირდით ტელეფონზე: კახა ჟღენტი - 577 64 65 21; kjgenti@tpdc.ge.

კონფერენციაზე მოხსენებით გამომსვლელებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი მოხსენების პრეზენტაციების საბოლოო ვარიანტები. ცენტრში გადმოგზავნილი პროექტების მასალები, განთავსდება პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლების ელექტრონულ პორტფოლიოებში, რომლებიც თავს მოიყრის ცენტრში არსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში.

воскресенье, 12 мая 2013 г.

კვირაცხოვლობა

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.

ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“

კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.

მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ, მის შემდგომ ქრისტიანებს. ღმერთმა მოგვმადლოს ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება.

ასე რომ, წინ დიდი სიხარული გველის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვით და ლოცვით.

უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მეუფევ და ღმერთო, დაგვეხმარე, რომ მოვიკრიბოთ სულიერი თუ ფიზიკური ძალები და შენთან ერთად ავიდეთ გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, შენთან თანაჯვარსვეცვათ, თანადავეფლათ, რათა შენთანვე აღვდგეთ მკვდრეთით და დავიმკვიდროთ ჩვენთვის განმზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა; ღმერთო, შენ აცხოვნე სრულიად საქართველო. ამინ.

суббота, 11 мая 2013 г.

რეკომენდაციები სქემაში ჩართულ მასწავლებელს

მასწავლებელთა პროფესიული განვათრების ეროვნული ცენტრის ეგიდით იწყება მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის მსურველების და სქემაში ჩართული მასწავლებლების რეგისტრაცია 2 დღიანი ტრენინგზე: „მასწავლების პროფესიული განვითრება. თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება.“. ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მასწავლებლებს პროფესიული განვითარების სქემის სამოქმედო გეგმის შედგენაში და განვითარებაში. ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ სქემის ახალი დებულების განხილვასა და დახვეწაში.

შეხვედრები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში, მაისის, ივნისის და ივლისის თვეში.

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ:

kjgenti@tpdc.ge ; dkvinikadze@tpdc.ge

ტრენინგი სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის:
,,როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებსა და სასწავლო პროექტებზე“
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: თბილისი.16 საათის ხანგრძლივობით.
მიზანი : პედაგოგიური კვლევებისა და პროექტგაკვეთილების დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება.
ამოცანები:
·         კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლე თემის შერჩევასა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;
n  კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;
n  კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა
n  მონაცემთა შეგროვება
n  მონაცემთა ანალიზ, რომელიც ყველაზე საინტერესო და ამავე დროს კვლევის ყველაზე რთული პროცესია;
n  მოქმედების სტრატეგიის განვითარება და მისპრაქტიკაში დანერგვა.
n  მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია.
n  პროექტგაკვეთილის დაგეგმვა;
n  პროექტის შეფასება;
n  კოლეგების თანამშრომლობის ფორმების გაცნობა; კათედრის სამუშაო გეგმის ნიმუშის შექმნა;
n  სამუშაოს შეფასების ფორმების გაცნობა და სუსტი და ძლიერი მხარეების დადგენა;
n  მასწავლებლის პორტფოლიოს სტრუქტურა და დანიშნულება; რეკომენდაციები პორტფოლიოს საწარმოებლად;
n  სარეკომენდაციო ხასიათის სქემებისა და ცხრილების გაცნობა მასწავლებლის პორტფოლიოსთვის.
რეზიუმე: მაქსიმუმ 450 სიტყვა;
მნიშვნელობის დასაბუთება;    
  ხელმოწერა; თარიღი.
ღონისძიების დღის წესრიგი:
I დღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 15 წუთი - პროგრამის პრეზენტაცია, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
n  II სესია - 2სთ და 55წთ - პედაგოგიური კვლევა
IIდღე - 4 საათი
n  I სესია - 1სთ და 30 წუთი - პრაქტიკული კვლვა
n  IIსესია - 1სთ და 30 წუთი - პროექტ გაკვეთილი
n  III სესია - 1სთ 10წუთი - პროექტის შეფასების რუბრიკა
IIIდღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - პროექტგაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
n  II სესია - 2სთ - კათედრებზე მუშაობა და კვლვა
I V დღე - 4 საათი
n  I სესია - 2სთ - მასწავლებლის პორტფოლიო
n  II სესია - 2სთ - ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება.



ანგარიში
,, სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია
 ჩამტარებელი ორგანიზაცია: ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
ადგილი და ხანგრძლივობა: თბილისი,თიბისი ბანკი.7 სთ-ის განმ. 27.04.2013
მიზანი : პედაგოგური კვლევა  და მისი პრეზენტაცია.
ამოცანები:
·         პედაგოგიური კვლევების პრეზენტაცია.
·         სტენდური გამოფენების დათვალიერება.
·         მომხსენებლებთან გასაუბრება

რეზიუმე:
ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თიბისი ბანკის პარტნიორობით 2013 წლის 27 აპრილს თიბისი გალერეაში ჩატარდა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა .
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, რუსთავის, გორის, წალკის, სურამისა და ჩოხატაურის კერძო და საჯარო სკოლების, მასწავლებლთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულმა სერტიფიცირებულმა და ასევე, არასერტიფიცირებულმა მასწავლებლებმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მოადგილეები და ექსპერტები; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები; საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და პედაგოგები.
კონფერენციაზე იყო  წარმოდგენილი  შემდეგი ავტორები და მოხსენებები:
ირინა აბულაძე- მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის კონცეფციის პროექტი – ილიას უნივერსიტეტი
მარიამ ხუციშვილი- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მუსიკის გაკვეთილებზე ილიას უნივერსიტეტი
მაკა მამფორია - როგორ გავაუმჯობესოთ სწავლა–სწავლების ხარისხი ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
ირმა მალანია - კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების ეფექტურობა თანამშრომლობითი სწავლების დროს N53 საჯარო სკოლა
 მეგი კობერიძე – ემპათიის განვითარება რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
ხათუნა ქუმელაშვილი – ვირტუალური საკლასო ოთახი „EDMODO” N16 საჯარო სკოლა
ქეთევან ჩოქური – ტექსტის თარგმნა ბიოლოგიაში, როგორც მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდის საშუალება. N53 საჯარო სკოლა
ხათუნა ყოჩაშვილი, მზია ინანაშვილი – მოლაპარაკე ანბანი N4 საჯარო სკოლა, ქ. რუსთავი.პარალელურად მათი ნამუშევრები-წიგნები გამოფენილი იყო დარბაზში და საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა.
ეკა ბერაია – მოტივაციის ამაღლება იმიტაციური თამაშებით ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
 რუსუდან ბრეგაძე – სწრაფი კითხვის სტრატეგიები ევროპული სკოლა
თამარ ლომიძე, თეკლა ბერაძე – შედეგზე ორიენტირებული სწავლება ევროპული სკოლა
ნათია ფირცხალავა – ისტორიის სწავლების პრობლემები ევროპული სკოლა
 მარინა ბასილაშვილი – დამოუკიდებელი მარკეტინგული კვლევით მოპოვებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება N53 საჯარო სკოლა
მაკა შონია – განმეორებითი კითხვა სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“
 დიანა ჩალაძე – ზეპირი გამოცდის შედეგების კვლევა რუსულ ენაში N2 საჯარო სკოლა, ქ. რუსთავი
სტენდური მოხსენებები: მარიკა თოლორაია– სასკოლო მზაობის კორელაცია კითხვის მოქნილობისა და წაკითხული გააზრების დონესთან ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
გვანცა ჩხენკელი – ვწეროთ ლამაზად, სუფთად, უშეცდომოდ ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
 ეკა ჭუჭულაშვილი – მოზარდთა ტოლერანტობის კოეფიციენტის ამაღლება არასასკოლო გარემოში ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე.
 მომხსენებლებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო მსმენელებს შესაბამისი ცნობები.

მნიშვნელობა:
სამეცნიერო-პაქტიკულ კონფერენციას ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასწავლო გარემოს მოწესრიგებისა და მოსწავლის ცოდნის ასამაღლებლად.მნიშვნელოვანია,რომ ამ კვლევის ავტორები თავად პედაგოგები არიან.ადამიანები, რომლებიც უშუალოდ აკვირდებიან სასწავლო პროცესს,სწავლობენ მოსწავლის ქცევებსა და მისწრაფებებს,გრძნობენ საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობას, და კვლევა-ძიებით ადგენს, რა გამოდის უფრო კარგად, რაში აქვს ამა თუ იმ მეთოდს ხარვეზი, და მერე გეგმავს სასწავლო პროცესს ისე,როგორც მას მოეწონება.
ჩატარებული კონფერენცია მნიშვნელოვანია იმდენად,რამდენადაც მეცნიერებასთან კავშირში ჩატარდა ეს კვლევები.უდაოდ ბევრი იშრომეს პედაგოგებმა,ფინანსებისა და დახმარების გარეშე.გააკეთეს შესანიშნავი პრეზენტაციები ელექტრონულ ფორმატში.საუბრობდნენ აკადემიურ სტილში.უზიარებდნენ კოლეგებს გამოცდილებას.ეს ყველაფერი აღძრავდა სტიმულს,მომავალში სხვებიც შეძლებენ პედაგოგიური კვლევის ჩატარებას.
მომეწონა სტენდური გამოფენები.ნებისმიერ სკოლას დაამშვენებდა მსგავსი ბანერები,დერეფანში დაინახავენ მშობლებიც,ბავშვებიც,მასწავლებლებიც.
კონფერენცია იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული,გარემო კომფორტული და სასიამოვნო.არ ყოფილა რაიმე ტექნიკური შეფერხება.დიდი მადლობა ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნეს.პროფესიული განვითარების ცენტრს,ილიას უნივერსიტეტს,თითოეულ მომხსენებელსა და მსმენელს.

ჩემი ელექტრონული პორტფოლიო

http://www.facebook.com/groups/645419075474488/?bookmark_t=group
დე!...
Автор: თამუ_ნია на суббота, марта 28, 2009 коммент. (2)


წუხელ მესიზმრე...
და გამოაკლდა მონატრებას ერთი მისხალი...
ახლოს იყავი ჩემთან...იმდენად ახლოს,რომ ცხადი მეგონა...და დავმშვიდდი...
ისეთივე ღიმილიანი იყავი და ისეთივე მზრუნველი...
ნეტავ,ხშირად მესტუმრო ხოლმე სიზმარში,რომ სული დამიმშვიდო...
და მონატრებას რომ ჩამოაკლდეს ასე ხშირად თითო მისხალი,ამ დღეებს როგორმე გადავიტანდი....
ზამთრის დილამ მაინც თავისი გაიტანა და გამომაღვიძა...
მე შენზე ფიქრით დავიწყე დილა---
დე!...



29.12.2007
გერმანია