суббота, 11 мая 2013 г.

დე!...
Автор: თამუ_ნია на суббота, марта 28, 2009 коммент. (2)


წუხელ მესიზმრე...
და გამოაკლდა მონატრებას ერთი მისხალი...
ახლოს იყავი ჩემთან...იმდენად ახლოს,რომ ცხადი მეგონა...და დავმშვიდდი...
ისეთივე ღიმილიანი იყავი და ისეთივე მზრუნველი...
ნეტავ,ხშირად მესტუმრო ხოლმე სიზმარში,რომ სული დამიმშვიდო...
და მონატრებას რომ ჩამოაკლდეს ასე ხშირად თითო მისხალი,ამ დღეებს როგორმე გადავიტანდი....
ზამთრის დილამ მაინც თავისი გაიტანა და გამომაღვიძა...
მე შენზე ფიქრით დავიწყე დილა---
დე!...



29.12.2007
გერმანია

1 комментарий:

  1. საოცარი განცდაა. განსაკუთრებით მომეწონა და გამოაკლდა მონატრებას ერთი მისხალი..".,,მე შენზე ფიქრით დავიწყე დილა---''

    ОтветитьУдалить