суббота, 11 мая 2013 г.


ანგარიში
,, სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია
 ჩამტარებელი ორგანიზაცია: ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
ადგილი და ხანგრძლივობა: თბილისი,თიბისი ბანკი.7 სთ-ის განმ. 27.04.2013
მიზანი : პედაგოგური კვლევა  და მისი პრეზენტაცია.
ამოცანები:
·         პედაგოგიური კვლევების პრეზენტაცია.
·         სტენდური გამოფენების დათვალიერება.
·         მომხსენებლებთან გასაუბრება

რეზიუმე:
ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თიბისი ბანკის პარტნიორობით 2013 წლის 27 აპრილს თიბისი გალერეაში ჩატარდა სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა .
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, რუსთავის, გორის, წალკის, სურამისა და ჩოხატაურის კერძო და საჯარო სკოლების, მასწავლებლთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულმა სერტიფიცირებულმა და ასევე, არასერტიფიცირებულმა მასწავლებლებმა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი, მოადგილეები და ექსპერტები; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები; საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და პედაგოგები.
კონფერენციაზე იყო  წარმოდგენილი  შემდეგი ავტორები და მოხსენებები:
ირინა აბულაძე- მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის კონცეფციის პროექტი – ილიას უნივერსიტეტი
მარიამ ხუციშვილი- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება მუსიკის გაკვეთილებზე ილიას უნივერსიტეტი
მაკა მამფორია - როგორ გავაუმჯობესოთ სწავლა–სწავლების ხარისხი ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
ირმა მალანია - კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების ეფექტურობა თანამშრომლობითი სწავლების დროს N53 საჯარო სკოლა
 მეგი კობერიძე – ემპათიის განვითარება რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
ხათუნა ქუმელაშვილი – ვირტუალური საკლასო ოთახი „EDMODO” N16 საჯარო სკოლა
ქეთევან ჩოქური – ტექსტის თარგმნა ბიოლოგიაში, როგორც მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ზრდის საშუალება. N53 საჯარო სკოლა
ხათუნა ყოჩაშვილი, მზია ინანაშვილი – მოლაპარაკე ანბანი N4 საჯარო სკოლა, ქ. რუსთავი.პარალელურად მათი ნამუშევრები-წიგნები გამოფენილი იყო დარბაზში და საშუალება მოგვეცა დაგვეთვალიერებინა.
ეკა ბერაია – მოტივაციის ამაღლება იმიტაციური თამაშებით ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
 რუსუდან ბრეგაძე – სწრაფი კითხვის სტრატეგიები ევროპული სკოლა
თამარ ლომიძე, თეკლა ბერაძე – შედეგზე ორიენტირებული სწავლება ევროპული სკოლა
ნათია ფირცხალავა – ისტორიის სწავლების პრობლემები ევროპული სკოლა
 მარინა ბასილაშვილი – დამოუკიდებელი მარკეტინგული კვლევით მოპოვებული მონაცემების სტატისტიკური დამუშავება N53 საჯარო სკოლა
მაკა შონია – განმეორებითი კითხვა სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“
 დიანა ჩალაძე – ზეპირი გამოცდის შედეგების კვლევა რუსულ ენაში N2 საჯარო სკოლა, ქ. რუსთავი
სტენდური მოხსენებები: მარიკა თოლორაია– სასკოლო მზაობის კორელაცია კითხვის მოქნილობისა და წაკითხული გააზრების დონესთან ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
გვანცა ჩხენკელი – ვწეროთ ლამაზად, სუფთად, უშეცდომოდ ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე
 ეკა ჭუჭულაშვილი – მოზარდთა ტოლერანტობის კოეფიციენტის ამაღლება არასასკოლო გარემოში ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნე.
 მომხსენებლებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო მსმენელებს შესაბამისი ცნობები.

მნიშვნელობა:
სამეცნიერო-პაქტიკულ კონფერენციას ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს სასწავლო გარემოს მოწესრიგებისა და მოსწავლის ცოდნის ასამაღლებლად.მნიშვნელოვანია,რომ ამ კვლევის ავტორები თავად პედაგოგები არიან.ადამიანები, რომლებიც უშუალოდ აკვირდებიან სასწავლო პროცესს,სწავლობენ მოსწავლის ქცევებსა და მისწრაფებებს,გრძნობენ საკუთარ წარმატებასა თუ წარუმატებლობას, და კვლევა-ძიებით ადგენს, რა გამოდის უფრო კარგად, რაში აქვს ამა თუ იმ მეთოდს ხარვეზი, და მერე გეგმავს სასწავლო პროცესს ისე,როგორც მას მოეწონება.
ჩატარებული კონფერენცია მნიშვნელოვანია იმდენად,რამდენადაც მეცნიერებასთან კავშირში ჩატარდა ეს კვლევები.უდაოდ ბევრი იშრომეს პედაგოგებმა,ფინანსებისა და დახმარების გარეშე.გააკეთეს შესანიშნავი პრეზენტაციები ელექტრონულ ფორმატში.საუბრობდნენ აკადემიურ სტილში.უზიარებდნენ კოლეგებს გამოცდილებას.ეს ყველაფერი აღძრავდა სტიმულს,მომავალში სხვებიც შეძლებენ პედაგოგიური კვლევის ჩატარებას.
მომეწონა სტენდური გამოფენები.ნებისმიერ სკოლას დაამშვენებდა მსგავსი ბანერები,დერეფანში დაინახავენ მშობლებიც,ბავშვებიც,მასწავლებლებიც.
კონფერენცია იყო მაღალ დონეზე ორგანიზებული,გარემო კომფორტული და სასიამოვნო.არ ყოფილა რაიმე ტექნიკური შეფერხება.დიდი მადლობა ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნეს.პროფესიული განვითარების ცენტრს,ილიას უნივერსიტეტს,თითოეულ მომხსენებელსა და მსმენელს.

Комментариев нет:

Отправить комментарий