მასწავლებლის
სახელი ,
გვარი : ლია ჩხაიძე
საგანი :ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლებლის
საფეხური/კლასი: საშუალო საფეხური . მე-10 კლასი.
მოსწავლეთარაოდენობა:
31 (სსსმ არ მყავს)
გაკვეთილის
თემა: შოთა რუსთაველი-,,ვეფხისტყაოსანი“
,,შეყრა
ავთანდილისა და ტარიელისა“
გაკვეთილის
მიზანი:მოსწავლემ უნდა შეძლოს შოთა რუსთაველის
,,ვეფხისტყაოსნის“მოცემული ეპიზოდის ლიტერატურულ
კონტექსტში გაგება, გააზრება,მსჯელობა და შეფასება; გააანალიზოს თანაკლასელთა
ზეპირი გამოსვლები; შეავსონ ამ თემასთან
დაკავშირებული კოგნიტური დიაგრამები. ამ საკითხებზე მუშაობის დროს
კი განუვითარდეს თანამშრომლობითი,კრიტიკული ანალიზისა და პრეზენტაციის უნარი.
გაკვეთილის თემისა და მიზნის
შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან :
გაკვეთილი დაგეგმილია
ეროვნული სასწავლო გეგმის X კლასის სტანდარტის შესაბამისად
.ვითვალისწინებ რა შესაბამის ასაკობრივთავისებურებას, ვთვლი, რომ მოსწავლემ უნდა შეძლოს
ტექსტის როგორც გაგება-გააზრება,ისე მსჯელობა და ანალიზი მოცემულ საკითხზე.მხოლოდ პერიფრაზის
გაკეთება არაა საკმარისი მასალის სიღრმისეულად გასააზრებლად. აუცილებელია მოცემული
ეპიზოდების მხატვრულ ქსოვილზე დაკვირვება.
თემატურ-კალენდარული
გეგმის მიხედვით სასწავლო თემა შეესაბამება სასწავლო წლის მოცემულ პერიოდს.
N
|
აქტივობის
მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო
რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილება
სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო
(წთ)
|
1
|
გაკვეთილის დასაწყისი:
მისალმება,გაკვეთილის
მიზნებისა და შედეგების,შეფასების რუბრიკების გაცნობა.
მიზანი: მოსწავლეთა მზადყოფნა
საგაკვეთილო პროცესში ჩართვისათვის.
აღწერა:მასწავლებელი საორგანიზაციო
საკითხების შემდეგ, მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და მოსალოდნელ
შედეგებს.აგრეთვე იმ რუბრიკებს, რომლითაც შეფასდება მათი ცოდნა.
|
მასწავლებლის ვერბალური კომუნიკაცია
|
მთელ კლასთან
|
რესურსი:გაკვეთილის მიზნების,
შედეგებისა და მოსწავლეთა შეფასების რუბრიკები.
საკლასო ჟურნალი.კალამი.
პროექტორი.ლეპტოპი.
დასაბუთება:რუბრიკების გაცნობა აუცილებელია,მოსწავლემ
უნდა იცოდეს რა მოეთხოვება გაკვეთილზე და რა შედეგზე უნდა გავიდეს იგი.
საკლასო ჟურნალში მასწავლებელი აღნიშნავს მოსწავლეთა
დასწრებას.
MS office-საპრეზენტაციო პროგრამა-სლაიდები, პროექტორი, კომპიუტერი.
|
2წთ.
|
2
|
წინარე ცოდნის გააქტიურება
მიზანი:ფაქტობრივიინფორმაციისდაზუსტება და გაანალიზება,შესაბამისი ილუსტრაციების ნახვა.
აქტივობა:მოსწავლეები გაანალიზებენ ავთანდილისა
და ასმათის შეხვედრის დეტალებს.
მასწავლებელი სვამს კითხვებს, მოსწავლეები პასუხობენ.
|
ფრონტალური კითხვები
|
საერთო საკლასო მუშაობა
|
სლაიშოუ ,,ვეფხისტყაოსნის“
ილუსტრაციებით
მოცემული რესურსი მოსწავლეებს ეხმარება ეპიზოდების ვიზუალურად აღქმაში
და პარალელურად გაეცნობიან მხატვრების შემოქმედებას.
|
5წთ.
|
3
|
ასმათისა და ავთანდილის სულიერი
პორტრეტის ჩამოყალიბება
მიზანი:დაკვირვება პერსონაჟთა სულიერ
სამყაროზე
აღწერა:მოსწავლეები
იმსჯელებენ წყვილებში პერსონაჟთა თვისებებზედა შეავსებენ კოგნიტურ დიაგრამას.
|
კოგნიტური დიაგრამა
|
მუშაობა წყვილებში
|
ფორმატი.ფერადი ფურცლები.მარკერები.
|
5 წთ
|
4
|
რუსთაველის მხატვრული სამყაროს
შემეცნება
მიზანი: ნაწარმოების მხატვრულ ქსოვილზე
დაკვირვება.მსჯელობა მხატვრულ- გამომსახველობით
საშუალებებსა და მათ ფუნქციაზე ნაწარმოებში. პრეზენტაციის უნარის განვითარება
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში,
მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს აძლევს სამუშაოს-ამოწერონ მხატვრული მეტაფორები მოცემული
თავიდან და იმსჯელონ მწერლის პოეტურ ოსტატობაზე.
მოსწავლეები გააკეთებენ ჯგუფის პრეზენტაციას.
|
თანამშრომლობითი მეთოდი.
პრეზენტაცია
|
მუშაობა ჯგუფებში
|
სახელმძღვანელო-შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი.“
ფორმატი.ფერადი ფურცლები.მარკერები.ფანქრები.
წებოვანი ფურცლები
კალამი. ფლომასტერი
|
15წთ.
|
5
|
ახალი მასალის ახსნა
მიზანი:ტექსტის გაგება-გააზრება
აღწერა: მოსწავლეები კითხულობენ და
აანალიზებენ მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს შემდეგი თავიდან:,,შეყრა ავთანდილისა
და ტარიელისა“
|
კომენტირებული კითხვა
|
საერთო საკლასო მუშაობა
|
სახელმძღვანელო-შოთა რუსთაველი ს ,,ვეფხისტყაოსანი.“
|
10 წთ.
|
6
|
გაკვეთილის შეფასება
მიზანი:მასწავლებელმა
მოსწავლეებთან ერთად შეაჯამოს, რა ისწავლეს, როგორ გაართვეს თავი, რა დარჩა გაუგებარი
და რატომ?
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ეკითხება,ხომ არ სურთ კიდევ რაიმეს დაზუსტება ? ხომ
არ არის რაიმე გაუგებარი?
ამის
შემდეგ კი იწყებს მოსწავლეთა შეფასებას და
იყენებს შეფასების სხვადასხვა ფორმას:
1.
ურთიერთშეფასებას
2.
განმავითარებელ შეფასებას
3.
განმსაზღვრელ შეფასებას
თვითშეფასებას
|
დაკვირვების მეთოდი
|
მუშაობა მთელ კლასთან
|
შეფასების რუბრიკა.
თვითშეფასების
კითხვარი.
ჟურნალი.კალამი.
თვითშეფასების
კითხვარს მოსწავლეები თავად შეავსებენ ჯგუფებში და წარმოადგენენ.
განმსაზღვრელ
შეფასებას მასწავლებელი გააკეთებს რუბრიკებიდან გამომდინარე,რომელიც მოსწავლეებმაც
კარგად იციან.განმავითარებელშეფასებასაც თან დაურთავს განმსაზღვრელ შეფასებას.
|
3წთ.
|
7
|
საშინაო დავალება: გადმოეცითავთანდილისა და ტარიელის შეხვედრის
ეპიზოდიკომენტარით: ,,უცხოობით არ დაჰრიდეს...“
|
|
|
|
2წთ.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :
ქართ.X.
9. მოსწავლესშეუძლიასხვადასხვაჟანრისმხატვრულინაწარმოებისგაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მსჯელობს მხატვრულ-გამომსახველობით
ხერხებსა და მათს ფუნქციაზე ნაწარმოებში;
·
განსაზღვრავს პერსონაჟის პოზიციას
ან ხედვის კუთხეს, რაც განაპირობებს ნაწარმოებში წარმოდგენილი ამბის/კონფლიქტის/პრობლემის
ინტერპრეტაციას;
·
მსჯელობს და განმარტავს,
რამდენად ეფექტურად იყო წარმოდგენილი თანაკლასელის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია.
·
ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ
ინფორმაციას პერსონაჟთა ქცევის შესახებ;
შეფასება : საკლასო მუშაობაში ჩართულობის
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
9-10 ქულა
|
7-8 ქულა
|
5-6 ქულა
|
1-4 ქულა
|
მსჯელობაში
მონაწილეობა
|
აქტიურად მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც
საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
|
ხშირად მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს საკლასო მსჯელობაში
|
სათქმელის ლოგიკურად
და ნათლად გადმოცემა
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად;საკითხს აშუქებს ამომწურავად
და თანმიმდევრულად
|
სათქმელს გადმოსცემს ნათლად ;საკითხს აშუქებს თანმიმდევრულად
|
საკითხს გადმოსცემს გასაგებად,თუმცა ხარვეზებით
|
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა
|
საკუთარი
აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის არგუმენტირებულად და დადამაჯერებლად წარმოადგენს
საკუთარ მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის დადამაჯერებლად წარმოადგენს საკუთარ
მოსაზრებას
|
ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას
|
იშვიათად ან
ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების წარმოდგენას
|
ტექსტზე
მუშაობა
|
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას;ამოიწერს და განმარტავს
კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის აზრობრივ რულებს
|
ტექსტში ახარისხებს ინფორმაციას;ამოიწერს კონცეპტუალურ წინადადებებს;ქმნის აზრობრივ რუკებს
|
დახმარების გარეშე ვერ ახარისხებს ინფორმაციას
|
უჭირს ან ვერ ახარისხებს ინფორმაციას
|
სხვისი
აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
|
კორექტულად გამოხატავს სხვისი აზრის პატივისცემას
მაშინაც კი,როცა არ ეთანხმება მას
|
გამოხატავს სხვისი აზრის პატივისცემას
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს და არც საკუთარ აზრს გამოხატავს
|
ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
6-7
|
1-4
|
ჯგუფში წევრების ჩართულობა
|
ჯგუფის ყველა წევრი
ჩართულია მუშაობაში,ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას
|
ჯგუფის ყველა წევრი
ჩართულია მუშაობაში,თუმცა ყველა თანაბრად არ ინაწილებს პასუხისმგებლობას
|
უმეტესობა ჩართულია
ჯგუფის მუშაობაში,დანაჩენები მხოლოდ მსმენელები არიან
|
მუშაობს მხოლოდ ერთი,დანარჩენები
პასიური მსმენელები არიან
|
თანამშრომლობა და კომუნიკაცია
|
გადანაწილებულიაქვთმოვალეობები, აქვთერთმანეთისმოსმენის უნარი, შეუძლიათთანამშრომლობა
|
გადანაწილებულიაქვთმოვალეობები, ახერხებენთანამშრომლობას
|
განაწილებულიაქვთმოვალეობები,თუმცაყოველთვისვერახერხებენთანამშრომლობას
|
არაქვთთანამშრომლობისდაკომუნიკაციისუნარი
|
დავალების წერილობით ჩამოყალიბება
|
წარმოდგენილიდავალებააზრობრივად, ლოგიკურადდაენობრივად
გამართულია
|
წარმოდგენილიდავალებააზრობრივად, ლოგიკურადდაენობრივად გამართულია,თუმცაშეინიშნებაენობრივიხარვეზები
|
დავალებასერიოზულიხარვეზებითააწარმოდგენილი
|
წარმოდგენილიდავალებაგაუმართავია
|
მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა
|
მოძიებულიინფორმაციასრულადშეესაბამებადავალებას
|
მოძიებულიინფორმაციაშეესაბამებადავალებას
|
მოძიებულიინფორმაციარამდენადმეშეესაბამებადავალებას
|
მოძიებულიინფორმაციაარშეესაბამებადავალებას
|
დროის ლიმიტი
|
სრულადიცავენდროისლიმიტს
|
იცავენდროისლიმიტს
|
უჭირთ დროისლიმიტის დაცვა
|
არიცავენდროისლიმიტს
|
ხელმოწერა :ლ.ჩხაიძე