воскресенье, 24 января 2010 г.

ლექსად თქმული სამადლობელი...


                                                      დოდო თელიას!

მოწეული ხორბლის ყანა ღელავს როგორ...

თავთავები თავს გიხრიან,ჩემო დოდო!

დგახარ მინდვრის შუაგულში დამაშვრალი,

თვლი მოსავალს ალალი და გულმართალი...

ხორბალს ცალკე დააგროვებ დიდ ხურჯინში,

ბზეს კი დაწვავ,რომ ცხოვრება არ გართულდეს...

მარცვალ-მარცვალ ჩაითესავ გულის წიგნში,

ვინც ღირსებით აიშენა თქვენში ბუდე!

შემოდგომის მზეს უსწორებთ თვალებს ლაღად,

ქალს ამაგდარს არ გეტყობათ სულაც დაღლა,

ნაჯაფარ ხარს შეუძლია უფრო მე?თი,

ამიტომაც თქვენ შეძელით მეტისმეტი!

თქვენ მოსწავლის სულში ხატეთ ცისარტყელა

და მის ქვეშ მდგომთ აუხდინეთ ოცნებები...

კოლეგებს ხომ გვერდით გვყავდით,როგორც ფარი,

რატომ გიკვირთ,ამიტომაც ვერ გელევით...

ვერ ველევით თქვენი სიტყვის ხიბლს ლაზათს,

ბრძნულ აზრებს და მითითებებს,ჰანგს და კალამს...

თაყვანსა გცემთ,სასოებით მუხლს მოგიყრით

და ვემთხვევით თქვენს მარჯვენას დაუღალავს...

ღვაწლმოსილი,ცოდნის ნათლით დაფერილი,

სულისა და გონების მზედ ანთებული...

კვლავაც შეძლებთ იღვაწოთ და გაისარჟოთ,

თქვენ ხომ საქმე არ დაგტოვებთ არსად მარტო...

მოგეფერო,მინდა გულით მოგეფერო,

ცხოვრების გზის,მართლაც ,სანთლ-საკმეველო!

ბავშვის სულის კუნჭულებში სანთლის შუქის

ამნთებო და ჩხოვრების გზის გამწალდველო!

დაჩაგრულის ქომაგო და ქვა-კედელო,

ცოცხლის ფარო!საიმედო,ქალო ბრძენო!

მკვდრის იმედო!უფლის გზაზე მდგარ მოკეთის

დიდების და მოგონების მართლად მთქმელო!

მადლს შეგწირავთ,სანთელივით რომ იწვოდოთ,

რომ დნებოდით ცოდნის ტაძრის შუაგულში...

ვისურვებ,რომ დიდხანს ენთოს ეს სანთელი

ერისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულში....

                           24 იანვარი.2010 წელი.

                                  თბილისი.

                                         ლია ჩხაიძე

Комментариев нет:

Отправить комментарий