воскресенье, 17 января 2010 г.

დოდო თელია-მასწავლებელთა მასწავლებელი...


                 დოდო თელია

ქ.თბილისის № 32 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი,

კათედრის გამგე.

ქალი ენერგიული,შემოქმედი,

ფანტაზიითა და გულისხმიერებით სავსე...

პროფესიონალი პედაგოგი,ბავშვების მესაიდუმლე,

მშობლების ერთგული მრჩეველი,

კოლეგების უშურველი პარტნიორი...

მგალობელი ბულბული,გიტარისა და ფანდურის მოტრფიალე,

ხალხური შემოქმედების თაყვანისმცემელი...

ქალი უბერებელი,ქართული სიტყვის მებაირახტრე,

მშობელი ქვეყნის თითოეული

კუთხის მომლოცველი და...
ქალი-ქართული ანბანის გულში ჩამხუტებელი.....
იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენის”მეგზური....





ეს ქალბატონი დოდოა....2010 წლის 17 იანვარს მან სიურპრიზი მოუწყო კოლეგებს....

არდადეგების დროს დაუღალავი შრომის შედეგად შეძლო ფრთები შეესხა დიდი ხნის ოცნებისათვის....მას გულით სურდა გაეხსნა იაკობ გოგებაშვილის სახელობის კაბინეტი....

აი,ეს სურვილი აისრულა და სტუმრებიც დაპატიჟა....




ეს გამოფენა დოდო თელიას პატარების ფანტაზიის ნაყოფია....

ისინი ბევრს მუშაობენ საყვარელ პედაგოგთან ერთად და ასე ხედავენ სამყაროს.....

პედაგოგები და სტუმრები.......

ბატონი მურმან თხელიძე,გიული ბუაძე,ლია ჩხაიძე,მერაბ სამადაშვილი.



ზეიმის მონაწილე ქართველი ასული....



ბატონ მამუკა გუგეშაშვილს  წილად ხვდა კაბინეტის გახსნის ბედნიერება...

დეპუტატი სკოლის ხშირი სტუმარია....


ყველანი ,,დედაენის’’ კაბინეტისაკენ....






აი,ჩვენი სტუმრები...გლდანი-ნაძალადევის გამგეობიდან:

ქურდაძე შოთა,თხელიძე მურმან,მერაბ სამადაშვილი,მამუკა გუგეშაშვილი...



ჩოხოსნები....დოდო თელიას გაზრდილი მოსწავლეები....



დაფაზე შესრულებული ნახატი ,,აი ია”№ 32 საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ ნანა ქაჯაიას შემოქმედებაა....


,, დედაენა”არის წიგნი,რომელიც ამ სიტყვებით იწყება:აი ია.ეს სიტყვა კი ბილოდანაც ისევე იკითხება:აი ია.


მოსწავლეები უფროსებს უხსნიან ,,დედაენის”მნიშვნელობას....


აი,ახლა კი დოდო თელია თავად იწყებს გაკვეთილს...

.მაგრამ ამჯერად მოსწავლეები ჩვენი სტუმრები არიან..

მასწავლებელი შედის პირველ კლასში და კითხულობს სიას...



,,დიდი”მოსწავლეები იკავებენ თავიანთ ადგილებს....მათ მერხებზე იაკობის ,,დედაენა”

ხვდებათ...ამას ჰქვია -დაბრუნება ,,დედაენასთან”




ქალბატონი დოდოსთვის არახალია ასეთი იმპროვიზებული სანახაობა....

...და ისიც იქვე ატარებს ნამდვილ გაკვეთილს....

ეს სიურპრიზი იწვევს სიცილს....

დიდი ადამიანები ვერ თავსდებიან პირველკლასელთა მერხებთან....


პედაგოგები ინტერესით აკვირდებიან მსვლელობას....




წინა მერხებზე გოგონები:ირინა და შორენა სხედან...


დალი ჩადუნელი უერთდება კოლეგების სიხარულს....




ლია ჩხაიძე და სიდონია ჟიჟილაშვილი კმაყოფილებას ვერ მალავენ....


მოსწავლეები მერხებთან....


ლიტერატორები:ასმათი და ლია
მენეჯერი და კოლეგა:სიდონია ,ასმათი.


მოსწავლეების ამპლუაში მყოფნი ბეჯითად პასუხობენ მასწავლებელს...


დირექტორი ქალბატონი ნანა ქაჯაია ახლა მოსწავლის როლშია და ფიქრობს,როგორ გააკეთებს მასწავლებლის  დავალებას....









დავალების შესრულების მომენტში...


პედაგოგები:ია ვადაჭკორია,ნინო ხურციძე,ლია ჩხაიძე







მასწავლებელი აჯილდოებს წარმატებულ მოსწავლეებს...



მუსიკის პედაგოგი ნანა და ლია ჩხაიძე.


მამუკა გუგეშაშვილს გადასცემს სიგელს სკოლისადმი

გაწეული დახმარებისა და იმედისათვის....




სიგელი-კეთილი ღიმილისათვის....

მასწავლებელმა ერთად სიმღერის შემდეგ მოსწავლეებს დაავალა აღედგინათ საქართველოს რუკა და დაურიგა მათ რუკის ნაწილები.....




მათ ეს დავალებაც წარმატებით შეარულეს....

უფალმა ინებოს,დაუბრუნდეს საქართველოს წართმეული ტერიტორიები....

,,დედაენის”სიყვარულით გაზრდილი თაობა ამას შეძლებს -ასე მიაჩნია ქალბატონ დოდო

თელიას...







ბოლოს სამახსოვრო სურათებიც გადაიღეს.....































ქალბატონი დოდო მერაბსა  და მურმანს შორის...........სკოლის შესასვლელში...









აი,ასე დასრულდა ერთი ლამაზი გაკვეთილი,რომელიც დიდხანს დაამახსოვრდებათ ამ დღის მონაწილეებსა და დამსწრეთ.....
დიდხანს იცოცხლეთ,ქალბატონო დოდო!
კვლავაც იღვაწეთ ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ....

,,კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი...”

Комментариев нет:

Отправить комментарий