воскресенье, 24 января 2010 г.

დოდო თელიას გაცილება...

,,მასწავლებელო,

მასწავლებლობას გმირობად გითვლის ერი!”



დოდო თელია!დამსახურებული,ამაგდარი პედაგოგი საკუთარი სურვილით ტოვებს სკოლას და  ამერიკაში მიემგზავრება....მას იქ უძვირფასესი ადამიანები ელოდებიან....შვილი,სიძე,შვილიშვილები....



№ 32 საჯარო სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ქაჯაიამ სიურპრიზი მოუწყო ღვაწლმოსილ პედაგოგს და  მისი გაცილების საღამო თავად დაგეგმა....საიდუმლოდ შეხვდა მასწავლებლის მეგობარს და თხოვა 24 იანვრისთვის სკოლაში მოეწვის  ქალბატონი დოდოს მეგობრები,შესანიშნავი ადამიანები,ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოტრფიალენი.....



ქალბატონი დოდოსათვის ძნელი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ წასვლა გარდაუვალი აღმოჩნდა.....



დაფნის გვირგვინით შემკული მასწავლებელი ყვავილების ზღვაში....




სიდონია ეფერება ქალბატონ დოდოს....


სიმღერა და დოდო განუყოფელია,ასე მღერის იგი მეგობრებთან ერთად....



ყველას სურვილია,პატივი მიაგოს ამაგდარ ადამიანს....




ცრემლნარევი ღიმილი თან ახლდა ამ საღამოს,მაგრამ იყო განცდა იმისა,რომ უკვალოდ არაფერი იკარგება.....,,კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა...მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი....”



იმღერე,ჩვენო დოდოშკი!

არასოდეს გენახოს სევდა...არ გეგრძნოს დაღლა....თქვენ ხომ ენერგიული და უშურველი  

ბრძანდებით,დაბრკოლება არ გაშინებთ,ჭკუის სწავლება ვინმესგან არ გჭირდებათ,პირიქით,სხვებს დააკვალიანებთ,გვჯერა ამისი....




გეკაფოს,რაც უღრანია,აგევსოს,რაც ხარვეზია,

სამშობლო არ დაივიწყო,სამშობლო უმთავრესია!

თქვენ არ გჭირდებათ ამის შეხსენება,ერისა და ქვეყნისათვის მოვლენილო ადამიანო!




რატომ ჩაუდგათ თვალებში სევდა,

ნეტავ რა მოსდით ადამიანებს?!




დოდოს  დიდი სამეგობრო,ხელოვანი ადამიანები....



ეამბორები თითოეულ ჩვენგანს შორს მიმავალი....



დირეტორი ქალბატონი ნანა,უაღრესად თბილი და გულისხმიერი პიროვნება,მადლობას

უხდის ამაგდარ პედაგოგს სკოლაში ნაყოფიერი მოღვაწეობის გამო,უჭირს მასთან განშორება

იმდენად,რამდენადაც მას კიდევ შეეძლო ეკეთებინა რუდუნებით  თავისი საქმე,მაგრამ  ფიქრობს,რომ ქალბატონი დოდო იქაც არ მოისვენებს და რაღაც სასიკეთოს იქედანაც გაუკეთებს თავის ქვეყანას....




ნაზიბროლობის იდეა გამხელილი იქნა...

არავითარი ნაზიბროლობა,ამ ორმა ქალბატონმა სიურპრიზი გაუკეთა დოდოსაც და სამეგობროსაც...





დირექტორი და მისი მოადგილე ირინა ბაღიშვილი,დოდოს კარგი მეგობარი...ამიტომაცაა მოწყენილი....



ნუნუ ჭულუხაძე და ირინა ბაღიშვილი....რამდენი ლამაზი მოგონება აკავშირებს მათ დოდოსთან....


დირექტორის მოადგილე შორენა ცნობილაძე,

საოცრად მხიარული,თბილი და საყვარელი ქალბატონი,

ესეც მონაწილეა იმ საიდუმლოსი,რაც ამ დღის ორგანიზებას უკავშირდება....




თამადა,ბატონი შოთა ტოგონიძე,პოეტი და შემოქმედი ადამიანი...დიდი მადლობა მას

ასე ლამაზად დროის გატარებისათვის....





ქალბატონი ნათელა ჩაჩუა თბილი მოგონებებით დაემშვიდობა

კოლეგას,გაიხსენა ,სადედოფლო კაბის შერჩევაშიც კი ის რომ ეხმარებოდა...

ბოლოს უცრემლოდ ვერ მოხერხდა მათი ჩახუტება...




იზა ხურციძე საკუთარი ლექსით ამხნევებს კოლეგას...იუმორის გრძნობით გაჟღენთილი ლექსი მოწონებას იმსახურებს....


ცეკვავს ჩვენი დოდო...




ნელი ბუთურიშვილი,საიმედო და ერთგული მეგობარი,მღელვარებით კითხულობს ლექსს....


ლია ჩხაიძემ ცოცხლის ამშენებელი და მკვდრის დამმშვენებელი უწოდა ქალბატონ დოდოს...



დალი ჩადუნელს სამახსოვრო საჩუქარი არ დავიწყებია....



გიული როგორ ტირის!





მეგობარი-ნაზიბროლა უკითხავს თავის შემოქმედებას....


ნანა ღონღაძე აფასებს ღირსეული ქალბატონის ღირსეულ მოღვაწეობას...



                                                                 კოლეგები...





ქალბატონო დოდო ყველას გულში იხუტებს...






























ახალი სიურპრიზი ბაჩო ქაჯაიას(ლაშიკოს) გამოჩენა იყო...





                                          დედას ბუშტი...








ჩვენ ყველანი თქვენს გვერდით ვართ,ქალბატონო დოდო!


გაიღიმეთ,არ მოიწყინოთ,ღიმილი გიხდებათ!





აუ,რა დროს მიდიხართ?!

,,შუა ქალაქში”ხომ გადაგიღებდნენ?!მოდი,ნუ წახვალ!



ყვავილები და დაფნის გვირგვინი....






დარეჯან პეტრიაშვილის ომახიანი შეძახილი ბევრს შეშურდება!

იხარე,დარეჯან!კარგის მკეთებელს კარგი დამნახავი ჭირდება!







                                        ცეკვა სხვებსაც უხდება!















                                  ნახვამდის!

ლია ჩხაიძე და ელისო ბერკაცაშვილი....გკოცნით ბევრს!



ჩვენი საყვარელი დირექტორი....

ქალბატონი!-მშვიდი და გაწონასწორებული...

ღიმილიანი და მზრუნველი..

მასთან ურთიერთობა სასიამოვნო და ადვილია...თან სასარგებლოც...

ბევრს გაიგებ ადამიანი...



ნათია ხაჩიური,არაჩვეულებრივი პედაგოგი...ცისფერთვალა ფერია...



ციცო მოსეშვილი და დარეჯანი...


                                               ნანა ღონღაძე და იზა  ხურციძე...


სიდონიას პირში ლუკმა არ ჩაუდია...ყოჩაღ,ერთგულად იღებ ვიდეოს!






                                       ნათელა გვანცელაძე შუაში...


                                 ს ა მ ა ხ ს ო ვ რ ო    ს უ რ ა თ ე ბ ი...













]

















































































                                                 ბერმუხები მყარად დგანან...


                                             გათხოვდით,გოგონებო!მოგვენატრა ქორწილი!











































დიდხანს ისმოდა სიმღერის ხმები №32 საჯარო სკოლიდან....





გზა-მგზავრობის ანგელოზს ვთხოვთ,მშვიდობით დაადგა ფეხი უცხო მიწაზე...

ჩაეხუტე ძალუმად თქვენს ჯიშსა და მონაგარს...

ჯანის სიმრთელეს,სულის მხნეობას გისურვებთ კვლავაც...

არ დაგკარგავთ,ისევ დაგიკავშირდებით....

თქვენ მალე დაბრუნდებით,ასე გვჯერა ჩვენ... 

გკოცნით და გეფერებით დიდი სიყვარულით,

მონატრებით ,ღიმილით და არა- ცრემლით...                                        

   

Комментариев нет:

Отправить комментарий